logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Sverige Radio» (შვედეთი): შვედეთის მოთხოვნა საქართველოს-„დაიბრუნეთ თქვენი მოქალაქეები“
«Sverige Radio» (შვედეთი): შვედეთის მოთხოვნა საქართველოს-„დაიბრუნეთ თქვენი მოქალაქეები“
10:35 14.03.2018
სტოკჰოლმში შვედეთის იუსტიციის მინისტრის მორგან იოჰანსონის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას შეხვედრა გაიმართა.

შვედური რადიოს, «Sverige Radio»-ს მიერ ეთერში გადაცემული სიჟეტის თანახმად, რომლის ავტორიც ჟურნალისტი ივან გარსიაა, შვედი მინისტრი ცდილობდა დაერწმუნებინა ქართველი კოლეგა იმაში, რომ მან სამშობლოში უნდა წაიყვანოს შვედეთის საპყრობილეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავისუფლება სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის გამო აღუკვეთეს: „მათ ჩვენს ქვეყანასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. მათი რეაბილიტაცია და უფლებების აღდგენა საქართველოშია შესაძლებელი და არა შვედეთში. თბილისს შეუძლია თავისი მოქალაქეების სამშობლოში დაიბრუნოს. ჩვენს ციხეებში ადგილები ჩვენივე არამზადებისთვის გვჭირდება“.

პოლიციის მონაცემების თანახმად, შვედეთში მომხდარი ძარცვა-ქურდობის თითქმის ნახევარი უცხოელების მიერ ხორციელდება. საქართველო ერთ-ერთია იმ ოთხი ქვეყნიდან, საიდანაც შვედეთში „საგასტროლოდ“ ყველაზე მეტი ორგანიზებული ბანდების წევრი ჩადის. ისინი ძირითადად იპარავენ გემების ძრავებს, ავტომობილის დეტალებს და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას. გარდა ამისა, ძარცვავენ ხანშიშესულ შვედეთის მოქალაქეებს.

ევროკავშირის ფარგლებში უცხოელი მოქალაქეების მიმართ უკვე ხუთი ათასზე მეტი დანაშაულებრივი საქმის გამოძიება მიმდინარეობს. მათგან ბევრს დანაშაული შვედეთშიც აქვს ჩადენილი და ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც.

როგორც მორგან იოჰანსონი ამბობს, „საერთაშორისო წესების თანახმად, საქართველო ვალდებულია შვედეთში მსჯავრდებული თავისი მოქალაქეები სამშობლოში დაიბრუნოს, მაგრამ ბოლო ათი წლის მანძილზე ასე არ ხდებოდა: თბილისი ჩიოდა, რომ პენიტენციალურ სისტემაში თავისუფალი ადგილი არ ჰქონდა. ვიმედოვნებ, რომ საქართველოში ეს პრობლემა უკვე გადაწყვეტილია“.

საქართველოსთან პარალელურად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნების - რუმინეთის, ლიტვის და პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შვედეთი ამ ქვეყნების დამნაშავეებს არაფერს სთავაზობს - არც ფულს და არც რაიმე კომპენსაციას.

მინისტრის თქმით, არსებობს იმის საფუძველი, რომ საქართველოს მთავრობა უნდა დაეთანხმოს შვედეთის მოთხოვნას პატიმრების ქართულ ციხეებში გადაყვანის თაობაზე: „მათ ვიზალიბერალიზება მიიღეს, უვიზო რეჟიმს კი გაფრთხილება სჭირდება. ვფიქრობ, საქართველოს ეს კარგად ესმის და ამისკენ ისწრაფვიან“, - ამბობს მორგან იოჰანსონი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა