logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ სააკაშვილი: მე საქართველოს სახელმწიფოს შემქმნელი ვარ და მსურს ისტორიაში უკრაინის თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი შემქმნელის სახელითაც შევიდე
მიხეილ სააკაშვილი: მე საქართველოს სახელმწიფოს შემქმნელი ვარ და მსურს ისტორიაში უკრაინის თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი შემქმნელის სახელითაც შევიდე
18:05 06.02.2018
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის კორესპონდენტს პეტრე რუზავინს კიევში.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

„რასაკვირველია, მე მსურს ისტორიაში უკრაინის თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი შემქმნელის სახელით შევიდე. მე ხომ საქართველოს სახელმწიფოს შემქმნელიც ვარ. ვფიქრობ, ამ სურვილში არაფერი დასაძრახი არ არის. მე არ ვიქნები უკრაინის პრეზიდენტი, მაგრამ, მაგალითად, ხომ ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს რამდენიმე მამა-დამფუძნებელი ჰყავდა და მათგან ყველა პრეზიდენტი არ ყოფილა, თუმცა ისინი ისტორიაში დარჩნენ. ასევეა ჩემს მიმართაც. მე მინდა ამ ყველაფრის, ანუ უკრაინის წარმატების ნაწილი ვიყო“.

„ჩემი სტანდარტებით, ყველაფერი, რაც დღეს უკრაინაში გაგვიკეთებია, უკიდურესად წარუმატებელია, თუმცა იმ სტანდარტით, რომლებსაც უკრაინელები მიეჩვივნენ, ეს ყველაზე ცუდი ვარიანტი არ არის. ოდესის გუბერნატორად წასვლა არავის არ უნდოდა, პეტრო პოროშენკომ ხუთ ადამიანს შესთავაზა, მაგრამ ყველამ უარი თქვა“.

„თუ უკრაინის ხელისუფლება ჩემს ექსტრადირებას განახორციელებს, მას უკრაინელი ხალხი დაამხობს. უკრაინელები ძალიან მგრძნობიარე ადამიანები არიან უსამართლობის მიმართ... როცა მე საპყრობილეში ვიჯექი, ქუჩაში, კრეშჩატიკზე, [ჩემთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით], 60 ათასი კაცი გამოვიდა. ეს ძალიან ბევრია ერთი ადამიანისათვის. არასდროს ამდენი ხალხი არ გამოსულა უკრაინაში ერთი ადამიანის მხარდასაჭერად. რაღაც მსგავსი მხოლოდ გიორგი ღონღაძისა და ლეონიდ კუჩმას დროს მოხდა... და თუ ჩემს ექსტრადირებას მოახდენს, უკრაინის ხელისუფლება მიიღებს არა 60 ათასს, არამედ ნახევარ მილიონ პროტესტანტს, რომლებიც მთავრობას, უბრალოდ, დაამხობენ“.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა