logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„kaspiy“(აზერბაიჯანი): რატომ უნდა დაეხმაროს თბილისი ქვეყანას, რომელიც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ერთგული ქოფაკის როლს ასრულებს?
„kaspiy“(აზერბაიჯანი): რატომ უნდა დაეხმაროს თბილისი ქვეყანას, რომელიც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ერთგული ქოფაკის როლს ასრულებს?
10:37 31.01.2018
აზერბაიჯანულ პრესაში გრძელდება სტატიების სერია ე.წ. „სავაჭრო დერეფნების“ თაობაზე, რომლებიც, სავარაუდოდ, სომხეთს რუსეთთან საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით დააკავშირებს. პუბლიკაციებში ყურადღება ექცევა აგრეთვე რუსეთის გადაწყვეტილებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო პუნქტების გახსნის შესახებ და ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებას.

„საქმე იმაშია, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „საბაჟო პუნქტები“ სწორედ ე.წ. „სავაჭრო დერეფნების“ ამოქმედების წინ გაიხსნა. მართალია, საქართველომ სატრანზიტო ვაჭრობაზე თანხმობა განაცხადა (რაც ძალიან აწყობს სომხეთს), მაგრამ კატეგორიულად გამოდის მოსკოვის მიერ ამ შეთანხმების ინტერპრეტაციის წინააღმდეგ. არადა, სწორედ ეს აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა - „2011 წელს ხელმოწერილმა შეთანხმებამ საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ სინათლე შეიტანა საქართველოს საბაჟო საზღვრების დადგენის საკითხში: საზღვრები უკვე გამოკვეთილია - ესაა ყაზბეგის რაიონში და მდ.ენგურთანო“, - წერს აზერბაიჯანის გაზეთი «Каспiй» (სტატიის ავტორი - რაუფ ტოფიკოღლუ).

დამოუკიდებელი ანალიტიკოსები თვლიან, რომ შეთანხმების პროექტში თავიდანვე იყო ჩადებული ისეთი პუნქტები, რომლებიც მხარეებმა შეიძლება ორაზროვნად აღიქვან და მათი ინტერპრეტირება მოახდინონ.

პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილის თქმით, „ერთი მხრივ, იმის მიუხედავად, რომ რუსეთს აღიარებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ჩვენ თითქოსდა რუსეთს ვაჩვენეთ, რომ გვაქვს ლეგიტიმური უფლება კონფლიქტურ რეგიონებში ტვირთები გავაკონტროლოთ, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ვაღიარეთ, რომ ამ რეგიონებს ვერ ვაკონტროლებთ. თავის დროზე [2011 წელს] მხარეები მიიჩნევდნენ, რომ ეს ნეიტრალური დოკუმენტი იყო, მაგრამ პრაქტიკამ გამოავლინა, რომ ეს ასე არაა - როცა საქმე საქმეზე მიდგა, გაირკვა, რომ საქართველო და რუსეთი დოკუმენტის არსს სხვადასხვანაირად აღიქვამენ. ასე რომ, გრიგორი კარასინი თუ იტყვის, მას ჩვენი წარმომადგენლის კომენტარი მოჰყვება და ა.შ. ვფიქრობ, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, გაურკვეველია, როდის მოხდება შეთანხმების პირობების რეალიზება“.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩიაც ასევე თვლის, რომ შეთანხმებაში ბევრი „წყალქვეშა ქვა“ დევს: „რუსეთი ამ დოკუმენტის რეალიზებით არის დაინტერესებული და, ჩემი აზრით, ალბათ მოსკოვიც გააფორმებს შესაბამის კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანიასთან. ვფიქრობ, „გამჭოლი დერეფნების“ ამოქმედებას რუსეთი საქართველოზე ზეწოლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად განიხილავს („რბილი ძალის“ სახით), ანუ მაქსიმალურად ცდილობს ისარგებლოს ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირებით ორი რეგიონის ოკუპირების პირობებში. მეორე მხრივ, ტრანზიტის პრაქტიკული რეალიზება ხელს შეუწყობს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ილუზიების განმტკიცებას, თითქოსდა ისინი დამოუკიდებელები არიან. რამდენად მომგებიანი ეს საქართველოსთვის? კითხვა საინტერესოა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რუსულ მასმედიაში იქაური მაღალჩინოსნების კომენტარებს ბოლო არ უჩანს. ექვსი წლის განმავლობაში ჩვენ ვერ მოვესწარით იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან [2011 წლის შეთანხმების] ანალიზი გავიგონოთ და გვითხრან, თუ რამდენადაა ჩვენთვის ეს დოკუმენტი სასარგებლო“.

მართალია ექსპერტი. აბა, ვის უნდა ჭირდებოდეს ეს ტრანზიტი, თუა არა მხოლოდ სომხეთს? საკითხავია, რატომ უნდა დაეხმაროს თბილისი ისეთ ქვეყანას, რომელიც სამხრეთ კავკასიაში „მეხუთე კოლონისა“ და რუსეთის ერთგული ქოფაკის როლს ასრულებს? იმ ქვეყნის ქოფაკისა, რომლსაც საქართველოს ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული? დიახ, ხელშეკრულება 2011 წელს დაიდო, მაგრამ ხომ არსებობს საერთაშორისო იურიდიული მექანიზმები მსგავსი დოკუმენტების გაწყვეტისათვის? თანაც მხედველობაშია მისაღები, რომ საქართველოს ორი რეალური სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი - აზერბაიჯანი და თურქეთი ნამდვილად არ იქნებიან აღფრთოვანებულნი იმით, რომ სომხეთს, რომელიც სამხრეთ კავკასიაში კრემლის ინტერესების გამტარებელია და რომელიც ღიად აცხადებს პრეტენზიებს მეზობლების მიწებზე, დამატებითი ეკონომიკური მკვებავი წყარო გამოუჩნდება „სავაჭრო დერეფნების“, ანუ ახალი „სიცოცხლის გზის“ სახით. განა ეს თვით საქართველოს ინტერესებში შედის?

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა