logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Il Foglio» (იტალია): სააკაშვილი-ადამიანი, რომელსაც რევოლუცია უფრო მოსწონს ვიდრე სექსი
«Il Foglio» (იტალია): სააკაშვილი-ადამიანი, რომელსაც რევოლუცია უფრო მოსწონს ვიდრე სექსი
11:30 20.02.2018
იტალიური გამოცემის, «Il Foglio»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობა როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში.

შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად გადმოცემულია მისი პოლიტიკური პორტრეტიც.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მიკოლ ფლამინის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

„2003 წლის ბოლოს მომხდარ „ვარდების რევოლუციაზე“ ქართველი ხალხი დიდ იმედებს ამყარებდა. 37 წლის მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს. მან დაიწყო რეფორმების ინტენსიურად გატარება, იგი ძალიან მოსწონდათ ევროპელ ლიდერებს და შეერთებული შტატების პოლიტიკოსებს. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის შედეგია აგრეთვე რუსეთთან ომი 2008 წელს: მან სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის გაკონტროლება მოისურვა, რითაც რუსეთის რისხვა გამოიწვია. ზოგიერთები მიხეილ სააკაშვილს ბრალს უყენებდნენ, რომ მან თავისი დაუფიქრებელი მოქმედებით რუსული არმიის პროვოცირება მოახდინა და კრემლს ექსპანსიონისტური ოცნებები გაუღვიძა.

ასე იყო თუ ისე, ამ პიროვნებამ, რომელიც 2004 წლის დასაწყისში ხმების 96%-ით იქნა პრეზიდენტად არჩეული, სახელმწიფოს ბიუროკრატიული აპარატი უფრო მოქნილი გახადა, დაიწყო სისტემური ბრძოლა კორუფციასთან... მაგრამ იმავდროულად მან იმ ათი ათასობით ქართველს, რომლებსაც მეტი დემოკრატია სურდათ, მიხეილ სააკაშვილმა წყლის ჭავლით, ხელკეტებით, ციხეში პატიმრების წამებით და ოპოზიციური ტელეკომპანიების დახურვით უპასუხა. ამ ფაქტების ფონზე მიხეილ სააკაშვილმა ნელ-ნელა პოპულარობა დაკარგა. თუმცა იგი მომხდარს არ ნანობს: „მე ისევ იგივეს გავაკეთებდი“, - განაცხადა მან ფრანგ მწერალ რაფაელ გლიუკსმანთან ინტერვიუში.

2009 წელს ქართველ პრეზიდენტს, რომელმაც მეორე ვადით მიიღო ქვეყნის მეთაურის მანდატი, ჯერ კიდევ ხვდებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ-უმცროსი და ევროპელი ლიდერები, მაგრამ 2013 წელს იგი იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა, მის წინააღმდეგ აღძრული საქმეებისა და სასამართლო პროცესებისაგან თავის დაღწევის მიზნით. თუმცა იგი კვლავ ოცნებობს რევოლუციების მოხდენასა და მათში მონაწილეობაზე. ამ მხრივ მიხეილ სააკაშვილი იღბლიანი აღმოჩნდა - უკრაინაში რევოლუცია დაიწყო... იგი კიევში ჩადის, ხვდება პრეზიდენტად არჩეულ პეტრო პოროშენკოს, რომელმაც მას უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა“, - წერს ავტორი და იქვე ვრცლად აცნობს გაზეთის მკითხველებს მიხეილ სააკაშვილის შემდგომ თავგადასავალს: გუბერნატორის პოსტიდან გადადგომას, პეტრო პოროშენკოსთან დაპირისპირებას, უკრაინის მოქალაქეობის ძამორთმევას, უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადალახვას... მის ერთ-ერთ ინტერვიუს, რომელშიც იგი ამბობს, რომ რევოლუცია უფრო მოსწონს, ვიდრე სექსი.

„ამ დროს მიხეილ სააკაშვილის მხარეზე მხოლოდ რადიკალები, მემარჯვენე ჯგუფები და გასამხედროებული ორგანიზაციები არიან. საერთაშორისო ელიტა მას თანდათანობით ზურგს აქცევს“, - აღნიშნავს მიკოლ ფლამინი.

„რევოლუცია, თეატრალობა, „დამალობანას“ თამაში - აი, ამ სიტყვებით შეიძლება შევაფასოთ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის არალეგალური ყოფნის პერიოდი. გასული წლის დეკემბერში მან თავიდან აიცილა დაპატიმრება, თანაც საკმაოდ კომიკურ სიტუაციაში: მიხეილი სახლის სახურავზეა, ქვემოთ კი მისი აღტყინებული მხარდამჭერები, ჰაერში პოლიციის ვერტმფრენი დაფრინავს... შემდეგ პოლიციის ფურგონი, ხელბორკილები და გათავისუფლება, განცხადებები კორუმპირებულ და „ბარიგა“ პრეზიდენტის მისამართით... და ბოლოს, მას კიევში, ქართულ რესტორანში აკავებენ, ამჯერად უკვე საბოლოოდ და პოლონეთში აძევებენ“, - აღნიშნულია პუბლიკაციის დასასრულს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა