logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
"rg.kiev"(უკრაინა): უეჭველია, რომ მიხო მეტად ფასეული მოქმედი აგენტია; სააკაშვილის „საქმენი საგმირონი“ საქართველოში
"rg.kiev"(უკრაინა): უეჭველია, რომ მიხო მეტად ფასეული მოქმედი აგენტია; სააკაშვილის „საქმენი საგმირონი“ საქართველოში
10:55 26.02.2018
„საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხედილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეარხის ZIK-ის ეთერში გამოსვლისას განაცხადა, რომ აკრძალვის მიუხედავად, იგი უკრაინაში მაინც დაბრუნდება: „მე ვიპოვი გზას, თუ როგორ უნდა დავბრუნდე უკრაინაშიო“, - დარწმუნებით თქვა მიხომ. მაგრამ როგორც წარსულში ამბობდნენ ხოლმე - „ნება მომეცით, არ დაგიჯეროთ...“-ასე იწყება უკრაინული გამოცემის, «Рабочая газета»-ს მიერ ევგენი კოროტკოვის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით, საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:

მე, როგორც უკრაინის საშუალოსტატისტიკური მოქალაქე, ჭეშმარიტად ანგარიშს ვუწევ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შესაძლებლობებს, მაგრამ როგორც სტაჟიანი ფილოლოგი, ვხვდები, თუ რა განსხვავებაა გამონათქვამებს - „მოვიდა-წავიდა“-სა და „მოიყვანეს-წაიყვანეს“ შორის.

თუმცაღა, თუ მიხეილ საკაშვილის საჯაროდ ცნობილ ბიოგრაფიას გადავხედავთ და მხედველობაში ვიქონიებთ იმას, რომ არსებობს მისი არასაჯარო ბიოგრაფიაც, მაშინ მივხვდებით, რომ მიხო, უეჭველია, მეტად ფასეულ მოქმედ აგენტს წარმოადგენს.

თვითონ განსაჯეთ, ჩემო თანამემამულენო.

1992 წელს მიხომ წარჩინებით დაამთავრა ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. იმავე წელს მან საქართველოში გრანტი (ანუ ფული) მიიღო და სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში შევიდა. თუ ვისგან მიიღო ფული, იქ გამოჩნდა: ერთი წლის შემდეგ, უკვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი მიხეილ სააკაშვილი სწავლის გასაგრძელებლად უკვე კოლუმბიის უნივერსიტეტში გაიგზავნა, სადაც 1994 წელს სამართლის მაგისტრის ხარისხი მიიღო. იგი სწავლობდა აგრეთვე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში (აშშ), სტაჟირება გაიარა ფლორენციის (იტალია) ევროპული სამართლის აკადემიასა და ჰააგის (ჰოლანდია) საერთაშორისო სამართლის აკადემიაში. მუშაობდა ოსლოს (ნორვეგია) ადამიანის უფლებათა ინსტიტუტში, შემდეგ ნიუ-იორკის იურიდიულ ფირმაში Patterson, Belknap, Webb & Tyler, რომელიც დაკავებული იყო ამერიკული ნავთობგაზის პროექტების სამართლებრივი უზრუნველყოფით დსთ-ის ქვეყნებში. ხსენებული კომპანია საქართველოში ახალგაზრდული ორგანიზაციის „კმარას“ პარტნიორი გახდა, რომელიც სერბულმა ორგანიზაცია „ოპორა“-მ გაწრთვნა - პირველი ევროპული „ფერადი რევოლუციის“ ავტორმა. შემდეგ კი „ვარდების რევოლუცია“ მოხდა, მიხო პრეზიდენტად იქნა არჩეული.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ციტატა მიხოს წინა გამოსვლიდან: „მე უკრაინაში დავბრუნდები, რადგანაც ლეგიტიმური უფლება მაქვს იქ ვიცხოვრო. მე ასევე დავბრუნდები საქართველოშიც. ოლიგარქული მმართველობა უფრო ადრე დამთავრდება, ვიდრე ეს ვიღაც-ვიღაცეებს წარმოუდგენიათ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი-2“-ის ეთერში, - „არსებულ პირობებში აუცილებლად მიმაჩნია ორივე ქვეყანაში დავბრუნდე სიტუაციის შესაცვლელად“.

ცოტა რამ „არსებული პირობების“ შესახებ: როგორია პირობები უკრაინაში, ჩვენ ვიცით. აბა, ვნახოთ, როგორი პირობებია საქართველოში და რამ აიძულა მიხეილ სააკაშვილი დასავლეთში გაძურწულიყო. გაგახსენებთ, რომ მიხომ საქართველოში პოლიტიკური კარიერა თავისი მეგობრის - ზურაბ ჟვანიას მიწვევით 1995 წელს დაიწყო. 2005 წლის 3 თებერვალს კი პრემიერი ზურაბ ჟვანია, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, გაზით გაგუდვის შედეგად გარდაიცვალა. საქართველოს პროკურატურა მისი იდუმალი დაღუპვის ფაქტს დღემდე იძიებს.

თავი დავანებოთ და ნუ ვილაპარაკებთ ტერიტორიულ დანაკარგებზე რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, მიხო სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ქართველი უფლებადამცველების განცხადებით, „როცა მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, საქართველოში მხოლოდ 5700 პატიმარი იყო, ერთი წლის შემდეგ 12 ათასი გახდა და 2012 წლისათვის მსჯავრდებულთა რაოდენობა 25-30 ათასამდე გაიზარდა. ციხეებში პატიმრებს აწამებდნენ და მათ არაადამიანურად ექცეოდნენ“.

კორუფციასთან დაკავშირებით: „მიხეილ სააკაშვილმა უმოკლეს ხანში მართლაც დაამარცხა კორუფცია, მაგრამ იმავდროულად მანვე უმკაცრესი მეთოდებით ფულის ყველა არალეგალური ნაკადი მხოლოდ თავის ორ-სამ სანდო პირისაკენ გადაამისამართა. მან მართლაც შექმნა ფირმის რეგისტრაციისა და ბიზნესის წარმოების იოლი მექანიზმი, მაგრამ იმავე ბიზნესს მხოლოდ თვითონ და მისი გუნდი აკონტროლებდა - სულ 3-4 ადამიანი“.

ჩემი თვალსაზრისი: როგორც კი პეტრო ალექსეიჩი მიხვდა, თუ როგორი მგელი მიიწევს მისი საკვებური გეჯისაკენ, მიხო დაუყონებლივ გააფრინა ევროპაში. და იქიდან ძალიან საეჭვოა უკან დაბრუნდეს.




p.s. საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესის" მიერ გამოყენებული ფოტო მასალის ორიგინალის იდენტურია

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა