logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„Kommersant“(რუსეთი): ბელაქანის სასამართლოს გადაწყვეტილებამ თბილისში კითხვები გააჩინა; საქართველო აზერბაიჯანის დადანაშაულებას ვერ ბედავს
„Kommersant“(რუსეთი): ბელაქანის სასამართლოს გადაწყვეტილებამ თბილისში კითხვები გააჩინა; საქართველო აზერბაიჯანის დადანაშაულებას ვერ ბედავს
15:02 21.01.2018
რუსულ გამოცემა „კომერსანტის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ გამოხატული რეაქცია, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლისათვის ბელაქანის სასამართლოს გამოტანილმა განაჩენმა გამოიწვია:

„როგორც ცნობილია, 12 იანვარს სასამართლომ, საზღვრის უკანონოდ დარღვევისა და კონტრაბანდის გადატანის მცდელობის ბრალდებით, აფგან მუხთარლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა თვითონ ჟურნალისტი აცხადებს, იგი საქართველოდან უცნობმა პირებმა გაიტაცეს. არსებობს ეჭვი, რომ აფგან მუხთარლის დაკავება საქართველო-აზერბაიჯანის სპეცსამსახურების მიერ ერთობლივად განხორციელებული სპეცოპერაციას წარმოადგენს ვაშინგტონი და ბრიუსელი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ ჟურნალისტის სავარაუდო გატაცების საქმე გამჭვირვალედ და ყოვლისმომცველად იქნეს გამოძიებული. ასეთი მოქმედება, ევროპელი პარტნიორების წინაშე, საქართველოს რეპუტაციის შემლახველია, თუმცა ოფიციალური თბილისი მეზობელი სახელმწიფოს დადანაშაულებას ვერ ბედავს - საქართველო ხომ აზერბაიჯანულ გაზზეა დამოკიდებული“, - ნათქვამია სტატიაში.

მართალია, ევროკავშირისა და აშშ-ის განცხადებაში გამოხატული კრიტიკა უფრო მიმართულია აზერბაიჯანის ხელისუფლებისკენ („განაჩენი სასწრაფოდ უნდა გადაისინჯოს“), მაგრამ მასში საქართველოს მოხსენიება თბილისისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა. იმ დროს, როცა აზერბაიჯანმა აფგან მუხთარლის უკვე განაჩენი გამოუტანა, საქართველოში მიმდინარე გამოძიების შედეგები ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა.

თუ როგორ აღმოჩნდა აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ამის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. თვითონ ჟურნალისტის მტკიცებით, იგი თბილისიდან უცნობმა პირებმა გაიტაცეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და აზერბაიჯანის საზღვარზე მიიყვანეს, იქ კი მას ფული ჩაუდეს, კონტრაბანდის სახით. ოპოზიციონერები - მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიიჩნევენ, რომ ამ საქმეში გარკვეული როლი შეასრულეს საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმაც. თავის მხრივ, თემიდის აზერბაიჯანელმა მსახურებმა დაასკვნეს, რომ აფგან მუხთარლი თვითონ მივიდა საზღვარზე, ფულის დიდი რაოდენობით და დაკავებისას წინააღმდეგობა გასწია.

სხვათა შორის, ქართველ სამართალდამცველებს თავიანთი ვერსია აქვთ მომხდარი ფაქტის შესახებ: აზერბაიჯანელმა სპეცსამსახურებმა ოპოზიციონერი ჟურნალისტის ერთ-ერთი ბაქოელი მეგობარი გადაიბირეს და მას მოსთხოვეს როგორმე თბილისიდან აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის საზღვარზე გაეტყუებინა, ფულის გადაცემის მიზნით. მათი შეხვედრა, სავარაუდოდ, საზღვართან ახლოს ტყეში შეიძლებოდა მომხდარიყო, საიდანაც მრავალი ბილიკით საზღვარზე არალეგალურად გადასვლა სავსებით შესაძლებელია. აი, ასეთია ქართველი სამართალდამცველების ვერსია, მაგრამ ისინი ჯერ მზად არ არიან ამის გამოცხადებისთვის.

„კომერსანტის“ მიერ გამოკითხული ქართველი ექსპერტების თქმით, თბილისმა თავი უნდა აარიდოს ისეთ სიტუაციებს, როცა დასავლეთსა და მეზობელ აზერბაიჯანს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს. საქართველოს ბრიუსელ-ვაშინგტონის მოკავშირის იმიჯი აქვს, ევროინტეგრაციის წარჩინებულია, მიაღწია უვიზო რეჟიმს, რაც მთავრობისათვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი ფაქტორია. მაგრამ რა ქნას თბილისმა, როცა იმავდროულად ბაქოზეც ძალიან არის დამოკიდებული? „საქართველოს მთავრობამ 2017 წელს ძალიან კარგი კონტრაქტი დაკარგა რუსეთის „გაზპრომ“-თან. დღეს ქვეყანა უკვე 100%-თაა დამოკიდებული აზერბაიჯანულ გაზზე“, - თქვა ექსპერტმა გიორგი ხუხაშვილმა „კომერსანტ“-თან საუბრისას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა