საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის
თქმით, მას საქართველოში ექსტრადირების მიმართ შიში არ აქვს.
ამ თემაზე სააკაშვილმა აშშ-ის რუსულენოვან ტელეკომპანია „ნასტოიაშეე ვრემიას“ კორესპონდენტთან ინტერვიუში ისაუბრა.
„არ დავმალავ და პირდაპირ გეტყვით: სულაც არ მეშინია ქართულ ციხეში ჩავჯდე. მაგრამ თუ ამას გააკეთებდნენ, მოვლენები სხვაგვარად წარიმართებოდა: ჩვენ საქართველოს ხელისუფლების დამხობა მოგვიწევდა, შემდეგ კი უკრაინაზეც ვიზრუნებდით. მაგრამ მე ჯერ უკრაინის საკითხები უნდა მოვაგვარო“-განაცხადა სააკაშვილმა.
p.s. მასალის ვრცელი ვერსიიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.nsp.ge

















