logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჯორჯ სოროსი: სააკაშვილთან დამოკიდებულება ჩემთვის მტკივნეული გაკვეთილია
ჯორჯ სოროსი: სააკაშვილთან დამოკიდებულება ჩემთვის მტკივნეული გაკვეთილია
14:53 20.01.2018
„ცნობილი მილიარდერის ჯორჯ სოროსის ფონდი (OSF), რომელიც ოდესღაც ევროპაში დემოკრატიის გავრცელების სიმბოლო იყო,დღეს ნაციონალისტთა თავდასხმის ობიექტად იქცა“, - აღნიშნულია ბრიტანული Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს ენდრიუ ბირნის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიიდან:

„სოროსის ფონდი ამჟამად თითქმის 140 ქვეყანაში მოქმედებს და ხშირად მხარს უჭერს ისეთ ჯგუფებს, რომლებიც ხელისუფლებასთან ოპოზიციაში იმყოფებიან. სხვა მეცენატები და ქველმოქმედები ამგვარ პროდემოკრატიულ პრინციპებს თავს არიდებენ, ჯორჯ სოროსი კი პირიქით აკეთებს ხოლმე. იგი ასევე ითვლება აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ მსხვილ მხარდამჭერად. აქედან გამომდინარე, სავსებით ბუნებრივია ის, რომ ამერიკელი დემოკრატები პირადად ჯორჯ სოროსისაგან შეწირულებას იღებენ.

თუმცა, ზოგიერთების აზრით, ჯორჯ სოროსი ხშირად არასწორ აქცენტებს აკეთებს და წინააღმდეგობრივ ფიგურად წარმოჩინდება ხოლმე. ბოლო დროს მის მიმართ ბრალდებები გაისმა, რომ წლების წინ მილიარდერი ქართულ ოპოზიციას საქართველოს ხელისუფლების დამხობაში დაეხმარა, მისი კვალი ჩანს უკრაინაში და ამ რამდენიმე თვის წინ უნგრეთსა და მაკედონიაში მომხდარ ამბებში. ამასთან, ჯორჯ სოროსი ბრალდებებს უარყოფს. მილიარდერის აზრით, მისი მისამართით განხორციელებული თავდახმების ინიციატორს რუსეთი წარმოადგენს, რასაც ამ ქვეყნის პრეზიდენტის პირადული მოტივებით ხსნის: „ვლადიმერ პუტინს მე არ ვუყვარვარ“, - ამბობს ჯორჯ სოროსი და ამის მიზეზად იმ მხარდაჭერას ასახელებს, რომელიც მან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გაუწია, „ვარდების რევოლუციის“ მოხდენისა და ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით 2003 წელს.

ამასთან, ჯორჯ სოროსი შეცდომებსაც აღიარებს: მაგალითად, საქართველოს ყოფილი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც იგი ადრე მხარს უჭერდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არც ისეთი სანიმუშო ქომაგი აღმოჩნდა ღია საზოგადოების ფასეულობების ერთგულების საკითხში, როგორიც იგი ადრე, ოპოზიციაში ყოფნის დროს იყო“, - წერდა ჯორჯ სოროსი 2011 წელს.

საერთოდ, ჯორჯ სოროსის დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც საქართველოს პრეზიდენტობის შემდეგ უკრაინაში გუბერნატორი გახდა, ახლა კი სისხლის სამართლის დევნის ობიექტად იქცა, მილიარდერისათვის „მტკივნეული გაკვეთილი“ იყო: როგორც იგი ამბობს, „სადაც ჩემი ფონდები მოქმედებს, იმ ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში ჩარევისაგან თავი შორს უნდა დავიჭიროო“. ჯორჯ სოროსი აღიარებს, რომ ბევრი პროექტი თეორიულად იოლად განსახორციელებელი ჩანს, თუმცა პრაქტიკაში უფრო რთულია.






წყარო: «Financial Times» (დიდი ბრიტანეთი)

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა