logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Politico» (აშშ): სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა უკვე ისეა დაცემული, რომ საეჭვოა, პოპულისტური დაპირებებით მოსახლეობის იმედიანი მზერის მიპყრობა კვლავ მოახერხოს
«Politico» (აშშ): სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა უკვე ისეა დაცემული, რომ საეჭვოა, პოპულისტური დაპირებებით მოსახლეობის იმედიანი მზერის მიპყრობა კვლავ მოახერხოს
11:15 13.02.2018
გავლენიანი ამერიკული გამოცემის, «Politico»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გაანალიზებულია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობა როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. მასში არის ექს-პრეზიდენტისა და ექს-გუბერნატორის მომავალი პოლიტიკური ბედის პროგნოზირების მცდელობაც.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლის, უკრაინის პროგრამების დირექტორის ადრიან კარატნიცკის ავტორობით გამოქვეყნებული ვრცელი პუბლიკაციის შინაარსს:

------

მე-2 ათასწლეულის დასაწყისში იგი დემოკრატიული გარდაქმნებისა და რეფორმების საერთაშორისო სიმბოლოს წარმოადგენდა, იყო აშშ-ის პრეზიდენტისა და ევროპელი ლიდერების ფავორიტი. დღეს კი მიხეილ სააკაშვილის პოპულარობა სუსტდება, მის წინააღმდეგ ორ სახელმწიფოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ორშაბათს, კიევის რესტორანში დააკავეს, თავი ჩარტერული რეისის თვითმფრინავში უკრეს და პოლონეთში გაამგზავრეს. მისი დეპორტაცია გამხორციელდა უკრაინის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რომელმაც ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს ვერდიქტი - მას უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.

მოკლედ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გააძევეს. მაგრამ ექს-პრეზიდენტისათვის უფრო უარესი იქნებოდა, საქართველოში მისი ექსტრადირება რომ მომხდარიყო, სადაც მიმდინარე წლის იანვარში მას დაუსწრებლად სამი წლით საპყრობილე მიუსაჯეს - ბანკირის მკვლელობის ჩამდენი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მფარველობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების (2007 წლის ნოემბრის მიტინგის უმოწყალოდ დარბევის) და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გაფლანგვის გამო.

არანაკლებ მკაცრია მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკრაინაში აღძრული სისხლის სამართლის საქმეც. გასული წლის დეკემბერში ყოფილმა გუბერნატორმა ორჯერ მოახერხა პატიმრობა თავიდან აეცილებინა: მას ბრალად ედება ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დანაშაულებრივი გარემოცვის წარმომადგენლებთან გარიგება. საბოლოოდ, მიხეილ სააკაშვილი მაინც დააკავეს, რამდენიმე დღე იზოლატორში იჯდა, შემდეგ კი შინა პატიმრობაში იყო.

რაც ყველაზე მთავარია, მიხეილ სააკაშვილის ქარიზმამ, რომ იგი ვითომდა კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი მოუსყიდველი პიროვნებაა, ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში მისი პოლიტიკური პოპულარობა ვერ უზრუნველყო.

საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პარტია კრიზისს განიცდის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ორად გაიყო, ასევე გაიყვნენ 2017 წელს პარლამენტში არჩეული „ნაციონალი“ დეპუტატებიც. დღეს მიხეილ სააკაშვილის მომხრე ლოიალურ და პოპულისტ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ 6 ადგილი აქვთ, მაშინ როცა 2008 წელს მათ 119 ადგილი ჰქონდათ დაკავებული.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ მხარდაჭერა შესუსტდა უკრაინაშიც. ავტორიტეტული ფონდის - „დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ექს-გუბერნატორს მოსახლეობის მხოლოდ 16% ენდობა, 73%-ს კი მისი არ სჯერა. კლებულობს მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული საპროტესტო მიტინგების მონაწილეთა რაოდენობაც. ბოლო ხანებში მათი რიცხვი 1000-დან 3 ათასამდე მერყეობდა, რაც სრულიად ვერ შეედრება ქართველი ლიდერის „ვარსკვლავური პერიოდის“ - „ვარდების რევოლუციის“ დროს ორგანიზებულ 100 ათასიან დემონსტრაციას, რომლის შემდეგ 96%-ის მხარდაჭერით იგი პრეზიდენტად აირჩიეს. 2008 წლის იანვარში იგი მეორედ გახდა საქართველოს მეთაური (ამჯერად უკვე ხმების 54%-ით).

დაცემული რეპუტაცია

პოლიტიკური სიმაღლიდან მიხეილ სააკაშვილის ვარდნას საკმაოდ ხანგრძლივი და სტაბილური ხასიათი ჰქონდა. ხელისუფლების პიკზე მისი ყოფნის პირველი ეტაპი მართლაც წარმატებული იყო: მან სახელმწიფო სტრუქტურებს კორუმპირებული ელიტა მოაშორა, გაატარა ეკონომიკური რეფორმები, მკვეთრად შეამცირა ბიუროკრატია და შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. მაგრამ პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილი ლოიალურად უყურებდა ახალი კლეპტოკრატიის ზრდას და ხელს უწყობდა იმ ბიზნესმენებს, რომლებიც მის პოლიტიკურ პარტიასთან იყვნენ დაკავშირებულნი.

უკრაინაში რამდენადაც ფერმკრთალდებოდა მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო რეპუტაცია და მისი გრანდიოზული ამბიციებიც შორეულ ოცნებებში გადადიოდა, იმდენად უფრო მწარე ხდებოდა მისი რიტორიკა უკრაინის ხელისუფლების ლიდერების წინააღმდეგ. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ვერ შეძლო [წარმატებული რეფორმატორის] იმიჯის დამტკიცება: ოდესის ოლქის გუბერნატორობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილმა ვერ მოიპოვა ადგილობრივი მოსახლეობის ისეთი მტკიცე და აუცილებელი მხარდაჭერა, რომელიც მას რეფორმების გატარებაში და კორუფციასთან ბრძოლაში დაეხმარებოდა. სამაგიეროდ, მიხეილ სააკაშვილმა ცენტრალური ხელისუფლება დაადანაშაულა, თითქოსდა კიევი მას რეფორმების გატარებაში დაბრკოლებებს უქმნიდა. არადა, მას, როგორც გუბერნატორს, მნიშვნელოვანი უფლებამოსილება გააჩნდა თავისი გეგმების განსახორციელებლად, მისი მხარდამჭერები იყვნენ ადგილობრივი პროკურორი და პოლიციის უფროსიც.

გუბერნატორობიდან გადადგომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციონერი გახდა. შექმნა პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“. მიუხედავად იმისა, რომ მას მხარს უჭერდნენ სხვა პოლიტიკური პარტიებიც (ულტრამემარჯვენეთა ჩათვლით), ანტიკორუფციული მიტინგები საკმაოდ მცირერიცხოვანი იყო. რადგან პროტესტები თანდათანობით დეპუტატების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფაში და თავდასხმებში გადაიზარდა, ექს-გუბერნატორი ბევრმა თანამოაზრემ მიატოვა და იგი მხოლოდ რამდენიმე მომხრე დეპუტატის, თანამემამულეებისა და პირადი მცველების ამარა დარჩა.

გასული წლის დეკემბერმა მიხეილ სააკაშვილის იმიჯს სენსაციური წარუმატებლობა მოუტანა: მისი ერთ-ერთი პარტიული თანაშემწე სევერიან დანგაძე დააკავეს, რომელსაც ბრალად წაუყენეს ფულის აღება ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დანაშაულებრივი გარემოცვის წევრისაგან. გამოქვეყნდა ფარულად ჩაწერილი სატელეფონო საუბრებიც, რომლითაც ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი თანახმაა საპროტესტო გამოსვლები ვიქტორ იანუკოვიჩის დაჯგუფების წევრმა დააფინანსოს. ცხადია, მან უარყო გამოქვეყნებული მამხილებელი მასალები და განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება პოლიტიკურად დევნის, თუმცა აშკარა გახდა, რომ მისი მეთოდები, რომლებითაც იგი საქართველოში რეფორმებს ატარებდა, თანამედროვე უკრაინისათვის მიუღებელია.

ექსტრავაგანტური გემოვნება

2013 წელს საქართველოდან გაქცევით მიხეილ სააკაშვილმა თავიდან აიცილა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, მაგრამ მისი აქტივების დიდი ნაწილი დააყადაღეს. ამის მიუხედავად, ყოფილ პრეზიდენტს უკრაინაში ყოფნისას ჰქონდა იმის ფული, რომ საპროტესტო მარშები დაეფინანსებინა, შეეძინა მრავალრიცხოვანი კარვები, დაექირავებინა დარბაზები ღონისძიებების ჩასატარებლად, ჰქონოდა თავისი პარტიის ოფისი, ჰყოლოდა მომსახურე პერსონალი და პირადი მცველები. გარდა ამისა, იგი ხელგაშლილად ცხოვრობდა - კიევის ცენტრში ექვსი ათასდოლარიანი ბინა ჰქონდა დაქირავებული.

მაგრამ საიდან ამდენი ფული? ასეთი გაუმჭვირვალობა არ შეესაბამებოდა იმას, რომ იგი თავისთავს ანტიკორუფციულ ჯვაროსან მებრძოლად წარმოსახავდა. სამწუხაროდ, უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანიზაციები და ჟურნალისტები თავს იკავებდნენ მიხეილ სააკაშვილისათვის მწვავე კითხვების დასმისაგან.

ბედის ირონიით, საქართველოს ექს-პრეზიდენტის გაუმჭვირვალე [შემოსავლების] ფაქტმა ხელი შეუწყო იმ ბრალდებების დაჯერებას, რომ იგი მართლაც იღებდა ფულს მოსკოვის დანაშაულებრივი დაჯგუფებისაგან.

როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში გაირკვევა, დარჩება თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ფიგურად. ალბათ, ეს დამოკიდებული იქნება უკრაინისა და საქართველოს სასამართლოებზე, რომლებიც, პოლონეთში ნაპრეზიდენტალ-ნაგუბერნატორალის გაძევების მიუხედავად, მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების განხილვას გააგრძელებენ.

ერთი რამ აშკარაა: მიხეილ სააკაშვილის კარიერა სპირალურად ქვემოთ იწევს, თუმცა მისი საბოლოო გაუფასურება, ალბათ, არ მოხდება. ყოფილი პრეზიდენტი ყოველთვის იყო ხალხის მასებისთვის ადრენალინის მიმცემი და უფრო მეტად - რევოლუციის იდეების ჩამნერგავი. სხვათა შორის, ამას წინათ მან ერთ-ერთ ინტერვიუში კიდეც განაცხადა: „ვერანაირი სექსი ვერ შეედრება რევოლუციურ წარმატებას. რევოლუცია ეს უფრო დიდი რამეა, ვიდრე ადრენალინი“.

ექს-პრეზიდენტი ჯერ კიდევ ოცნებობს ახალ რევოლუციაზე და მას თავის პირად პოლიტიკურ ბედს უკავშირებს. ვარშავაში დეპორტირებისას მან განაცხადა: „მე პოლონეთი ძალიან მიყვარს, მაგრამ მე უკრაინისთვის და საქართველოსთვის ვიბრძვი“. დიახ, ყოფილ ქართველ ლიდერს საბრძოლო განწყობა აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, მისი პოლიტიკური კარიერა უკვე ისეა დაცემული, რომ საეჭვოა, მან კვლავ მოახერხოს პოპულისტური დაპირებებით მოსახლეობის იმედიანი მზერის მიპყრობა.

მიხეილ სააკაშვილის დაცემა, საბოლოო ჯამში, მის მიერვე დაწყებული რევოლუციის წარმატების დადასტურებაა. პოსტკომუნისტურ სივრცეში ხალხმა ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმები დაამხო და საკმაოდ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება შექმნა. ამ წარმატებამ პოლიტიკური დისკურსი ქუჩიდან ექსპერტთა დონეზე და მასმედიის საშუალებებში გადაიტანა. მიმდინარეობს პოლიტიკური დისკუსიები, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში ცვლილებების მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა