logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): ბოსნიის საგარეო საქმეთა სამინისტრო-ანატოლი ბიბილოვის ვიზიტი აზიანებს რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაციას
«Radio Voice of America» (აშშ): ბოსნიის საგარეო საქმეთა სამინისტრო-ანატოლი ბიბილოვის ვიზიტი აზიანებს რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაციას
13:37 15.01.2018
ბოსნია-ჰერცოგოვინას სერბთა რესპუბლიკაში (Republika Srpska) ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლების ვიზიტს აქტიური დისკუსია მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება 11 იანვარს ბოსნიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა, სადაც დაადასტურა, რომ სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობდა.

„თვითგამოცხადებული და საერთაშორისო დონეზე არაღიარებული სამხრეთ ოსეთიდან ვიზიტმა, ბოსნია-ჰერცოგოვინას სერბთა რესპუბლიკას (Republika Srpska // Република Српска) დიდი ზიანი მიაყენა. ამან „რესპუბლიკა სრპსკას“ რეპუტაცია შელახა და მნიშვნელოვნად დააზიანა მისი სტატუსი საერთაშორისო არენაზე” - განაცხადა ბოსნია-ჰერცოგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ჩრნადაკმა. მან ასევე აღნიშნა რომ, სამინისტრო არ იყო ვიზიტის შესახებ ინფორმირებული და მის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია.

იგორ ჩრნადაკის განცხადებით, აღნიშნულმა „რესპუბლიკა სრპსკას“ სტატუსი (ეს უკანასკნელი ბოსნია-ჰერცოგოვინის საერთაშორისოდ აღიარებული სრულუფლებიანი ერთეულია) ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „საეჭვო საერთაშორისო სტატუსს“ გაუთანაბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას შორის ურთიერთობებს არ დააზიანებს.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა ბოსნიის კოლექტიური პრეზიდიუმის წევრი მლადენ ივანიჩი, რომლის თქმით, პრეზიდიუმმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.

გასულ კვირას ბოსნია-ჰერცოგოვინას სერბთა რესპუბლიკის „რესპუბლიკის დღე” აღინიშნა. ბანია-ლუკაში გამართულ სამხედრო აღლუმზე, საპატიო სტუმრის სტატუსით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც იყო მიწვეული. ოსი სეპარატისტების „პრეზიდენტთან“ ერთად საპატიო ლოჟაში სერბთა რესპუბლიკისა და სერბეთის პოლიტიკური და საეკლესიო ელიტა იყო წარმოდგენილი. ბოსნია-ჰერცოგოვინის სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მილორად დოდიკი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს, ბიბილოვს და რუსეთის ელჩს შეხვდა, რის შემდეგაც მათ რუსი დიპლომატის, ვიტალი ჩურკინის საპატივცემული მონუმენტი აღმართეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა. განმარტება ჯერ არ გაუკეთებია სერბეთს, რომლის დედაქალაქ ბელგრადში ანატოლი ბიბილოვი ბოსნიაში ჩასვლამდე იმყოფებოდა, ეკლესიები მოინახულა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსს, ბაჩსკას ეპარქიის წინამძღოლს ირინეის შეხვდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა