logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის სინაგოგის სარდაფში აღმოჩენილი ძვირფასეულობა-სსრ კავშირის უშიშროების სამინისტროს მოხსენებიდან
თბილისის სინაგოგის სარდაფში აღმოჩენილი ძვირფასეულობა-სსრ კავშირის უშიშროების სამინისტროს მოხსენებიდან
10:53 12.02.2018
1953 წლის იანვარში საბჭოთა გაზეთებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია მავნებელ ექიმთა ჯგუფის დაპატიმრების თაობაზე, რომლებიც საერთაშორისო ებრაული ნაციონალისტური ორგანიზაციის“ მიერ იყვნენ თურმე გადაბირებულ-მოსყიდულნი. ჩვენ პირველად ვაქვეყნებთ საბჭოთა კავშირის უშიშროების სამინისტროს საარქივო დოკუმენტებს თბილისის სინაგოგაში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ:

სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებს,
სსრ კავშირის კომპარტიის პრეზიდიუმის წევრებს
გიორგი მალენკოვს და ლავრენტი ბერიას:

სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილის
სერგო გოგლიძის

მოხსენება

მოგახსენებთ, რომ საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს (МГБ) მილიციამ (1949-1953 წლებში მილიცია МГБ-ში შედიოდა) 1953 წლის იანვარში ქალაქ თბილისში (ლესელიძის ქუჩა, №10) არსებულ სინაგოგაში ჩაატარა ჩხრეკა, რომლის შედეგად, შენობის სარდაფში, აღმოჩენილი იქნა ფანჯრის ნიშაში დამალული ძვირფასეულობა:
მეფის დროს მოჭრილი ოქროს მონეტები - 1250 რუბლი (მანეთი);
თურქული ოქროს ლირა - 6 მონეტა;
ოქროს ზოდები - 900 გრამი;
ქალის ოქროს საათი - 1 ცალი;
ოქროს სამაჯური და გულსაკიდი - 2 ცალი;
შემნახველი წიგნაკები 245 ათასი მანეთის მოცულობით - 24 ცალი;
საბჭოთა ფულის ნიშნები - 8535 მანეთი;
ვერცხლისა და სპილენძის მონეტები - 5,1 კილოგრამი.

ძვირფასეულობების ამოღებასთან დაკავშირებით დაკავებულნი არიან: ბ.ბაბალაშვილი (დაბ. 1906 წელს, ებრაელი, არტელ „მშრომელის“ გამომჭრელი და ებრაელთა რელიგიური საზოგადოების თავმჯდომარე); ი.ჯაჯალაშვილი (დაბ.1899 წელს, ებრაელი, არტელ „წითელი ისარის“ გამყიდველი და ებრაელთა საზოგადოების მოლარე); ი.ბაბალიკაშვილი (დაბ. 1898 წელს, ებრაელი, რელიგიის მსახური) და ე.დადიდაშვილი (დაბ.1908 წელს, ებრაელი, რელიგიის მსახური).
---------------------
ქართველი მორწმუნე ებრაელების კოლექტიური მიმართვიდან
სკკპ ცკ-სა და სსრკ მინისტრათ საბჭოსადმი,
1953 წლის 01 აპრილი.
(...)
ქალაქ თბილისში 4 სინაგოგა არსებობდა, ყველა დალუქულია და კონფისკებული, გამოტანილი ყველა სამლოცველო ინვენტარი და ლიტერატურა, მათ შორის უძვირფასესი რელიგიური წიგნები, რომლებიც ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს და შექმნილია რამდენიმე ათასი წლის წინათ.
გარდა ამისა, საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის განკარგულებით დანგრეულია [საქართველოში] არსებული ყველაზე უძველესი სინაგოგა, სადაც სამუზეუმო ექსპონატები ინახებოდა. მთავარ სინაგოგაში კონფისკებული ძვირფასეულობა და ფული შეგროვებულია მრავალი წლის განმავლობაში მიღებული შემოწირულებისაგან.


ავტორი: ევგენი ჟირნოვი

წყარო: «КоммерсантЪ» (რუსეთი)


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა