logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Der Tagesspiegel»(გერმანია): სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა დასრულდა; ის საქართველოში პარანოიდალური და ავტორიტარული მართვის სტილით ხასიათდებოდა
«Der Tagesspiegel»(გერმანია): სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა დასრულდა; ის საქართველოში პარანოიდალური და ავტორიტარული მართვის სტილით ხასიათდებოდა
08:59 21.02.2018
„მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევებით მისი როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის პოლიტიკური კარიერა დასრულდა. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ მომენტში ასე ჩანს“, - წერს ფრანკ ჰაროლდი გერმანული გაზეთ Tagesspiegel-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორის პოლიტიკური საქმიანობაა განხილული.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას.
----------
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინაში ოთხი წლის წინ ჩავიდა, თავდაპირველად პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მოკავშირედ ითვლებოდა, შემდეგ მის გაბოროტებულ მოწინააღმდეგედ იქცა. 15 წლის წინათ, თავისი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში, ნიხეილ სააკაშვილი „ვარდების რევოლუციის“ გმირი იყო. იგი ის სახალხო ტრიბუნი გეგონებოდათ, რომელიც ხელისუფლებაში იმიტომ მოვიდა, რომ სრულიად კორუმპირებული და კოლაფსის წინაშე მდგარი საქართველო თანამედროვე სახელმწიფოდ გადაექცია. მით უმეტეს, რომ მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის მოკავშირეს, დასავლური დემოკრატიის მხარდამჭერს და ფასეულობების ერთგულ ადამიანს წარმოადგენდა. იგი წინააღმდეგობას უწევდა თავის მეზობლის, ვლადიმერ პუტინის ნეოიმპერიულ ამბვიციებს - ზოგჯერ ვაჟკაცურად, ზოგჯერ კი დიდგულად და ყოყოჩურად - ისე, როგორც ეს მოხდა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში, სამხრეთ ოსეთის გამო.

მიხეილ სააკაშვილის როგორც იმედის მომცემი გმირის სახე, დროთა განმავლობაში თანდათან გაფერმკრთალდა. მისი სუბიექტური სისუსტეები, რომელთაგან პატივმოყვარეობა ყველაზე უფრო ადვილად მისატევებელი იყო, თანდათან უკიდეგანო ხდებოდა. პრეზიდენტი თანდათან ამჟღავნებდა პარანოიდალურ და ავტორიტარული მართვის სტილს. მან არაერთხელ დაარბია მიტინგები და საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. ერთი სიტყვით, „დემოკრატი“ მიხეილ სააკაშვილის ქცევა დიდად არ განსხვავდებოდა რეგიონის დესპოტი მმართველების ქცევისაგან. საქართველოში გააცნობიერეს, თუ რა საფრთხის მომტანია სახელმწიფოს გაძლიერება დემოკრატიული ტრადიციების გარეშე: როცა დემოკრატია და სახელმწიფო (ხელისუფლება) ერთმანეთთან კონფლიქტს იწყებენ, მაშინ ხელისუფლება უპირველესად საკუთარ ინტერესებს იცავს და დემოკრატიის სასარგებლოდ არჩევანს ძალიან იშვიათად აკეთებს. მართალია, მიხეილ სააკაშვილი საბოლოო ჟამს იძულებული გახდა ობიექტური არჩევნები ჩაეტარებინა და ხელისუფლებიდან მაშინ წასულიყო, როცა მას პრეზიდენტობის ვადა დაუმთავრდა. ახალმა ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, და სასამართლომ (ზოგიერთი პროცესს საეჭვოდ მიიჩნევს) მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, დაუსწრებლად.

უკრაინაში გაჟღერებული ხმამაღალი განცხადებების წყალობით, რომ კორუფციისა და ოლიგარქების წინააღმდეგ პრინციპულ ბრძოლას ვიწყებო, მიხეილ სააკაშვილმა თავის ირგვლივ პოლიტიკოსები შემოიკრიბა. პეტრო პოროშენკომ, ოლიგარქმა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტი გახდა, ქართველ პოლიტიკოსს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, თუმცა შავიზღვისპირა რეგიონში მიხეილ სააკაშვილმა ფიასკო განიცადა. იგი თანამდებობიდან გადადგა და თავის წარუმატებლობაში ბრალი პრეზიდენტს და მთავრობას დასდო, დაიწყო მათი მწვავე კრიტიკა. ასეთმა მოქმედებამ მიხეილ სააკაშვილს მოსახლეობის ნაწილის სიმპათიები მოუტანა.

მაგრამ კიევში, რომელშიც თითქმის 3 მილიონადე მცხოვრებია, მიხეილ სააკაშვილის საპროტესტო აქციებზე არასდროს არ მისულა ორიოდე ათასზე მეტი ადამიანი. სულ ბოლო ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე, რომელიც კვირას გაიმართა, დიდი-დიდი, 2,5 ათასამდე კიეველი თუ მონაწილეობდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა