logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«The Wall Street Journal» (აშშ): რუსეთთან ომის შემდეგ ამერიკული აღჭურვილობა თბილისის შავ ბაზარზე იყიდებოდა
«The Wall Street Journal» (აშშ): რუსეთთან ომის შემდეგ ამერიკული აღჭურვილობა თბილისის შავ ბაზარზე იყიდებოდა
13:33 06.01.2018
გავლენიანი ამერიკული გამოცემის, «The Wall Street Journal»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია უკრაინისთვის ამერიკული იარაღის გადაცემის სავარაუდო შედეგები: რამდენად არის შესაძლებელია, რომ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა „ჯაველინი“ სხვა სახელმწიფოს ჩაუვარდეს ხელში.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ თომას გროუვის და ჯულიან ბარნსის ავტორობით გამოქვეყნებული პუბლიკაციის რეზიუმეს:

აშშ-ის გეგმებმა უკრაინისათვის ირაღის გადაცემის თაობაზე რუსეთის მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია და მოსკოვ-ვაშინგტონის ისედაც გართულებული ურთიერთობის უფრო გაურესებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მაგრამ წინ კიდევ ერთი პრობლემა იკვეთება: რამდენადაა შესაძლებელი, რომ უკრაინისთვის გადაცემული იარაღი მტრის ხელში არ ჩავარდეს - ისე, როგორც ეს წარსულ ხდებოდა? კიევისათვის იარაღის მიცემა ემსახურება იმას, რომ დღეს მიყუჩებული კონფლიქტი არ გაღვივდეს და მსხვილმასშტაბიან ომში არ გადაიზარდოს, ანუ როცა მოწინააღმდეგე დაინახავს, რომ უკრაინის მთავრობას თავდაცვის მეტი შესაძლებლობა აქვს, მტერი შეტევას ვეღარ გაბედავს.

აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ყურადღებით სწავლობენ უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების - Javelin-ების გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს. გადაწყდა, რომ ამ იარაღით აღჭურვილნი იქნებიან მხოლოდ ის სამხედრო ნაწილები, რომლებიც ფრონტიდან შორს არიან განლაგებულნი, რათა მათ „ჯაველინები“ შეტევისათვის არ გამოიყენონ. სწორედ ასეთ მომენტში იქმნება ყველაზე მეტი საფრთხე იმისა, რომ ვაითუ უკან დახევის დროს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები მოწინააღმდეგეს ხელში ჩაუვარდეს.

2014 წელს, როცა ამერიკამ უკრაინას რადარული სისტემები გადასცა მოწინააღმდეგის არტილერიის დისლოცირების ადგილის გამოსავლენად, ერთ-ერთი დანადგარი, რომელიც დებალცევოსთან ახლოს იდგა, პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების ხელში აღმოჩნდა.

მართალია, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა ამერიკულ მხარეს შეატყობინა, რომ უკანდახევის დროს რადარული სისტემის ნაწილი გავანადგურეთო, მაგრამ ფაქტია, რომ ერთადერთი მსგავსი მაგალითი არ არის: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს, 2008 წელს, რუსების მიერ დაკავებულ სამხედრო ბაზებზე ამერიკული აღჭურვილობა ინახებოდა და მოგვიანებით, მათი ნაწილის შეძენა თბილისის შავ ბაზარზე შეიძლებოდა. ასეთი ინციდენტები მომავალში გამორიცხული არ არის. ზოგიერთი ცნობით, აღმოსავლეთვეროპული წარმოების ზოგიერთი იარაღი, რომლებიც სირიელ ანტისამთავრობო სამხედრო დაჯგუფებას მიეწოდებოდა, „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტთა ხელში აღმოჩნდა.

აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალური პირები მნიშვნელოვნად თვლიან იმას, რომ ისეთი იარაღი, როგორიცაა „ჯაველინი“, სეპარატისტებს ხელში არ ჩაუვარდეთ. თუ ასე მოხდება, ისინი ამ რაკეტებს უკრაინის არმიის ტანკების წინააღმდეგ გამოიყენებენ.

ამერიკის მცდელობა გონივრულია, რადგან დონბასელ პრორუს სეპარატისტებს ან რუსებს, თუ ისინი „ჯაველინებს“ დაუფლებიან, ამ იარაღის გადაყიდვის შესაძლებლობა ექნებათ სხვა კონფლიქტების ზონებში. საბოლოო ჯამში, „ჯაველინები“ ისევ ამერიკული ტექნიკის (ჯავშანმანქანების და ტანკების) ან სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, უკრაინიდან ასეული კილომეტრის მოშორებით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა