logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«ТСН» (უკრაინა): მიხო-2018; რა სახელისუფლებო სავარძელს უმიზნებს სააკაშვილი და რატომ აღარ ეშინია მისი პოროშენკოს
«ТСН» (უკრაინა): მიხო-2018; რა სახელისუფლებო სავარძელს უმიზნებს სააკაშვილი და რატომ აღარ ეშინია მისი პოროშენკოს
14:22 15.01.2018
უკრაინის ტელეკომპანია „1+1“-ის საინფორმაციო სამსახურის მიერ ეთერში გადაიცა მასალა, რომელშიც განხილულია საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა 2017 წელს და 2018 წლის პერსპექტივა.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

მიხეილ სააკაშვილის გეგმებზე ისაუბრა მისმა თანამოაზრემ, ვერხოვნა რადას დეპუტატმა იური დერევიანკომ:

„ჩვენ გვაქვს ერთწლიანი გარდამავალი პარლამენტის შექმნის იდეა. გვინდა მოვძებნოთ 300 ჭკვიანი და ენერგიული ადამიანი, რომლებსაც უკრაინის გარდაქმნა სურთ“, - განაცხადა მან, მაგრამ არ დააზუსტა, როგორ და სად იპოვიან ამ ადამიანებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მზადაა გარდამავალი პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს.

„უკრაინის ახალი ძალების მოძრაობის“ ამ გეგმის რეალიზების შანსი მინიმალურია: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიის პერსპექტივა უიმედოა - სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, მას მხარს მხოლოდ ამომრჩეველთა 1,3% დაუჭერს, ბარიერი კი 5%-ია.

პრეზიდენტის გარემოცვიდან წყაროების თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკვე თავიანთი ტაქტიკა შეიმუშავეს: ახალი წლის წინ პეტრო პოროშენკო ძალიან ემოციურად აღიქვამდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მიხომ პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა და შერიგება სთხოვა, პეტრო დამშვიდდა:

„მან იგრძნო, რომ მიხო სუსტია და ეს ძალიან გაეხარდა“, - ამბობს პოროშენკოს ერთ-ერთი თანამოაზრე. მისი თქმით, მიხოს საწინააღმდეგო ახალი ტაქტიკა იურიდიულ მომენტებთანაა დაკავშირებული: „ახლა მის მიმართ მხოლოდ იურიდიული პროცედურები განხორციელდება. ზედმეტად ფიზიკურად არავინ შეეხება. ახლა მხოლოდ სასამართლოები, სასამართლოები და ისევ სასამართლოები... და ბოლოს, ქვეყნიდან გაძევება, მაგრამ არა მაინცდამაინც საქართველოში“.

სხვათა შორის, საქართველოში ექსტრადირება კიევმა საეჭვოდ მიიჩნია მას შემდეგ, რაც მიხოს თბილისის სასამართლოში განაჩენი გამოუტანეს. ესე იგი, გამოდის, რომ მას, ცნობილ პოლიტიკოსს, კიევიდან თბილისში ჩაყვანისას, პირდაპირ საპყრობილეში ჩასვამენ. ასეთი სცენარის რეალიზებით უკრაინის ურთიერთობა დასავლეთთან გაურესდება, რაც პეტრო პოროშენკოს გარემოცვას არ აწყობს.


p.s. საქართველოს შესახებ უკრაინულ პრესაში 13 იანვრის მასალებიდან აღსანიშნავია აგრეთვე გიორგი ვაშაძის ინტერვიუ გაზეთში «Факты и комментарии» სათაურით „ანტიკორუფციული სასამართლო აბსოლუტურად დამოუკიდებელი სტრუქტურა უნდა იყოს“, რომელშიც კორესპონდენტ ოლღა ბესპერსტოვასთან იგი უკრაინის ანტიკორუფციული სასამართლოს ფუნქციებზე და კორუფციასთან ბრძოლაში საქართველოს გამოცდილებაზეც ლაპარაკობს (წყარო: http://fakty.ua/254846).

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა