logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Lragir»(სომხეთი): მარგველაშვილის ჟესტი როგორც სომხურ-ქართული ნდობის გამოხატულება
«Lragir»(სომხეთი): მარგველაშვილის ჟესტი როგორც სომხურ-ქართული ნდობის გამოხატულება
10:38 27.02.2018
„საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მარნეულში ყოფნის დროს, ადგილობრივ აზერბაიჯანულ მოსახლეობასთან შეხვედრისას, არ მიიღო მათი წინადადება პატივი ეცა „ხოჯალის გენოციდის“ მსხვერპლთა ხსოვნისადმი და განაცხადა, რომ თბილისი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის წინააღმდეგიაო“-ასე იწყება სომხური გამოცემის, «Lragir»-ის მიერ ანალიტიკოს აკოფ ბადალიანის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან ვერსიას, მცირე შემოკლებით, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

საქართველოს პრეზიდენტის ნაბიჯი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფრაგმენტია როგორც თბილის-ერევნის, ასევე თბილის-ბაქოს ურთიერთობებში, ასევე რეგიონული პოლიტიკის კონსტექსტში.

სომხური წრეები დიდი ხნის განმავლობაში გამოხატავდნენ უკმაყოფილებას საქართველოს ზედმეტად მჭიდრო ურთიერთობით აზერბაიჯან-თურქეთთან და თურქულ-აზერბაიჯანული ინვესტიციების მატებით ქართულ ეკონომიკაში. ამაში განსაკუთრებით ინტენსიურად ადანაშაულებენ ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ცხადია, რომ სომხეთის უკმაყოფილების „ფესვები“ გასაგებია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დამოკიდებულებას სომხების გენოციდის საკითხისადმი. მაგრამ მეორე მხრივ - საქართველოს არ შეუძლია სომხების ემოციებით და მათი ინტერესებით იხელმძღვანელოს: დროა სომხეთმა ეს გააცნობიეროს. (...)

თბილისს კარგად ესმის საკუთარი ინტერესები და ის მიჯნა, რომელიც თურქულ-აზერბაიჯანულ ინვესტიციებსა და საქართველოს უაფრთხოებაზე გადის.

საქართველოს პრეზიდენტმა სწორედ ეს მიჯნა დაიცვა და აჩვენა, რომ აზერბაიჯანთან და თურქეთთან [მჭიდრო] ურთიერთობის მიუხედავად, თბილისს მაინც არ სურს მათი პოლიტიკის ინსტრუმენტი გახდეს. ის, რომ პრეზიდენტი არ დაეთანხმა აზერბაიჯანელთა წინადადებას, ისეთი ჟესტია, რომელიც სომხური მხარისკენაა გაგზავნილი და რომელშიც მკაფიოდ ჩანს თბილისის პოზიცია სტრატეგიული უსაფრთხოების ამოცანების მიმართ.

ნიშანდობლივია, რომ ეს ყველაფერი ხდება სომხეთში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტის შემდეგ: სერჟ სარგსიანთან შეხვედრის დროს ქართველმა მინისტრმა „სასაზღვრო რაიონებში თავისებურ გამოწვევებზე“ ისაუბრა. ამ ფონზე გიორგი მარგველაშვილის ჟესტი სომხურ-ქართული ნდობის გამოხატულებას წარმოადგენს. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ სწორედ ქართულ-სომხურ ნდობითაა განპირობებული რეგიონული უსაფრთხოება და მისი პერსპექტივა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა