logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„echo.az“(აზერბაიჯანი): რა ბედი ელოდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას?
„echo.az“(აზერბაიჯანი): რა ბედი ელოდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას?
14:13 06.01.2018
აზერბაიჯანელი ეკონომისტი ნატიგ ჯაფარლი ინტერვიუში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პერსპექტივას ეხება და ამბობს, რომ აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტვირთების გადაზიდვის ხარჯების შესამცირებლად ტარიფებს უნდა გადახედონ: „ბაქო-თბილისი-ყრაის მაგისტრალის მთავარი მიზანია კონტეინერული გადაზიდვები ჩინეთიდან, პეკინის ყურადღების მიზიდვა კი მხოლოდ დაბალი ტარიფებითა და ადგილზე ტვირთის სწრაფი მიტანით შეიძლება“, - განაცხადა მან „ეხოს“ კორესპონდენტ ელმირა რუსტამოვასთან საუბარში.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

ეკონომისტის თქმით, რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ უახლოეს წლებში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რაიმე მნიშვნელოვან მოგებას მოიტანს, მაგრამ ამ სატრანსპორტო მაგისტრალს მომავალში დიდი პერსპექტივა აქვს. „დღეს რკინიგზის მთავარ მიზანს საქონელთბრუნვის გაფართოება და ტვირთების სწრაფი გადაზიდვა წარმოადგენს, რაც უფრო მეტი იქნება ტვირთების მოცულობა, მით უფრო მეტია შემოსავლები. შესაბამისად, ხარჯები რომ ანაზღაურდეს, ამისთვის დროა საჭირო“, - აღნიშნა ნატიგ ჯაფარლიმ.

„აქვე შევნიშნავთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლოატაციის დაწყების წინ აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა სატარიფო პოლიტიკა შეათანხმეს: ერთი ტონა ტვირთის გადატანის ფასი - 37,9 დოლარი, ერთი ვაგონის - 2279 დოლარი, ხოლო ერთი 40-ფუტიანი კონტეინერის - 529 დოლარი“, - წერს „ეხოს“ კორესპონდენტი.

„ჩვენ ისეთი ტარიფები უნდა დავაწესოთ, რომლითაც ჩინეთი დაინტერესდება. რა დასამალია და სწორედ პეკინზეა ბევრად დამოკიდებული რკინიგზის ეკონომიკური მიზანშეწონილება. პერსპექტივაში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით ჩინეთი ევროპას უნდა დაუკავშირდეს და მისი ტვირთები ლონდონამდე უნდა იქნეს მიტანილი. ამჟამად ჩინეთის ევროპული ტვირთები ასეული მილიონი ტონით განისაზღვრება. ძალიან ბევრი ქვეყანა ნატრობს ამ ტვირთების გადატანაში მონაწილეობას და შემოსავლების მიღებას, თუ მათ გეოგრაფიული მდებარეობაც ხელს უწყობთ“, - ამბობს აზერბაიჯანელი ეკონომისტი.

„რაც შეეხება გეოგრაფიულ ნიუანსებს, ჩინეთიდან ევროპამდე გზა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ნამდვილად შემოკლდება, რადგან ტვირთების გადატანა შავი ზღვის მარშრუტით საჭირო აღარ იქნება. ყარსიდან ევროპამდე (საბერძნეთ-ბულგარეთის გავლით) რკინიგზა უკვე მუშაობს და ტვირთების გადატანა უკვე ხდება. თუმცა ჩინეთიდან ბაქომდე ტვირთების მოსატანად მაინც ბორანის გამოყენება იქნება აუცილებელი, კასპიის ზღვაზე“, - აცხადებს ნატიგ ჯაფარლი და იქვე ხაზს უსვამს: „ეს, რასაკვირველია, დროის დაკარგვას და დამატებით ხარჯებს გამოიწვევს, ამიტომ ჩვენ ფასების საკითხში მოქნილი პოლიტიკა უნდა გავატაროთ. ამის შესაბამისად, პარტნიორების რაოდენობაც გაიზრდება და საქონელთბრუნვის მოცულობაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ერთადერთი სპონსორია, ამიტომაც ჩვენ ყველაზე მეტად გვმართებს მუშაობა „ბარიერების“ აღმოსაფხვრელად“.

„რასაკვირველია, ამ ახალი სარკინიგზო მაგისტრალის გახსნა სამხრეთ კავკასიისთვის გასული 2017 წლის წლის დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენას წარმოადგენს: როგორც მინიმუმი, სამ მეზობელს შორის ვაჭრობისა და საქონელთბრუნვის მოცულობა გაიზრდება, რაც, თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს პარტნიორი ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაზე. გამორიცხული არაა, რომ დროთა განმავლობაში ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში მონაწილეობას სხვა მეზობელი ქვეყნებიც მიიღებენ“, - ოპტიმისტურად ამთავრებს ინტერვიუს ნატიგ ჯაფარლი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა