logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Süddeutsche Zeitung» (გერმანია): თუ რუსეთთან ომის თავიდან აცილება გვსურს, ნატომ საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღება ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოირიცხოს
«Süddeutsche Zeitung» (გერმანია): თუ რუსეთთან ომის თავიდან აცილება გვსურს, ნატომ საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღება ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოირიცხოს
10:51 17.02.2018
გერმანული გამოცემის, «Süddeutsche Zeitung»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია რუსეთის დამოკიდებულება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებისადმი და ნატოში ახალი წევრების მიღების საკითხი. პუბლიკაციაში განმარტებულია, თუ როგორი პოლიტიკის გატარებაა შესაძლებელი რუსეთ-ნატოს ურთიერთობის სიმწვავის გასანეიტრალებლად (ავტორი - მაიკლ ო’ჰენლონი, აშშ-ის ბრუკინგსის ინსტიტუტის (აშშ) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი).

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:
---------
დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოსკოვის მიმართ სიმპათიებით იყო განწყობილი, მას აშკარად მოწონდა „ძლიერი პიროვნება“ ვლადიმერ პუტინი. კარგად რომ დავუკვირდეთ, უნდა ვაღიაროთ, რომ დონალდ ტრამპს გუმანი არ ღალატობდა, მაგრამ ბევრი ჩვენგანი ამას ხმამაღლა არ ამბობს.

დიახ, აშშ-რუსეთის ურთიერთობა თითქოსდა დაწყევლილია: ის ძალიან ცუდია და ასეთი დარჩება, სანამ რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინი იქნება. იგი კი პრეზიდენტობას 2024 წლამდე აპირებს. მოკლედ, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები რუსეთთან ხანგრძლივი გეოსტრატეგიული ბრძოლის მდგომარეობაში იმყოფებიან, რასაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ადასტურებს. შესაბამისად, ჩვენ ნატოსა და რუსეთის პირდაპირი შეტაკების თავიდან აცილების გზები უნდა ვეძიოთ. ომი მართლაც შესაძლებელია, თუ ვლადიმერ პუტინი დასავლეთის კოლექტიური ნებისყოფის გამოცდას ბალკანეთის სახელმწიფოებისა და იმ ქვეყნების მიმართ დაიწყებს, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის ნაწილები იყვნენ.

ვფიქრობ, არსებობს ომის რისკის მინიმუმამდე შემცირების გზა ისე, რომ დასავლურ ფასეულობებზე უარი თქმა არ მოგვიხდეს და რომელიმე ჩვენი მოკავშირის ინტერესები არ გავწიროთ. ეს გზა იწყება იმის კონსტატაციით, რომ ნატოს გაფართოება, მისი პოზიტიური დამსახურების მიუხედავად, საკმაოდ შორს წავიდა. თუ ვლადიმერ პუტინი ამგვარ იდეას მოიწონებს, მაშინ ჩვენ აღმოსავლეთ ევროპისათვის უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის შექმნა მოგვიწევს, რომლის დროსაც გაცხადდება, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღება ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოირიცხოს. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც უნდა მოაგვაროს ტერიტორიული დავები თავის მეზობლებთან და მათ წინააღმდეგ ბრძოლა შეწყვიტოს. გარდა ამისა, მან უნდა აღიაროს ამ სახელმწიფოების უფლება რიგ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების თაობაზე, ვთქვათ, ევროკავშირში. რასაკვირველია, ამგვარი სიტუაცია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წინ არ აღვუდგეთ რუსეთის აგრესიულ ქმედებას მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში.

ზოგი ეჭვობს - შესუსტდება თუ არა დაძაბულობა ნატოს გაფართოების პროცესის შეწყვეტით? რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით იმაში დარწმუნებულნი, რომ ეს გზა საბოლოო განმუხტვამდე მიგვიყვანს. მაგრამ როგორც ბერძენი ისტორიკოსი ფუკიდიდე ამბობდა, ადამიანები ომებს სამი მიზეზით აწარმოებენ - შიშის, სიხარბისა და საკუთარი ღირსების ან ინტერესების დასაცავადო. რუსეთს, სამხედრო თვალსაზრისით, ნატოსადმი შიში არ უნდა ჰქონდეს. რუსეთი არ არის დაინტერესებული უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების გაკონტროლებით - ისეთების, რომლებიც მოსკოვზე ღარიბულად ცხოვრობენ. მაგრამ რუსები ნამდვილად ფიქრობენ, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ მათი ღირსება რამდენჯერმე მიუტევებლად იქნა შეურაცხყოფილი. დამნაშავე ამაში პირველ რიგში ის ალიანსია, რომელმაც „ცივ ომში“ საბჭოთა იმპერიაზე გაიმარჯვა და 1,3 ათასი კვ. კილომეტრით აღმოსავლეთით გაფართოვდა, თვით რუსეთის სახელმწიფო საზღვრებამდე. ნატოს მცდელობა თავის რიგებში მიიღოს უკრაინა, საქართველო და სხვა ქვეყნები რუსების ამ განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს.

ზოგი, ალბათ, შემედავება, რომ რომ რუსეთთან ამგვარი გარიგების შედეგად უკრაინას და საქართველოს [დასავლეთის ყურადღება მოაკლდება და ისინი] მოსკოვის გავლენის სფეროში მოხვდებიანო. ჩემი აზრით, ეს არასწორი თვალსაზრისია. სინამდვილეში, თანამედროვე პოლიტიკის გათვალისწინებით, ეს ქვეყნები დასავლეთის მიერ ისედაც იგნორირებულია. 2008 წლის აპრილის სამიტზე, ბუქარესტში, ნატო ორივეს დაპირდა, რომ ალიანსის წევრებად აუცილებლად მიგიღებთო, მაგრამ ამ დაპირებაში არანაირი მინიშნება არ ჩანდა იმისა, თუ როდის გახდებოდნენ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები და როგორ განხორციელდებოდა მათი მიღება ალიანსში. ანუ შუალედურ პერიოდში (დაპირებიდან განხორციელებამდე) უსაფრთხოების გარანტია არ არსებობდა.. რამდენადაც ვლადიმერ პუტინმა კარგად უწყოდა ჩვენს ინტერესი ალიანსის გაფართოების მიმართ, მას ყველანაირი საფუძველი ჰქონდა იმისათვის, რომ ეს სახელმწიფოები კიდევ უფრო დაესუსტებინა და ისინი არასტაბილურ ქვეყნებად გადაექცია, ანუ უვარგისნი ნატოს წევრობისათვის.

ნატო ისეთ ორგანიზაციად აღიქმება, რომ მას ყველა მომენტში შეუძლია გაფართოება, მაგრამ თვით გაგანია ცივი ომის დროს ალიანსმა მხოლოდ ოთხი ახალი წევრი მიიღო. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლს, რომლის თანახმად, ალიანსის გაფართოება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ მისი წევრობის კანდიდატები „ხელს შეუწყობენ ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფას“. გაფართოების ვარიანტი არასოდეს არ იყო ჩაფიქრებული როგორც სავალდებულო და უნივერსალური. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინა და საქართველო საკმაოდ შორს მდებარეობენ ჩრდილოატლანტიკური სივრციდან, ანუ ისინი ძალიან დაშორებულნი იქნებიან იმ შეიარაღებული ძალებისგანაც, რომლებმაც ისინი უნდა დაიცვას, ნატოში მათი რეალური გაწევრიანების შემთხვევაში.

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უარი უნდა თქვას გაფართოების ძველ პოლიტიკაზე და შეწყვიტოს ამერიკელი ჯარისკაცების განლაგება აღმოსავლეთ ევროპაში. ნატოს გაფართოების ახალი პოლიტიკის დროს კი დღის წესრიგში დადგება სამხედრო დახმარების გაწევა უკრაინისათვის, საქართველოსათვის და, ალბათ, მოლდოვასთვისაც. რუსეთს ამ ქვეყნებიდან თავისი ჯარის გამოყვანა მოუწევს, რადგანაც სამხედრო ძალის იქ ყოფნა ამ ქვეყნებს არ სურთ. ჯარების გაყვანა ხელს შეუწყობს ეკონომიკური სანქციების შესუსტებას და მათ მოხსნას. ყირიმის პრობლემა საჭიროა ძალიან დელიკატურად გადაწყდეს - ნეიტრალური ქვეყნების სამშვიდობო ძალების მონაწილეობით, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. დასაშვებია, რომ ამ ოპერაციას ნატო ხელმძღვანელობდეს.

ახალი წესრიგის არქიტექტურა შეიძლება მოკლე ხელშეკრულებით დადასტურდეს - ერთობლივი განცხადებით მხარეთა განზრახვის შესახებ. დიდი ხელშეკრულების გაფორმება ზედმეტი იქნება, რადგან თუ რუსეთი დაარღვევს ერთობლივი განცხადების პირობებს, მაშინ ყველა მიღწეული შეთანხმება ისედაც გაუქმდება.

ცხადია, არავითარი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამ იდეით დაინტერესდება. მან შეიძლება უპირატესობა დასავლეთთან დაძაბული დამოკიდებულების გაგრძელებას მიანიჭოს - იმიტომ, რომ ასეთი პოლიტიკით მას თავის ქვეყანაში მხარდაჭერა უზრუნველყოფილი ექნება, ანდა ეროვნული თვითშეფასების მაღალი დონის გამო. მაგრამ სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მისთვის ამ იდეის შეთავაზება, თანაც ნატოს ძველი გაფართოების გამო ბოდიშის მოხდა არ დაგვჭირდება. აქვე ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა, ამ გაფართოებამ დადებითი როლი შეასრულა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გადემოკრატიულობის საკითხში.

ერთი რამ ნათელია: რუსეთისა და ნატოს ურთიერთობის გაუარესებაში მთავარი ბრალი ვლადიმერ პუტინს მიუძღვის და არა ალიანსს, მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკა ავტოპილოტზე გადავრთოთ. ანუ მინდა ვთქვა, რომ არის რამდენიმე ახალი იდეა, რომლებიც ჩვენ თვითონვე შეგვიძლია შევთავაზოთ და წინ წავწიოთ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა