logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Le Monde» (საფრანგეთი): შესაძლოა სააკაშვილმა უკრაინის საზღვრის დალაშქვრა ისევ სცადოს
«Le Monde» (საფრანგეთი): შესაძლოა სააკაშვილმა უკრაინის საზღვრის დალაშქვრა ისევ სცადოს
10:47 14.02.2018
"კიევმა, როგორც ჩანს, მიხეილ სააკააშვილი თავიდან მოიშორა - ნაპრეზიდენტალი ქართველი, რომელიც ჯერ უკრაინის ხელისუფლების საპატიო სტუმარი იყო, შემდეგ კი, მის კრიტიკოსად გადაიქცა. ამ საოცარი ისტორიის ბოლო ეპიზოდი ორშაბათს გათამაშდა, როცა უკრაინის პოლიტიკის მთავარი შფოთისთავი პოლონეთში გააძევეს, ანუ, ოფიციალური კიევის განცხადებით, „ისევ იქ დააბრუნეს, საიდანაც მოვიდა“-ასე იწყება გავლენიანი ფრანგული გამოცემის, «Le Monde»-ს მიერ ბენუა ვიტკინის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით, საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:

უკრაინის ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია ფორმალურად კანონის სრული დაცვით განახორციელა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ნახევარზომებზე გაჩერდა. რა თქმა უნდა, პოლონეთში დეპორტი მიხეილ სააკაშვილისათვის შედარებით უფრო უსაფრთხო იყო, ვიდრე საქართველოში ექსტრადირება, სადაც მას იანვრის დასაწყისში დაუსწრებლად სამი წლით საპყრობილე მიუსაჯეს, თუმცა აქვე ვიტყვით, რომ პროცესი უფრო სასამართლო ვენდეტას ჰგავდა. ასეა თუ ისე, ერთი მხრივ, ყოფილი ქართველი ლიდერის უკრაინელი ადვოკატები ხელისუფლების მიერ ჩადენილ უკანონობაზე ლაპარაკობენ, ხოლო მეორე მხრივ, თვითონ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თავს მოქალაქეობის არმქონე პირად მიიჩნევს და უკრაინაში რამდენიმე სასამართლო გარჩევის ფიგურანტად ითვლება.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინული კარიერის შუქ-ჩრდილებს თუ გავითვალისწინებთ, მისი პოლონური დეპორტაცია ეჭვებს აღძრავს, რომ ამ ყველაფერს საფუძვლად პოლიტიკური მოტივები აქვს: 2014 წელს - კიევის მაიდანში მონაწილეობა, 2015-ში - პრეზიდენტის მრჩევლობა და ოდესის გუბერნატორობა, 2016-ში - პოსტიდან გადადგომა, ოპოზიციაში გადასვლა და მძაფრი კრიტიკა ყოფილი უნივერსიტეტელი მეგობრის წინააღმდეგ.

რაც არ უნდა იყოს, მიხეილ სააკაშვილის ისტორია ჯერ არ დასრულებულა. იგი არანაირად არ შეურიგდება გაძევებას. უახლოეს ხანში ექს-პრეზიდენტი, ალბათ, ჰოლანდიაში წავა, სადაც მას ცოლ-შვილი ელოდება, ან კიევს ისევ ბრძოლაში გამოიწვევს და საზღვრის დალაშქვრას შეეცდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა