logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„novoye-vremya“(აზერბაიჯანი): როგორ აისახება ვაშინგტონის მოქმედება რუსეთ-საქართველოს ისედაც რთულ ურთიერთობაზე?
„novoye-vremya“(აზერბაიჯანი): როგორ აისახება ვაშინგტონის მოქმედება რუსეთ-საქართველოს ისედაც რთულ ურთიერთობაზე?
16:28 01.03.2018
აზერბაიჯანული გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია როგორც ბოსფორ-დარდანელის სრუტეების, ასევე მთლიანად შავი ზღვის აკვატორიის სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა რეგიონის ქვეყნებისათვის. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია არარეგიონული სახელმწიფოების, მათ შორის აშშ-ის სამხედრო ხომალდების შესვლის ფაქტებზე. ირღვევა თუ არა მონტრეს კონვენცია? რა გავლენას მოახდენს შავი ზღვის რეგიონში აშშ-ისა და ნატოს გააქტიურება უკრაინაზე და საქართველოზე? რას უნდა ველოდოთ რუსეთისაგან?

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

„ამ დღეებში შავ ზღვის აკვატორიაში აშშ-ის მე-6 ფლოტის ხომალდები შევიდნენ, რომლებიც ფრთოსანი რაკეტებით არიან აღჭურვილი (...)

ამერიკის შეერთებულ შტატებს შავი ზღვის გაკონტროლება დიდი ხანია სურს. ამ მხრივ ყურადღება რამდენიმე გარემოებაზე უნდა გავამახვილოთ: ხმელთაშუა ზღვიდან შავი ზღვის აკვატორიაში შესასვლელად გემებმა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები უნდა გაიარონ, რომელთა სტატუსი (ანუ ნაოსნობის წესი) რეგულირდება 1936 წელს შვეიცარიის ქალაქ მონტრეში ხელმოწერილი საზღვაო კონვენციით. იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც შავი ზღვის აკვატორიაში არ მდებარეობენ, საკმაოდ მკაცრი წესები მოქმედებს. ცხადია, ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, რომლის ავიამზიდებს თავიანთი წყალწყვის მიხედვით, სრუტეებში გასვლა ეკრძალებათ, ხოლო უფრო ნაკლები წყალწყვის გემებს შავ ზღვაში ყოფნის ნება მხოლოდ 21 დღის ვადით ეძლევათ. მაგრამ არის კიდევ ერთი მომენტი: საერთოდ გაუგებარია, რა გახდა იმის მიზეზი, რომ აშშ ასე ზრუნავს შავი ზღვის საკითხებზე? იქნებ ვაშინგტონი მართლაც ამზადებს რაღაც დოკუმენტებს, რომლებიც მონტრეს კონვენციის დებულებებს ეწინააღმდეგება? რამდენად დასაშვებია ასეთი ვარაუდები? კაცმა რომ თქვას, აბა, მაშ რას მივაწეროთ ის ფაქტი, რომ ბოლო დროს ვაშინგტონი აშკარად გამოხატავს თავის უკმაყოფილებას შავი ზღვის სრუტეების სტატუსისადმი და ეძებს გზებს გვერდი აუაროს მონტრეს კონვენციის მოთხოვნებს, მით უმეტეს, რომ აშშ-ს ამ დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია და ამიტომ კონვენცია მას არაფერს ავალდებულებს.

საქართველო და უკრაინა ნატოს ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემებს, ბაზირების მიზნით, საკუთარ ღრმაწყლიან ნავსადგურებს სთავაზობენ, რომლებიც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზების ახლოს მდებარეობენ. ეს ძალიან ავანტიურისტული პროექტია, რომლის მიზანს „შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“ წარმოადგენს. პროექტში საფრთხედ რუსეთი მოიაზრება და თუ მისი რეალიზება მოხდება, უკუშედეგს მივიღებთ: მას სახიფათო ინციდენტების გამოწვევა შეუძლია და ამით მთელ რეგიონს საფრთხეს შეექმნება.

შავი ზღვა ძალიან ვიწროა ორი ზესახელმწიფოს სამხედრო ფლოტისათვის. რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტს, რომელმაც სირიაში „დაიშ“-ის წინააღმდეგ წარმატებული ოპერაციები განახორციელა, შეუძლია აშშ-ის მოქმედების საპასუხოდ ასიმეტრიული ზომები მიიღოს. ეს უარყოფითად იმოქმედებს რუსეთ-საქართველოს ისედაც რთულ ურთიერთობაზე, რომელიც მთლიანად ჯერ კიდევ აღდგენილა 2008 წელს გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების შემდეგ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა