logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ng.ru“(რუსეთი): ქართული საზოგადოება ეჭვობს, რომ ხელისუფლება სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს მხოლოდ ფორმალურად უდგება
„ng.ru“(რუსეთი): ქართული საზოგადოება ეჭვობს, რომ ხელისუფლება სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს მხოლოდ ფორმალურად უდგება
13:52 10.01.2018
რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია საქართველოს ექს-პრეზიდენტთან (უკრაინის ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორთან) დაკავშირებული მოვლენები როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში: თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი მიხეილ სააკაშვილის მიმართ და კიევის საპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა მისი შინაპატიმრობის თაობაზე.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გტავაზობთ სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:

პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული როგორც საქართველოს პროკურატურის კომენტარი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისათვის თავისუფლების სამწლიანი აღკვეთის შესახებ („პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოროტად სარგებლობა, რომელიც გამოიხატა სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალებაში“), ასევე საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ პრეზიდენტის დასჯა მისი დისკრეციული უფლების (შეწყალების) სარგებლობისს გამო ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. საინტერესოა, რომ მიხეილ სააკაშვილმა გიორგი მარგველაშვილის ნათქვამი თავის სასარგებლოდ გამოიყენა და ფეისბუქში ჩაწერა: „თვით ჩემი ოპონენეტიც კი, მოქმედი პრეზიდენტი მარგველაშვილი თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემს მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნაა“.

„მართალია, გიორგი მარგველაშვილს პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა უპასუხა („კონსტიტუციური უფლება არ ნიშნავს ამ უფლების ბოროტად გამოყენებას. როგორც ჩანს, მარგველაშვილი ფიქრობს, რომ მართლმსაჯულებას კითხვები მის მიმართაც გაუჩნდება“), მაგრამ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ეჭვობს, რომ ხელისუფლება ექსტრადირების საკითხს მხოლოდ ფორმალურად უდგება: სინამდვილეში მთავრობას ექს-პრეზიდენტის უკრაინიდან საქართველოში ჩამოყვანა არ სურს - თბილისისთვის უფრო კარგი იქნება, თუ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი კიევში დარჩება და „მზის ქვეშ ადგილისათვის“ ბრძოლას უკრაინაში გააგრძელებს“, - აღნიშნულია სტატიაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა