logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ):თურქეთ-ამერიკის კრიზისი-გამოწვევა თუ შანსი საქართველოსთვის
«Radio Voice of America» (აშშ):თურქეთ-ამერიკის კრიზისი-გამოწვევა თუ შანსი საქართველოსთვის
12:40 21.02.2018
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის ურთიერთობა კრიტიკულად დაიძაბა. უთახნმხოება სირიაში ორი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგობას მოჰყვა. ამერიკის სახელმწიფო მდივანი თურქ კოლეგას და თურქეთის პრეზიდენტს ანკარაში შეხვდა, თუმცა რამდენიმე საათიანი დიალოგი კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამერიკა-თურქეთის ურთიერთობების განვითარება საქართველოზეც მოახდენს გავლენას. ექსპერტების ნაწილი რუსეთის გავლენის გაძლიერების ალბათობაზე საუბრობს, ნაწილი კი პირიქით - საქართველოს პოზიციების განმტკიცებას ვარაუდობს.

„ამერიკისთვის საქართველო და თურქეთი მსგავს როლს თამაშობს... ამერიკისთვის ორივე ქვეყანა მთავარი პარტნიორია. შესაძლებელია ვიხილოთ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება იმ შემთხვევაში თუ ამერიკა მივა დასკვნამდე, რომ თურქეთი არ არის საიმედო პარტნიორი, და ვერ ხერხდება მისი ზოგიერთ საკითხზე დაყოლიება. ამ შემთხვევაში ვაშინგტონი შესაძლოა საქართველოსკენ უფრო მეტად შეტრიალდეს", - ამბობს ასისტენტ-პროფესორი ლისელ ჰინცი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან. იგი ფიქრობს, რომ ამერიკასა და თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვამ საქართველოსთვის, შესაძლოა, ვაშინგტონთან უფრო მეტად დაახლოების შესაძლებლობა გააჩინოს.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის თურქეთში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობის განმუხტვის მცდელობაა. ურთიერთობის ჩიხში შესვლა, ერთის მხრივ, ვაშინგტონსა და ანკარას შორის სირიაში ინტერესთა კონფლიქტმა გამოიწვია. თურქეთმა სირიის ქურთული დაჯგუფების "სახალხო დაცვის ერთეულის" (YPG) წინააღმდეგ აფრინის პროვიციაში ოპერაცია ჩაატარა. დაჯგუფებას ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს მხარს.

ანკარის განცხადებით, YPG თურქეთის შიგნით ტერორისტულ ორგანიზაცია ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK) ეხმარება. ორი ქვეყნის ძალები შესაძლოა ერთმანეთთან საბრძოლო კონტაქტში აღმოჩნდნენ, თუ ანკარა სირიაში მის ოპერაციას ქალაქ მანბიჯამდე გააფართოვებს, სადაც ქურთულ შენაერთებთან ერთად ამერიკის შეიარაღებული ძალებიც იმყოფებიან.

თუ ნატოს წევრ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური დაპირისპირება ბრძოლის ველზე გადაინაცვლებს, მაშინ ეს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე, არამედ, სავარაუდოდ, საქართველოზეც იქონიებს გავლენას. ეს კი, „დემოკრატიის დაცვის ფონდის“ მკვლევარის აიკან ერდემირის აზრით, ამერიკასთან დაშორების შემთხვევაში, თურქეთის რუსეთთან დაახლოების ბუნებრივი შედეგი იქნება.

„ამერიკა-თურქეთის ურთიერთობის ეროზიას საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისთვის, შესაძლოა, საზიანო შედეგები მოჰყვეს. ამ შემთხვევაში თურქეთი რუსეთის ღერძისკენ გადაიხრება. რუსეთის გავლენის ზრდა თურქეთზე გაზრდის რუსეთის ბერკეტებს საქართველოზეც. მე ვფიქრობ თურქეთ-ამერიკის და თურქეთ-ნატოს ურთიერთობების გაუმჯობესება საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია", - ამბობს აიკან ერდემირი.

უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი ანკარის მიერ ამერიკის რამდენიმე მოქალაქის და საელჩოს თანამშრომლების დაკავება გახდა. ამასთან ერთად, თურქეთი ამერიკისგან მოითხოვს ამერიკაში მცხოვრებ თურქი რელიგიური ლიდერის ფეთულა გულენის გადაცემას, რომელსაც თურქეთი 2016 წლის გადატრიალების მოწყობის მცდელობაში სდებს ბრალს.

სტრატეგიული თვალსაზრისით, ამერიკის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკისთვის საქართველოს არ აქვს ისეთი მნიშვნელობა, როგორც თურქეთს, თუმცა, თურქეთთან ურთიერთობების გაცივების კვალობაზე, საქართველო ვაშინგტონმა შეიძლება უფრო საიმედო პარტნიორად განიხილოს. „მართალია, თურქეთისაგან განსხვავებით, საქართველოს არ აქვს საზღვარი სირიასთან, ერაყთან და ირანთან, მაგრამ საქართველო ამერიკისთვის რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ამ ნაწილში თურქეთი საქართველოსგან განსხვავდება რადგან თურქეთი რუსეთთან გარკვეულწილად თანამშრომლობს... ამერიკამ შესაძლოა განიხილოს საქართველო, როგორც უფრო სანდო პარტნიორი, რადგან ვიცით, რომ საქართველო რუსეთისკენ უახლოეს მომავალში არ შეტრიალდება", - ამბობს ლისელ ჰინცი.

რექს ტილერსონის ვიზიტი თურქეთში ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამერიკა-თურქეთის პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის „ძალზედ ძვირფასია“ და “საერთო ინტერესებს“ ემსახურება, თუმცა მან აქვე აღნიშნა, რომ ურთიერთობები კრიტიკულ ფაზაშია.

მიმომხილველთა ნაწილი ფიქრობს, რომ ანტიამერიკული განცხადებები და ნაციონალისტური ტალღა რეჯეპ ერდოღანს მხარდაჭერის შენარჩუნებაში ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები 1970-იან წლებშიც დაიძაბა, თურქეთის კვიპროსის შეჭრის შემდეგ, ეს უკანასკნელი კრიზისული მდგომარეობა თურქეთისა და ამერიკის ურთიერთობებისთვის აქამდე არნახული, მნიშვნელოვანი ტესტია.

მოკლედ, მაშინ როცა ორი ქვეყანა დიპლომატიური ჩიხიდან გამოსავალს ცდილობს, თბილისში მოვლენების განვითარებას ყურადღებით უნდა დააკვირდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა