logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«EurasiaNet» (აშშ): საქართველო ჩინურ პროექტში - „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ როლის შესასრულებლად რუსეთს და ირანს შეეჯიბრება
«EurasiaNet» (აშშ): საქართველო ჩინურ პროექტში - „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ როლის შესასრულებლად რუსეთს და ირანს შეეჯიბრება
11:00 27.02.2018
შოტლანდიელი ჟურნალისტი, გლაზგოს უნივერსიტეტის ევრაზიული კვლევების ცენტრის მკვლევარი ბრედლი ჟარდინი, გავლენიან ამერიკულ გამოცემა «EurasiaNet»-ში სტატიას აქვეყნებს, რომელიც „აბრეშუმის გზის“ პროექტს ეხება.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:


„საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში შემუშავდა შავიზღვისპირა ჭაობიანი ადგილის ამოშრობისა და ამ ტერიტორიის ქალაქად გადაქცევის ამბიციური გეგმა, ჩინური კლასტერის მსგავსად - ცათამბჯენებით, სადაც ნახევარი მილიონი ადამიანი იცხოვრებდა. მაგრამ შემდეგ ლაზიკის - „მომავლის ქალაქის“ მშენებლობა მიატოვეს. დღეს ზღვის ნაპირზე, სადაც ლაზიკა უნდა გაშენებულიყო, ცხოვრება ისევ დუღს: ტერიტორია მოფენილია ბეტონის კონსტრუქციებით, რომლებიც ზვირთმჭრელების როლს შეასრულებს გემების ტალღებისაგან დაცვის მიზნით. ეს ღრმაწყლიანი ნავსადგურის - ანკლიის ფუნდამენტი იქნება, რომელიც, თბილისის გათვლით, ჩინური მეგაპროექტის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ საკვანძო ადგილი იქნება.

პროექტის ავტორების შეფასებით, ანაკლიის პორტი 2025 წლისათვის 110 მილიონ ტონა ტვირთს გადაამუშავებს და ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ) ნახევარ პროცენტს დაუმატებს. მშენებლობის დასრულების შემდეგ ანაკლიის ნავსადგური საქართველოში ყველაზე დიდი იქნება, ანუ ფოთს და ბათუმს უკან მოიტოვებს, ანაკლიის პორტში შესვლის შესაძლებლობა მსხვილ გემებსაც ექნებათ.

ანაკლიის შერჩევა ახალი ნავსადგურის ასაშენელად საქართველოს სხვა გეგმებსაც პასუხობს: დასახლება [სეპარატისტული] აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან სულ რაღაც ორი კმ-ის მოშორებით მდებარეობს და ქართული სახელმწიფოს სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს, რეგიონის განვითარება-განმტკიცების მიზნით.

პორტის მშენებლობის წინ გამოცხადებული ტენდერის დროს (ორი მილიარდი დოლარის ღირებულებით) ჩინელმა ინვესტორებმა წარმატება ვერ მოიპოვეს, თუმცა იმედი იყო, რომ სწორედ ისინი გაიმარჯვებდნენ. საბოლოო ჯამში, წარმატება ხვდა ქართულ-ამერიკულ კომპანიას Anaklia Development Consortium (ADC), რომელმაც საქართველოს მთავრობას ჩინელებთან შედარებით უფრო მომგებიანი პირობები შესთავაზა, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიზნით. ამის მიუხედავად, თბილისს მაინც მიაჩნია, რომ ანაკლია ჩინური მეგაპროექტის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვანძო ცენტრი გახდება, მით უმეტეს, რომ გასული წლის დეკემბერში ADC-მა ხელი მოაწერა შეთანხმებას ჩინურ კომპანია ZPMC-სთან 50 მილიონი დოლარის სამუშაოების შესრულების შესახებ. (...)

დასავლეთის თვალსაზრისით, სამხრეთ კავკასია მიმზიდველი ალტერნატივაა „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ სხვა მარშრუტებთან შედარებით. რუსული მარშრუტის ინფრასტრუქტურა ძალიან ცუდია, არასტაბილური ხასიათი აქვს რუსული საკანონმდებლო გარემოსაც. გარდა ამისა, რუსეთს სავაჭრო ომი აქვს ევროკავშირთან. რაც შეეხება ირანულ მარშრუტს, დასავლეთის თვალში ირანი გარიყულ სახელმწიფოს მიიჩნევა, თეირანს რთული ურთიერთობა აქვს თავის მეზობლებთან... ასე რომ, გეოპოლიტიკურად საქართველო უფრო მიმზიდველია, ვიდრე ირანი. მით უმეტეს, რომ თბილისს კარგი პოზიციები აქვს როგორც კორუფციის დონის რეიტინგებში, ასევე ბიზნესის იოლად წარმოებაში.

მაგრამ რამდენად არსებობს იმის გარანტია, რომ ანაკლია მართლაც გახდება ჩინური მეგაპროექტის ერთ-ერთი სატრანსპორტო ცენტრი? ჩინეთის პოზიციის მიხედვით, ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობის ფაქტი სულაც არ ნიშნავს მისი წარმატების გარანტიას. არსებობს მაგალითები იმისა, რომ სხვა ქვეყნებში მსგავსი პროექტები უკვე შეჩერებულია ეკონომიკურ მიზანშეწონილებასთან დაკავშირებით. საქართველოს სასარგებლოდ პოზიტიურ როლს არ ასრულებს რეგიონის სუსტად განვითარებული ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც პორტი დაშორებულია თავისუფალ სამრეწველო ზონებს.

თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება უახლოეს წლებში გამოსწორდეს: საქართველოს მთავრობამ უკვე შეიმუშავა საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტი (გამოყოფილია თანხა დაახლოებით 3,5 მილიარდი დოლარის ოდენობით), რომლის რეალიზების შემდეგ ანაკლია უკეთ დაუკავშირდება ქვეყანაში მოქმედ ეკონომიკურ ზონებს. სხვათა შორის, იმავე ჩინელი ინვესტორების მხრიდან საქართველოში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს დიდი ყურადღება ეთმობა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა