logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„novoye-vremya“(აზერბაიჯანი): სტრატეგიული პარტნიორები ასე არ იქცევიან; საქართველოს ხელმძღვანელებმა ეს ანბანური ჭეშმარიტება უნდა შეიგნონ
„novoye-vremya“(აზერბაიჯანი): სტრატეგიული პარტნიორები ასე არ იქცევიან; საქართველოს ხელმძღვანელებმა ეს ანბანური ჭეშმარიტება უნდა შეიგნონ
10:49 27.02.2018
„26 თებერვალს აზერბაიჯანსა და ბევრ სხვა ქვეყანაში ჰოჯალში მომხდარი გენოციდის 26-ე წლისთავი აღინიშნა. გასაგები მიზეზების გამო, სწორედ ასეთ დღეებში დარწმუნდები, თუ ვინაა [ჩვენი] ჭეშმარიტი მეგობარი და მოკავშირე. რა თქმა უნდა, როცა ფინანსურ და ეკონომიკურ პრეფერენციებს იღებ, სტრატეგიულ პარტნიორობაზე ლაპარაკი ადვილია, მაგრამ ისეთ სიტუაციაში გამოცდას, როგორც გუშინ მოხდა, ბევრი ვერ აბარებს. აი, ერთ-ერთი მაგალითი:

„საქართველო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის წინააღმდეგია“, - ასე უთქვამს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მარნეულში, აზერბაიჯანელ ახალგაზრდებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელიც პროექტის „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე - რესპუბლიკის 100 წელი“ ჩარჩოებში გაიმართა“-ნათქვამია აზერბაიჯანული გამოცემის, «Новое время»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ქართულენოვან, შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

შეხვედრის ერთ-ერთმა ახალგაზრდა მონაწილემ პრეზიდენტს შეახსენა, რომ 26 თებერვალს აზერბიჯანში ხოჯალის გენოციდის 26-ე წლისთავი აღინიშნებაო და სთხოვა, რომ ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნისათვის პატივი წუთიერი დუმილით მიეგოთ. პატივი არ მიგებულა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა, კითხვაზე პასუხის გაცემისას, თქვა, რომ იგი თვალს ადევნებს სომხეთ-აზერებაიჯანის კონფლიქტის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას. გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა.

(...)

ზოგჯერ ისეთი ნეიტრალიტეტი, როგორსაც საქართველო მთიანი ყარაბაღის საკითხში აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის მიმართ იცავს, აბსურდამდე მიდის. უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივისცემა - ეს ხომ ჰუმანიზმის აქტის გამოვლენაა... მით უმეტეს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკითხი ეხება გენოციდს, რომელიც სომხებმა ეთნიკური ნიშნით განახორციელეს. საქართველოს ყოფილი და ამჟამინდელი ხელმძღვანელები ერევანში ვიზიტების დროს, როგორც წესი, ოსმალეთის იმპერიის დროს მომხდარ „სომხების გენოციდის“ მემორიალს ეწვევიან ხოლმე. განა ვინმე ფიქრობს იმ მომენტში, თუ რას იტყვიან ამის გამო თურქეთში ან აზერბაიჯანში? ჰოდა, რამ შეუშალა ხელი გიორგი მარგველაშვილს, რომ დაღუპული ხოჯალელების ხსოვნისადმი პატივი მიეგო? ნუთუ ოფიციალური ერევნის შესაძლო რეაქციამ?

სხვათა შორის, სწორედ ასეთ გაუგებარ ნაბიჯებში გამოიხატება თბილისის პოლიტიკა აზერბაიჯანთან ურთიერთობაში, ორმხრივი კავშირების მთელი ისტორიის მანძილზე. ერთი მხრივ, საქართველოს ოფიციალური პირები აზერბაიჯანისადმი ძმურ ურთიერთობაზე ლაპარაკობენ, მეორე მხრივ კი - სახეზეა ადგილობრივი აზერბაიჯანული მოსახლეობის შევიწროება და დისკრიმინაცია - იხურება აზერბაიჯანული სკოლები, სამსახურიდან ათავისუფლებენ აზერბაიჯანელ პედაგოგებს, ასევე იხურება კულტურული ცენტრები და ის ისტორიული ღირსშესანიშნაობები, რომლებიც მოწმენი არიან იმისა, რომ აზერბაიჯანელები, ჩვენი თანამემამულენი ამ მიწებზე ასწლეულების განმავლობაში ცხოვრობენ.

იმავდროულად საქართველოს ხელისუფლება სიმპათიებით ეკიდება ჯავახეთში კომპაქტურად მცხოვრებ სომხებს, რომლებიც, ბორჩალოელებისაგან განსხვავებით, ყოველთვის გამოხატავდნენ სეპარატისტულ განწყობებს, საქართველოსაგან ამ ტერიტორიის ჩამოცილების მიზნით.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის გამონათქვამს, რომ იგი თვალს ადევნებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას, ეს სხვა არაფერია, თუ არა თავის არიდების მცდელობა მთავარი საკითხისაგან: აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპირებისაგან სომხეთის მიერ, რამაც, პრინციპში, ხოჯალის ტრაგედიამდე მიგვიყვანა. სხვათა შორის, კონფლიქტის ესკალაცია, რომლის წინააღმდეგაც საქართველო გამოდის, სწორედ სომხეთის ოკუპაციური პოლიტიკის შედეგია... და ჩვენი აზრით, საქართველოს პრეზიდენტს იმდენად ესკალაციაზე კი არ უნდა ელაპარაკა, რამდენადაც ოკუპაციის შეწყვეტაზე.

ნაკლებად გასაგებია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაც, რომ საქართველო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრეაო. აზერბაიჯანიც მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა, მაგრამ რა უნდა ვქნათ, როცა ოკუპანტს მიწების დაბრუნება მშვიდობიანი გზით არ სურს? თვითონ ქართველებიც ხომ მაინცდამაინც არ ესწრაფვიან დიალოგს აფხაზებთან და ოს სეპარატისტებთან? უფრო მეტიც - 2008 წელს საქართველო ამ პრობლემის გადაწყვეტას სამხედრო გზით შეეცადა. რას მიაღწია, ეს უკვე სხვა საკითხია. საქართველოს მხარდაჭერა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში თანმიმდევრული უნდა იყოს. აზერბაიჯანი ხომ საქართველოს უაღრესად დაბალი ფასებით, ზოგჯერ კი უფასოდაც კი აწვდის ნავთობს და გაზს საქართველოს! სწორედ აზერბაიჯანმა გადააქცია საქართველო ჩვენი ენერგოშემცველების ევროპაში გატანის ტრანზიტორ ქვეყნად, რის შედეგადაც ჩვენი მეზობლის ბიუჯეტი დიდ შემოსავლებს იღებს. საქართველო ხომ სწორედ აზერბაიჯანის მიერ ინიცირებულ ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობს. უამრავი აზერბაიჯანული კომპანია და ბიზნესმენი დებს ინვესტიციებს ქართულ ეკონომიკაში. სამაგიეროდ კი რას ვღებულობთ? მხოლოდ ცარიელ სიტყვებს მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ და იმას, რომ არ სურთ წუთიერი დუმილით ხოჯალის ტრაგედიის მსხვერპლის ხსოვნისადმი პატივისცემა გამოხატონ...

მეგობარი გაჭირვებაში იცნობა. სტრატეგიული პარტნიორები ასე არ იქცევიან. საქართველოს ხელმძღვანელებმა ეს ანბანური ჭეშმარიტება უნდა შეიგნონ და შესაბამისი დასკვნები უნდა გააკეთონ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა