logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
"kaspiy.az"(აზერბაიჯანი): სომხების პრეტენზიული მოთხოვნები; თბილისი მეზობლის ამბიციურ სურვილებს მშვიდად ეწინააღმდეგება
"kaspiy.az"(აზერბაიჯანი): სომხების პრეტენზიული მოთხოვნები; თბილისი მეზობლის ამბიციურ სურვილებს მშვიდად ეწინააღმდეგება
10:45 26.02.2018
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, თბილისში, ავტორიტეტული ქართველი მეცნიერების მონაწილეობით ჩატარდა კონფერენცია თემაზე „საქართველოს ეკლესია გუშინ და დღეს“. კონფერენციის თემა დაკავშირებული იყო ქართულ საზოგადოებაში არსებულ რეზონანსულ საკითხებთან, მათ შორის სომხური მხარის პრეტენზიებს ქართული ეკლესიის მიმართ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე 400 ეკლესიის კუთვნილებაში გამოიხატება“, - იუწყება ბაქოს გაზეთი «Каспiй».

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ რაუფ ორუჯევის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:


პუბლიკაციაში ვრცლადაა გამოცემული კონფერენციის მონაწილეების - მანგლისის მიტროპოლიტის ანანია ჯაფარიძის, კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის კახაბერ კორძაიას, პროფესოირების - ანზორ თოთაძის, ვაჟა კიკნაძის, ქეთევან შოშიაშვილისა და სხვების გამოსვლები, პოზიციები და თვალსაზრისები.

კონფერენციის მონაწილეთა განცხადებით, სომხები ცდილობენ სპეკულირებას იმ ფაქტებით, რომ ერთ-ერთ ისტორიულ პერიოდში ქართველთა ნაწილი, სომხების მსგავსად, მონოფიზიტები იყვნენ. ფორუმზე აღინიშნა, რომ ქართველი მეცნიერების შრომები აუცილებლად უნდა გამოიცეს.

მართლაც, ბოლო დროს სომხებმა ძალიან ხშირად დაიწყეს პრეტენზიების გამოთქმა, რომ საქართველოში თითქოსდა სომხური კულტურის კვალს შლიან, ქვის ჯვრებს (ხაჩკრებს) იღებენ და სომხური ეკლესიების ქართულად გადაქცევის პროცესი მიმდინარეობსო.

ალბათ, ამ ფონზე აუცილებელია გავიხსენოთ რამდენიმე წლის წინათ სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ვიზიტი საქართველოში, სომეხთა კათოლიკოს გარეგინთან ერთად. სწორედ მაშინ დაიწყო სკანდალი, რომლის მიხედვით, სომხურმა მხარემ ქართულ ეკლესიას 442 ტაძრის დაბრუნება მოსთხოვა. საქართველოს სომხურმა სასულიერო პირებმა აგიტაცია-პროპაგანდა გააჩაღეს და მთავრობას პრეტენზიები წაუყენეს, რატომ არ ასრულებთ ჩვენს მოთხოვნებსო.

რასაკვირველია, ასეთი ამბები არავის არ მოეწონებოდა, მით უმეტეს, რომ ჯერ უნდა დაამტკიცო, რომ ტაძრები მართლაც სომხების მიერ იყო აშენებული და სომხურ მრევლს ემსახურებოდა. მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა. უტაქტო მეზობლებისთვის რომ ჭკუა ესწავლებინა, მოგვიანებით ქართულმა მხარემ სომხებს შემხვედრი პრეტენზიები წაუყენა - დაუბრუნდეს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას სომხების მიერ მითვისებული ქართული ტაძრები, რომლებიც ამჟამად სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობენ. მაგრამ ამ ხერხმა არ გაჭრა: სომხების უკმაყოფილო ხმა კვლავ ისმის. მაგალითად, სულ რაღაც ორიოდე დღის წინათ ერევნის მასმედია წერდა, რომ საქართველოში სომხური ეკლესია „სურბ ნშანი“ საფრთხის ქვეშაა, მას გვერდით სასტუმროს უშენებენო. ამასთან დაკავშირებით სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიის წარმომადგენელმა მიხეილ ავაქიანმა განაცხადა, რომ ისინი ყველა ინსტანციაში შეეცდებიან სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვის გაცემის გაუქმებას. კი ბატონო, დაე შეეცადონ. მხოლოდ საეჭვოა, რომ ამდენი პრეტენზიების ფონზე საქართველოს ხელისუფლება სომხებს თანაგრძნობით მოეკიდება და მშენებლობის გაცემის ნებართვას უკან წაიღებს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა