logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„echo“(აზერბაიჯანი): სომხეთის „დერეფნული იმედი“ კრახს განიცდის; რატომ შეხვდა სომხეთის ელჩი კახა კალაძეს?
„echo“(აზერბაიჯანი): სომხეთის „დერეფნული იმედი“ კრახს განიცდის; რატომ შეხვდა სომხეთის ელჩი კახა კალაძეს?
14:23 29.01.2018
„საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობა კვლავ ყურადღების ცენტრშია: სომხეთის რესპუბლიკის ელჩი რუბენ სადოიანი თბილისის მერს შეხვდა, რომლის დროსაც ორი ქვეყნის დედაქალაქების - ერევნისა და თბილისის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, გამოხატეს მზადყოფნა კონტაქტების გაღრმავების მიზნით. რუბენ სადოიანმა კახა კალაძე ერევნის 2800 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებზე მიიწვია“-ასე იწყება აზერბაიჯანული გამოცემის, «Эхо»-ს მიერ ტოფიგა კასიმოვას ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან, შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

რა თქმა უნდა, ერევნის 2800-წლოვანი იუბილეს თაობაზე ელჩმა რუბენ სადოიანმა ტყუილი იკადრა: ისტორიული ქრონიკები მოწმობენ, რომ ირევნის ციხე-სიმაგრე 1504-1511 წლებშია აშენებული ისმაილ-შაჰისა და მისი სარდლის რევანგულ-ხანის მიერ. სომხები მითებს იგონებენ, რომ ერევნის სომხურობა დაამტკიცონ: ქალაქის გარეუბანში ერთ-ერთ ბორცვზე ლურსმულდამწერლობიანი ქვა „აღმოაჩინეს“ და გამოაცხადეს - ერევანი ძველი ურარტუს ქალაქია და ჩვენს ერამდე 782 წელს არის დაარსებულიო! რასაკვირველია, სერიოზულ მკვლევარებს ამ თეორიის არ სჯერათ, მაგრამ სომეხი ფალსიფიკატორები არ ჩერდებიან.

კაცმა რომ თქვას, ამ შემთხვევაში მთავარი სულ სხვაა: რუბენ სადოიანისა და კახა კალაძის შეხვედრა მოხდა იმ დროს, როცა საქართველო-სომხეთს შორის არაერთგვაროვანი პროცესები მიდის. კახა კალაძე, რა თქმა უნდა, თბილისის მერია და იგი საგარეოპოლიტიკურ საკითხებს არ წყვეტს, მაგრამ, ცხადია, მას მმართველ „ქართულ ოცნებაში“ გარკვეული გავლენა შენარჩუნებული აქვს. ერევანი კი, შეგახსენებთ, „ქართული ოცნებისაგან“ „სომხური ოცნების“ - „ზემო ლარსის ალტერნატიული გზის“ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელებას ელოდებიან.

ამ დღეებში „ქართულ დერეფნებში სომხური ოცნების“ განხორციელებაზე ლაპარაკი თვით პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმაც დაიწყო: დავოსში ყოფნისას მან ქართველ ჟურნალისტებს ასე განუცხადა - „სომხეთს სურს რომ საქართველოზე გამავალი სატრანზიტო გზა სტაბილური იყოს, რადგან მასზე ქვეყნის ეკონომიკაა დამოკიდებულიო“. თუმცა მან ცხინვალის მიმართულებაზე დასმულ კითხვას ორჭოფულად უპასუხა - „ბუნებრივია, ჩვენ ვთხოვთ მეზობლებს და მეგობრებს, რათა ტვირთების მოძრაობა არ შეფერხდეს და ეს ორივე მხარისთვის კარგი იქნება - როგორც ქართველებისთვის, ასევე სომხებისთვისო“. მოკლედ, კარენ კარაპეტიანმა დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა.

ექსპერტები ამბობენ, რომ „ზემო ლარსის“ ერთადერთი რეალური ალტერნატივა მხოლოდ ცხინვალის მარშრუტია - „ტრანსკამი“, ანუ ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალი. ამ გზასთან დაკავშირებით კი ბოლო დროს უამრავი მითქმა-მოთქმა და ხმები დადის. სომხები იმედები აქვთ, მაგრამ, როგორც ჩანს, მათი ოცნება სამომავლოდ ვერ განხორციელდება. და ეს თვით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა დაადატურა გაზეთ „კომერსანტის“ ინტერვიუში: „ჩვენ საქართველოს ხელისუფლება თავიდანვე გავაფრთხილეთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა არ ეხება დამოუკიდებელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისადმი ჩვენი დამოკიდებულების შეცვლას. ეს მათ ხარჯზე არ მოხდება“. ცხადია, ამ პირობებში კომპრომისების მიღწევის შესაძლებლობა ნულის ტოლია.

ამას წინათ სიტუაცია უფრო მეტად გაამწვავა თვითონ რუსეთის მოქმედებამაც: სახელმწიფო სათათბირომ რუსეთ-სამხრეთ ოსეთის 2017 წელს ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომელიც ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ („ვაი-სახელმწიფოს“) სამხედრო ქვედანაყოფების რუსეთის არმიაში გაერთიანებას ითვალისწინებს. ბუნებრივია, ამის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეტა სამინისტრომ პროტესტი განაცხადა (...).

განა ასეთ სიტუაციაში სომხეთს რუსეთისაკენ საქართველოზე გავლით სატრასპორტო დერეფნების სწრაფი გახსნის იმედი უნდა ჰქონდეს? საკითხი კვლავ ღიად რჩება, მით უმეტეს, რომ ეს დერეფნები საქართველოს იმდენად არ სჭირდება, რამდენადაც თვითონ სომხეთს. შესწირავს თუ არა თბილისი მეზობლის სურვილებს თავის საკუთარ ეროვნულ ინტერესებს? აი, ეს კითხვა უკვე რიტორიკულია.
--------
შენიშვნა: ამავე თემას ეხება აგრეთვე კიდევ ერთ აზერბაიჯანულ გაზეთ «Каспiй»-ში გამოქვეყნებული სტატია „ვარიანტები არ არის: რუსეთმა სომხეთის თხოვნას ყურადღება არ მიაქცია“ (ავტორი - თამილა ნურიევა). წყარო: http://www.kaspiy.az/news.php?id=75422



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა