logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ფინური პრესა: ბათუმის მოსახლეობის თითქმის მეოთხედი დღეს თურქები არიან, ქალაქის ერთ-ერთ უბანს „პატარა ანკარასაც“ კი უწოდებენ
ფინური პრესა: ბათუმის მოსახლეობის თითქმის მეოთხედი დღეს თურქები არიან, ქალაქის ერთ-ერთ უბანს „პატარა ანკარასაც“ კი უწოდებენ
12:22 13.03.2018
„რადგანაც აჭარაში ხანმოკლე ტურისტული ტურის განმავლობაში ვიყავით, დრო არასაკმარისი იყო იმის გასაგებად, რით ცხოვრობს სინამდვილეში საქართველოს უძველესი და იმავდროულად დინამიურად განვითარებადი მხარე. თუმცა ის ფაქტი, რომ აჭარაში დასვენება მართლაც საამურია, ეს სასიკეთო ვითარებაზე მეტყველებს“, - ნათქვამია ჰელსინკის (ფინეთი) რუსულენოვან გაზეთში გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში, რომელშიც ვრცლადაა გადმოცემული აჭარის ღირსშესანიშნაობები, ტურისტული ინფრასტრუქტურა, ისტორია, ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობა.

სტატიის ავტორები არიან გამოცემის მთავარი რედაქტორი და მისი მოადგილე ალექსეი და ირინა ტაბაკოვები.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას შემოკლებით

„აჭარა და ბათუმის პორტი საქართველომ 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად მიიღო, დაახლოებით 25 ათასამდე თურქი ქვეშევრდომის ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალებთან ქართველებს ისტორიულად კარგი ურთიერთობა არ ჰქონიათ, თურქები მთლიანობაში ცუდად მაინც არ მიუღიათ. არადა, ოსმალეთის იმპერიის ოკუპაციის დროს თურქები აქაური ქართული „ურჯულო“ მოსახლეობის გამუსულმანებას სისხლის წესით ცდილობდნენ. ქართველს აიძულებდნენ ზღვის ნაპირზე მუხლი მოეყარა, ერთ მხარეს ბიბლიას დებდნენ, მეორე მხარეს - ყურანს. მას აძლევდნენ წინადადებას დაეფურთხებინა პირველისთვის და ეკოცნა მეორესთვის. თუ იგი უარს იტყოდა, ყელს სჭრიდნენ და ზღვაში აგდებდნენ. ვინც გამუსლიმანობას ეთანხმებოდა, მას ათავისუფლებდნენ.. შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის უმეტესობისათვის რელიგიის შეცვლა საკუთარი თავის, ოჯახისა და ახლობლების გადარჩენის ერთ-ერთ საშუალებად იქცა, რეალობაში ისინი მაინც ქრისტიან-მართლმადიდებლებად დარჩნენ. აჭარლები ჯვრებს თურქების მალულად ატარებდნენ, მათ შეინარჩუნეს ქრისტიანული ტრადიციები. დღეს ბათუმის მოსახლეობის თითქმის მეოთხედი კვლავ ეთნიკური თურქები არიან, ქალაქის ერთ-ერთ უბანს „პატარა ანკარასაც“ კი უწოდებენ“, - აღნიშნავენ ავტორები და ვრცლად აღწერენ საქართველო-თურქეთის საზღვრისპირა რეგიონში თურქული ინვესტიციებით აგებულ ინფრასტრუქტურას - უამრავ სასტუმროს, რესტორნებს, კაზინოებს....

სტატიაში ყურადღება ეთმობა აჭარის სოფლის მეურნეობას, განსაკუთრებით კი ტრადიციული ციტრუსებისა და ჩაის კულტურის მოყვანის ტრადიციებს. „საქართველოში ჩაის წარმოება პირველად სწორედ აჭარაში დაიწყეს, ჩინელი სპეციალისტების დახმარებით, ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს. სამწუხაროდ, დღეს ჩაის წარმოება საქართველოში, შეიძლება ითქვას, წარსულს ჩაბარდა. დღეს უფრო ციტრუსების მოყვანას მისდევენ“, - ნათქვამია მასალაში.
---------
გაზეთის ამავე ნომერში გამოქვეყნებულია კიდევ ერთი სტატია საქართველოს შესახებ სათაურით „... შენ, ჩემო ვაზის მტევანო...“, რომელშიც ასახულია აჭარლების ყოფა-ცხოვრება, სტუმართმოყვარეობის, ქორწინებისა და ქართული სუფრის, მეღვინეობის ტრადიციები და ა.შ. (წყარო: http://www.novosti-helsinki.com/cennosti/588--ty-loza-moya.html).




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა