logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): რა ბედი ეწევა პროდასავლური კურსის საქართველოს, თუ რუსეთის ფაქტორს არ გაითვალისწინებს?
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): რა ბედი ეწევა პროდასავლური კურსის საქართველოს, თუ რუსეთის ფაქტორს არ გაითვალისწინებს?
10:25 11.03.2018
ბრიტანული «BBC»-ს რუსული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსისადმი, რომელიც გასული წლის დეკემბერში ჩატარებულ გამოკითხვების მიხედვით გამოიკვეთა:

„საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ქვეყანა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდება, რუსეთს კი ოკუპანტს უწოდებს, ტერიტორიის 20%-ის დაკავების გამო. იმავდროულად, გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის თითქმის მესამედს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაერთიანება სურს. ბევრი თვლის, რომ ერთი მესამედი - ეს საკმაოდ საგანგაშო ციფრია ქვეყნის პროდასავლური კურსისათვის, რომელსაც მხარს ჯერ კიდევ მოსახლეობის უმრავლესობას უჭერს“, - ნათქვამია მასალაში.

რა ბედი ეწევა პროდასავლური კურსის მქონე საქართველოს, თუ რუსეთის ფაქტორს არ გაითვალისწინებს? ამ კითხვის ერთგვარი პასუხია მოცემული სტატიის ავტორის საუბარში ერგნეთში მცხოვრებ 78 წლის ერვანდ ჩლაჩიძიძესთან, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სახლი დაენგრა. მართალია, დღეს შენობა უკვე აღდგენილია, სოფელში ქართველი პოლიციელები დგანან, მაგრამ ერვანდ ჩლაჩიძე შიშობს, რომ თუ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება განმეორდება, სოფლის მოსახლეობას ვერავინ დაიცავს:

„თუ ჩვენ რუსეთს არ დაველაპარაკებით და შერიგებისაკენ ნაბიჯს არ გადავდგამთ, თუ ნატოში გავწევრიანდებით, მე ვიცი, რომ ისევ არევ-დარევა დაიწყება და ჩემს სახლს ისევ დაანგრევენ და ვერაფრის გადარჩენას ვერ მოვასწრებ. მაშინ კიდევ რაღაც გადავარჩინე, მაგრამ ახლა ვერ მოვასწრებ, რადგან აქვე ახლოს მათი სამხედრო ბაზაა და რუსული ტანკები დგანან. გადაკეტავენ თბილისის გზას და მორჩა, ვერსად გაიქცევი“, - ამბობს ერვანდ ჩლაჩიძე.

ანალიტიკოსების აზრით, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის განახლებისადმი შიშს ბევრი იზიარებს. ეს ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია იმ სკეფსისისა, რომელიც საქართველოში ევროატლანტიკური კურსის მიმართ არის გამოკვეთილი.

ევრაზიული ეკონომიკურ კავშირის მიმართ სიმპათიების ზრდა, „რასაკვირველია, საგანაგაშო ტენდენციაა, მით უმეტეს იმ დროს, როცა ჩვენ რუსეთთან ჰიბრიდული ომის მსდგომარეობაში ვიმყოფებით“, - ამბობს „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში გიორგი მუჩაიძე, საქართველოს ატლანტიკური კავშირის აღმასრულებელი დირექტორი. იგი, ისევე როგორც სხვა ბევრი ქართველი ანალიტიკოსი, პროდასავლური კურსის პოპულარობის დაქვეითების მიზეზად რუსულ პროპაგანდას ასახელებს.

პუბლიკაციის ავტორი ესაუბრება ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორს ნინო ბოლქვაძეს, რომლის თქმით, საქართველოში რუსული პროპაგანდა სხვადასხვა გზებით ვრცელდება - მასმედიით, პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. დიდ როლს ასრულებს აგრეთვე ე.წ. „სარაფანის რადიო“, როცა ადამიანები სადღაც გაგონილ თუ წაკითხულ არასწორ ინფორმაციას იჯერებენ და შემდეგ უკვე თვითონ ავრცელებენ, გადამოწმების გარეშე.

საქართველოში რუსული პროპაგანდის გააქტიურებას მოწმობს აგრეთვე ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც, რომლის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციებში პრორუსული რიტორიკით „ევრაზიის ინსტიტუტი“ გამოირჩევა.

როგორც თვითონ „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე ამბობს, დიახ, იგი მართლაც გამოდის საქართველოს პროდასავლური კურსის წინააღმდეგ, თუმცა ამაში რუსული პროპაგანდის გავლენას ვერ ხედავს. „ეს არის აბსოლუტურად დასაბუთებული და ობიექტური სკეპტიციზმი - იმიტომ, რომ მოსახლეობა მხოლოდ ლაპარაკი ესმის და შედეგებს ვერ ხედავს. დასავლელი დიპლომატები საკითხის გადაწყვეტას დაუსრულებლივ აჭიანურებენ და ქვეყანა რეალურად ვერაფერს იღებს. სამაგიეროდ, მოსახლეობა ხედავს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განახლების სიკეთეს. დღეს რომ რუსეთთან ვაჭრობა არ ყოფილიყო, რუსი ტურისტები რომ საქართველოში არ ჩამოდიოდნენ, ჩვენი ეკონომიკა ძალიან ცუდ დღეში იქნებოდა“, - ამბობს გულბაათ რცხილაძე.

საქართველოს მთავრობაში პროდასავლური კურსისადმი ერთგულებას ადასტურებენ, მაგრამ, როგორც IDFI-ის პროგრამების დირექტორი ლევან ავალიშვილი ამბობს, რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს. „საქართველოს მიმართ რუსეთი არა მხოლოდ რბილ ძალას, არამედ ხისტ ძალასაც იყენებს, ამიტომ ერთობლიობაში ასეთი ზემოქმედება მოსახლეობაზე უფრო ძლიერ გავლენას ახდენს. თუ ევროპულ-ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერა დაქვეითდება, მაშინ საქართველოს პროდასავლური კურსი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება“, - მიიჩნევს ლევან ავალიშვილი.

თუმცა, როგორც ალექსანდრე რონდელის სახელობის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, „ერთი მხრივ, ცხადია, საქართველოში რუსული პროპაგანდა მუშაობს, მეორე მხრივ კი, ჩვენმა მოსახლეობამ გააცნობიერა, რომ ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრირება ერთ ღამეში ვერ განხორციელდება, საჭიროა რთული პერიოდის გავლა... რაც უფრო მეტი ადამიანი გააცნობიერებს, რა სიძნელეებთანაა დაკავშირებული ევროპასთან დაახლოება, მით მეტ ადამიანს გაუჩნდება სკეფსისი, მაგრამ როგორც კი დადგება გაწევრიანების შანსი, ევროპული განწყობა ისევ გაძლიერდება. ეს ეტაპი თითქმის ყველა ევროპულმა ქვეყანამ გაიარა“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

ფაქტია, რომ „სამხრეთ ოსეთის“ არაღიარებულ საზღვართან არსებული სოფლების მოსახლეობას არ სჯერა, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდება. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში. კითხვაზე - ეთანხმება თუ არა საქართველოს სწრაფვას ნატოსა და ევროკავშირისკენ - 46 წლის მერაბ მაისურაძე პირდაპირ არ პასუხობს: „იცით, ყველას თავისი აზრი აქვს. მე ვთვლი, რომ თუ რუსეთთან კარგი ურთიერთობა არ გვექნება, ჩვენ კიდევ უფრო მეტს წავაგებთ“. იგი თავის სახლთან დგას, ერგნეთში, საიდანაც ცხინვალი მოჩანს, არაღიარებული რესპუბლიკის „დედაქალაქი“. „აი, ხომ გესმით? სროლები დაიწყო. ალბათ, რუსები წრთვნებს ატარებენ, - თქვა მან, როცა ძლიერმა ხმამ საუბარი შეგვაწყვეტინა, - რასაკვირველია, ეს ძალიან მოქმედებს, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? შიში ყველა ადამიანს აქვს“.

„მთავრობამ მეტი უნდა იმუშაოს, რომ ყოველმა ადამიანმა დაიჯეროს ევროპული ორიენტაციის უპირატესობა, რასაც საქართველო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისაგან მიიღებს“, - ამბობ გორის მუნიციპალიტეტის აკრებულოს წევრი, ერგნეთელი ლია ჩლაჩიძე, მაგრამ იგი აღიარებს, რომ მოსახლეობის სკეპტიციზმს თვითონ ნატოსა და ევროკავშირის პასიურობაც აღვივებს: „ევროპის კარზე უკვე რამდენი წელია ვაკაკუნებთ, მაგრამ უშედეგოდ. ნატომ რაღაც ნაბიჯი უნდა გადმოდგას, რომ ჩვენი მოსახლეობა სიკეთეში დაარწმუნოს. ჩვენი ბიჭები სამშვიდობო მისიებში მონაწილეობენ, ზოგიერთი იღუპება, უკან ინვალიდებად გვიბრუნდებიან, ევროპა და დასავლეთი კი მხოლოდ შეშფოთებას გამოხატავენ. მხოლოდ შეშფოტება ვის რას უშველის? პრაქტიკული ნაბიჯებია გადმოსადგმელი“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა