logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): შავი ზღვის ქართული აკვატორია და ნატოს ინტერესები
«Radio Voice of America» (აშშ): შავი ზღვის ქართული აკვატორია და ნატოს ინტერესები
11:44 15.02.2018
ნატოს ყოველწლიურ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას "მებრძოლი სული" (Agile Spirit) საქართველოში, შესაძლოა საზღვაო კომპონენტიც დაემატოს. ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ანგარიშის წარდგენისას თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.

თავდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია შავ ზღვის ქართულ აკვატორიაში, ნატოს სამხედრო-საზღვაო წვრთნა, მიმდინარე წელს დაგეგმილ სამხედრო სწავლებებს დაემატება, თუ ეს მომავლის პროექტია. იზორიამ აღნიშნა, რომ ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ, პენტაგონში ბოლო ოფიციალური ვიზიტის დროს ამერიკის შეერთებულ შტატების თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისთან უკვე ისაუბრა.

Agile Spirit-ის საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებას 2011 წელს ჩაეყარა საფუძველი, 2014 წლამდე, წვრთნები მხოლოდ ქართულ-ამერიკული იყო. 2015 წლიდან კი სწავლებამ საქართველოს აღმოსავლეთიდან, ვაზიანის პოლიგონიდან, დასავლეთში, ორფოლოს პოლიგონზე გადაინაცვლა და მრავალეროვნული გახდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც სწავლებაში ჩართული ქვეყნების გეოგრაფია, ისე ჯარისკაცთა და საბრძოლო ტექნიკის რაოდენობა და ხარისხი.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამბობს, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია Agile Spirit-ის სამხედრო წვრთნებს სახმელეთო და საჰაერო კომპონენტების შემდეგ, საზღვაო კომპონენტიც დაემატოს:

„Agile Spirit-ის სამხედრო წვრთნის ფარგლებში ჩვენ გვსურს საზღვაო კომპონენტის შემოღებაც, ეს იყო განხილვის ერთ-ერთი თემა, ვაშინგტონში ჯეიმს მატისთან შეხვედრის დროს. სამხედრო სწავლებების გაფართოების კუთხით, ჩვენი ტენდენციები მზარდია, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რასაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნის გაძლიერება ჰქვია“.

საქართველოს შავი ზღვის აკვატორიის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც სამხედრო საზღვაო ძალები არ ჰყავს. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის აგრესიის დროს, მას შემდეგ რაც მტერმა ქვეყნის სამხედრო გემებისა და სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი გაანადგურა, უმაღლესმა მთავარსადლობამ იმის ნაცვლად, რომ ზღვაზე მარცხის მიზეზები დაედგინა და დამნაშავეები დაესაჯა, მთლიანად სამხედრო საზღვაო ძალების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

2009 წლიდან, საქართველოს საზღვაო აკვატორიაში, საზღვაო თავდაცვით, სასაზღვრო-პოლიციურ და ძებნა-გადარჩენით ოპერაციებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფი - სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა ახორციელებს. ომის შემთხვევაში მასვე ეკისრება სამხედრო ფლოტის ფუნქციაც, ამ გარემოებათა გამო სამხედრო ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ყველაზე ცუდად დაცული საზღვაო საზღვარი სწორედ საქართველოს აქვს.

ბოლო 11 წლის მანძილზე, საქართველოს სანაპირო დაცვა ნატოელი პარტნიორების, განსაკუთრებით აშშ-ისა და თურქეთის დახმარებით, შეიძლება ითქვას რომ ხელახლა დაიბადა. ვაშინგტონმა და ანკარამ რუსების მიერ ჩაძირული გემების სანაცვლოდ, რამდენიმე სადარაჯო ხომალდი საჩუქრად გადმოგვცეს, დანარჩენები კი უცხოეთში გაგვირემონტეს.

აშშ-ს დაფინანსებით, 2013 წელს, უკვე ფოთში გაიხსნა სანაპირო დაცვის გემების სარემონტო სახელოსნო, 200 ტონიანი ამწით; 2014 წელს, სუფსაში, საზღვაო ოპერაციების მართვის ულტრათანამედროვე ცენტრი და 2015 წელს, ბათუმში, სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ახალი ნავმისადგომი, რომლის მშენებლობაც ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს 14 მილიონი დოლარი დაუჯდათ.

აშშ და ნატო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოს სანაპირო დაცვის გაძლიერებას. ამ პოლიტიკის მნიშვნელობას, საქართველოში ბოლო ვიზიტისას ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილემ, ვიცე-ადმირალმა ერვი ბლეჟონმაც გაუსვა ხაზი:

„შავი ზღვის რეგიონი არის მზარდი ინტერესის მქონე ნატოსთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ აქ გვყავს ალიანსის სამი წევრი ქვეყანა და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეგობარი და მეკავშირე საქართველოს სახით. ერთობლივი წვრთნები და ინფორმაციის გაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ნატოსთვის, ისე საქართველოსთვის. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ნატომ შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიეროს.“

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდები, პირველ რიგში, კი თურქეთის ნაჩუქარი P-24 „სოხუმი“ პერიოდულად მონაწილეობენ, როგორც მრავალეროვნულ (Sea Breeze, Black Sea Hawk), ისე ორმხრივ საზღვაო-სამხედრო წვრთნებში (ძირითადად იმ დროს, როცა საქართველოს აკვატორიას ნატოს სამხედრო გემები სტუმრობენ) ეს მიმართულება სამხედრო-საზღვაო წვრთნების კოლოსალური სიძვირის გამო, მაინც ყველაზე უფრო სუსტია.

სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, რომ Agile Spirit-ის წვრთნებზე საზღვაო კომპონენტის დამატებით, საქართველოს სანაპირო დაცვისა და სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის მეტად განვითარების საშუალება მიეცემა, რაც ნატოს ინტერსებშიც შედის, ვინაიდან, მონტრეს 1936 წლის კონვენცია (Montreux Convention Regarding the Regime of the Straits) არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდებს, შავი ზღვის აკვატორიაში 21 დღეზე მეტხანს ყოფნას უკრძალავს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა