logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
BBC: ბრიტანელი დეპუტატები ბადრი პატარკაციშვილის საიდუმლოებით მოცული სიკვდილის გამოძიებას ითხოვენ
BBC: ბრიტანელი დეპუტატები ბადრი პატარკაციშვილის საიდუმლოებით მოცული სიკვდილის გამოძიებას ითხოვენ
14:23 08.03.2018
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ „დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატებმა ქვეყნის შინაგანა საქმეთა მინისტრს ამბერ რადს მიმართეს და ბრიტანეთის ტერიტორიაზე ბოლო წლებში მომხდარი საეჭვო (თუ მოულოდნელი) სიკვდილის 14 ფაქტის საფუძველზე აღძრული საქმების საგულდაგულო გამოძიება მოითხოვეს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:

ბრიტანელმა დეპუტატებმა ეს განცხადება რუსეთის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით გააკეთეს.

ვინ არიან ამ 14 საქმის ფიგურანტები? ბორის ბერეზოვსკი, ბადრი პატარკაციშვილი, ალექსანდრ პერეპელიჩნი, იგორ გოლუბევი, იგორ პომომარევი, სკოტ იანგი, სტივენ კერტისი და სხვები. 14 საქმის შესახებ მასალები ჯერ კიდევ შარშან ამერიკულმა გამოცემამ BuzzFeed-მა გამოქვეყნა. ჟურნალისტური გამოძიების ავტორებმა აღნიშნეს, რომ მათ ხელთ არსებული მონაცემებით, ჩამოთვლილი პირების სიკვდილში რუსეთის სპეცსამსახურებისა და მაფიოზური სტრუქტურების ხელი ურევია, ბრიტანულმა პოლიციამ კი, რუსეთთან კონფლიქტი რომ არ მოსვლოდა, გარდაცვალების ფაქტები თვითმკვლელობად და უბედურ შემთხვევად ჩათვალა“.


„ბი-ბი-სი“-ს სტატიაში მოცემულია ზემოთ აღნიშნული 14 პიროვნების საქმიანობისა და მათ სიკვდილთან დაკავშირებულ გარემოებები.

„ბადრი პატარკაციშვილი

გარდაცვალების თარიღი: 2008 წლის 12 თებერვალი

ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი ბორის ბერეზოვსკის საქმიანი პარტნიორი და უახლოესი თანამოაზრე იყო. 2001 წლამდე ბადრი პატარკაციშვილი რუსეთში ბიზნესით იყო დაკავებული. 1995-2001 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია ОРТ-სა და ТВ-6-ში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 2001 წლის ივლისში რუსეთის გენპროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილს ბრალი წაუყენა, თითქოს მან ხელი შეუწყო საზღვარგარეთ გაქცევაში „აეროფლოტის“ გენდირექტორის ყოფილ მოადგილეს ნიკოლაი გლუშკოვს, რის შემდეგად ბადრი პატარკაციშვილი საქართველოში წავიდა. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლებამ ბიზნესმენზე ძებნა გამოაცხადა. მოსკოვმა რამდენჯერმე მოითხოვა საქართველოსაგან ბადრი პატარკაციშვილის გადაცემა, მაგრამ წარუმატებლად.

2008 წლის იანვარში ბადრი პატარკაციშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც, მიღებული ხმების რაოდენობით, მესამე ადგილი დაიკავა. იმავე წლის აპრილში იგი ლონდონის გარეუბანში მდებარე თავის სახლში მოულოდნელად გულის შეტევისაგან გარდაიცვალა“-ნათქვამია სტატიაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა