logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 «The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): ღვინის სამშობლო; დღეს აქ ტრადიციული მეღვინეობა რენესანსს განიცდის
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): ღვინის სამშობლო; დღეს აქ ტრადიციული მეღვინეობა რენესანსს განიცდის
23:40 05.03.2018
„საქართველოში ქვევრი ტრადიციული ატრიბუტია - თიხისგან დამზადებულ ღვინის შესანახი ჭურჭელის გამოსახულებას ყველგან დაინახავთ: მაისურებზე, სუვენირებზე, ჩაის ტილოებზე, რომლებიც თბილისის ცენტრში მდებარე თითქმის ყველა ტურისტულ მაღაზიაში იყიდება. ქვევრი გამოსახულია გზისპირა ბანერებზე, პროვინციულ კაფეებში, ბარებსა და სასტუმროებში. ქვევრს შეხვდებით ღვინის ტურებშიც, ყოველი ქარხნის სტუმრობისას“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - დევიდ უილიამსი).

„ყველგანმყოფი ქვევრი - ეს უფრო მეტია, ვიდრე ტურისტული მარკეტინგი. ქვევრი იმის სიმბოლოა, რითაც ქართველები ძალიან ამაყობენ: მათი სამშობლო მსოფლიოში ღვინის დამზადების უძველეს ქვეყნად არის აღიარებული. გასული წლის ნოემბერში არქეოლოგებმა თბილისის ახლოს, სამხრეთით, გათხრების დროს, ქვევრის ფრაგმენტი აღმოაჩინეს, რომელზეც ღვინის კვალი იყო დატოვებული. გამოკვლევებით დადასტურდა, რომ ამ ქვევრში 8 ათასი წლის წინათ ღვინო იყო ჩასხმული.

შეიძლება პარადოქსულიც კი იყოს, მაგრამ ქვევრი საქართველოს თანამედროვეობის სიმბოლოდაც ითვლება - როგორც კახეთში მოღვაწე ცნობილი ამერიკელი მეღვინე ჯონ ვურდემანი ამბობს, „ცხოვრების წესად, რომელიც წარსულს ეფუძნება“. დღევანდელ მეღვინეებს ქართული ღვინის დამზადება ძველი, ტრადიციული მეთოდებით სურთ. სწორედ ქვევრს იყენებს ჯონ ვურდემანი თავის პროექტში „ხოხბის ცრემლები“, რომლის პარტნიორი გელა პატალიშვილი გახლავთ“, - აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც გადმოცემულია „მიწაში ჩამარხულ“ ქვევრში ღვინის დაყენების პროცესიც.

ღვინის წარმოება საქართველოსთვის სწრაფად მზარდი დარგია და სულ უფრო დიდ როლს ასრულებს ქვეყნისათვის. ქვევრის რენესანსმა კი საქართველო მეღვინეობაში მოდის მიმცემი ქვეყნების რიგში დააყენა. თიხის ჭურჭლებში ღვინის ტრადიციული დამზადების ქართულმა წესმა მსოფლიოში მრავალი თანამოაზრე შეიძინა. ქართული ღვინოები მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებისა და ცნობილი მაღაზიების აუცილებელი პროდუქცია გახდა.

ისეთი ქვეყნისათვის, რომელიც მე-20 საუკუნეში, უხეში სამრეწველო მეთოდებისა და ცენტრალური დაგეგმვის პირობებში, უდიდესი მოცულობით ამზადებდა საბჭოურ ღვინოს, ასეთი შემობრუნება ნამდვილად მისასალმებელია, - ხაზგასმულია პუბლიკაციაში.

სტატიის დასასრულს ავტორი მკითხველს აცნობს ექვს საუკეთესო ქართულ ღვინოს და მათ მწარმოებლებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა