რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია საქართველოს ექს-პრეზიდენტთან
(უკრაინის ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორთან) დაკავშირებული მოვლენები როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში: თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი მიხეილ სააკაშვილის მიმართ და კიევის საპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა მისი შინაპატიმრობის თაობაზე.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გტავაზობთ სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:
პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული როგორც საქართველოს პროკურატურის კომენტარი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისათვის თავისუფლების სამწლიანი აღკვეთის შესახებ („პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოროტად სარგებლობა, რომელიც გამოიხატა სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალებაში“), ასევე საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ პრეზიდენტის დასჯა მისი დისკრეციული უფლების (შეწყალების) სარგებლობისს გამო ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. საინტერესოა, რომ მიხეილ სააკაშვილმა გიორგი მარგველაშვილის ნათქვამი თავის სასარგებლოდ გამოიყენა და ფეისბუქში ჩაწერა: „თვით ჩემი ოპონენეტიც კი, მოქმედი პრეზიდენტი მარგველაშვილი თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემს მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნაა“.
„მართალია, გიორგი მარგველაშვილს პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა უპასუხა („კონსტიტუციური უფლება არ ნიშნავს ამ უფლების ბოროტად გამოყენებას. როგორც ჩანს, მარგველაშვილი ფიქრობს, რომ მართლმსაჯულებას კითხვები მის მიმართაც გაუჩნდება“), მაგრამ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ეჭვობს, რომ ხელისუფლება ექსტრადირების საკითხს მხოლოდ ფორმალურად უდგება: სინამდვილეში მთავრობას ექს-პრეზიდენტის უკრაინიდან საქართველოში ჩამოყვანა არ სურს - თბილისისთვის უფრო კარგი იქნება, თუ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი კიევში დარჩება და „მზის ქვეშ ადგილისათვის“ ბრძოლას უკრაინაში გააგრძელებს“, - აღნიშნულია სტატიაში.

















