თურქულ გამოცემა «Hürriyet»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია
საქართველოს საზღვრისპირა თურქეთის, არტაანის ილში (ოლქის) შექმნილი მდგომარეობა, რომელიც საავტომობილო საწვავის ფასებს ეხება.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას შემოკლებით:
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, არტაანის ოლქში ბოლო დროს ძალზე მოიმატა ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასებმა. შესაბამისად, არტაანელები 15 ლირას იხდიან, გადადიან საზღვარზე ავტომანქანებით მეზობელ საქართველოში „სამოგზაუროდ“, უკან კი ბენზინით ან დიზელით სავსე ავზებით ბრუნდებიან.
ავტორი ესაუბრება საქართველოს საზღვართან მდებარე ქალაქ პოსოფის მცხოვრებ მუსტაფას, რომელიც უკვე დიდი ხანია ბენზინის შესაძენად საქართველოში დადის: „ჩვენთან ერთი ლიტრი ბენზინი 5,66 ლირა ღირს, საქართველოში კი 3,80. ერთი ლიტრი ევროდიზელი ჩვენთან 5,17 ლირა ღირს, საქართველოში - 3,50. საზღვარზე ამ მიზნით განსაკუთრებით ბევრი ხალხი გადადის გამოსასვლელ დღეებში, შაბათსა და კვირას. ავზში მეტი ბენზინი რომ ჩაეტიოს, ავზის მხარეს საბურავს ქვეშ ხის ნაჭერს ვუდებთ და მაღლა ვწევთ. ეს ჩვენთვის ძალზე მომგებიანია“, - ამბობს მუსტაფა და იცინის.
ავტომანქანების მფლობელთა ინტერესი გასაგებია, მათ იაფფასიანი საწვავი სურთ, მაგრამ აბა ერთი პოსოფის ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებს შეეკითხეთ, რა განწყობაზე არიან! ისინი ჩივიან, რომ შემოსავლები შეუმცირდათ და შესაბამისად, იძულებულნი არიან სამუშაო ადგილებიც შეამცირონ.
p.s. პუბლიკაციის სათაური ინტერპრეტირებულია

















