logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სომხური გამოცემა: საქართველო უკმაყოფილოა რუსეთთან ჩვენი ურთიერთობით, ჩვენ კი უკმაყოფილონი ვართ, რომ საქართველოს ურთიერთობა თურქეთ-აზერბაიჯანთან სულ უფრო მტკიცდება
სომხური გამოცემა: საქართველო უკმაყოფილოა რუსეთთან ჩვენი ურთიერთობით, ჩვენ კი უკმაყოფილონი ვართ, რომ საქართველოს ურთიერთობა თურქეთ-აზერბაიჯანთან სულ უფრო მტკიცდება
12:26 26.12.2017
„საქართველოსთან მაღალი დონის ურთიერთობის განვითარება სომხეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი ყოველთვის იყო. რასაკვირველია, ორი მეზობელი ქვეყნის ერთმანეთთან დამოკიდებულება მეგობრულია და მას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს, თუმცა არის რიგი საკითხები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, ხელს არ უწყობენ ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკურ თანამშრომლობის გაღრმავებას. მაგალითად, დავა ეკლესიების კუთვნილების თაობაზე, პრინციპული უთანხმოება რეგიონული კონფლიქტების მოგვარების საკითხში და ა.შ. საქართველო უკმაყოფილოა რუსეთთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობით, ჩვენ კი ასევე უკმაყოფილონი ვართ იმით, რომ სულ უფრო მტკიცდება საქართველოს ურთიერთობა თურქეთთან და აზერბაიჯანთან როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და რაც ყველაზე მიუღებელია ჩვენთვის - სამხედრო სფეროშიც. სხვათა შორის, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთნდობის ერთგვარი ინდიკატორი შესაძლოა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც გახდეს“, - წერს პოპულარული სომხური გამოცემა «Первый Армянский Информационный».

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ არამ სარგსიანის ავტორობიტ გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას, რომელშიც სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის თბილისური ვიზიტის მოსალოდნელ შედეგებზეცაა საუბარი.

ავტორი ესაუბრება ქართველ პოლიტოლოგს ვაჟა ბერიძეს, რომელიც ყურადღებას ამახვილებს საქართველოსა და სომხეთის საგარეოპოლიტიკური კურსის განსხვავებაზე: სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი რუსეთია, საქართველოსი კი - აშშ. ეს ფაქტორი მეტ-ნაკლებად ნეგატიურ გავლენას ახდენს თბილის-ერევნის ურთიერთობაზე, თუმცა ორივე მხარის ნების შემთხვევაში შეიძლება მოიძებნოს ურთიერთობის ისეთი ფორმა, რომელიც ურთიერთხელსაყრელი იქნება. „ამ მხრივ მნიშვნელოვანია სომხეთ-ევროკავშირის ახლახან გაფორმებული პარტნიორობის ხელშეკრულება, რომლის ჩარჩოებში საქართველოს და სომხეთს თანამშრომლობა შეუძლიათ“, - ამბობს ქართველი ექსპერტი. იგი ასევე აღნიშნავს რუსეთის ფაქტორის ნეგატიურ მნიშვნელობაზე, თუმცა მიუთითებს, რომ რუსეთი ერევან-თბილისის ერთმანეთთან დაახლოებას ხელს არ შეუშლის, მით უმეტეს, რომ მოსკოვი მიესალმა სომხეთის ევროკავშირთან ინტეგრაციას.

რაც შეეხება სომხეთსა და საქართველოს შორის არსებულ უთანხმოებას სხვადასხვა საკითხების, ვთქვათ, კონფლიქტების მოგვარების მიმართ, ვაჟა ბერიძის თქმით, „რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ: არის თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ღერძი, არის ასევე სომხეთ-რუსეთის ალიანსი. მაგრამ თუ სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფო ადექვატურად ფიქრს არ დაიწყებენ, ვერცერთი საკითხი ვერ მოგვარდება, მათ შორის, ვერ იმუშავებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც. ამიტომაც ჩვენ აქცენტი ამ პრობლემების გამწვავებაზე კი არ უნდა გადავიტანოთ, არამედ უნდა შევქმნათ წინამძღვრები მათ მოსაგვარებლად. სომხები, ქართველები და აზერბაიჯანელები სხვაგან ვერ გადასახლდებიან, მათ ბედმა ერთმანეთთან თანაცხოვრება არგუნათ, მათ აქვთ უფლება ნორმალურად, ადამიანურად იცხოვრონ. თუ ასეთი მიდგომა არ იქნება, მაშინ ლიდერთა შეხვედრა-მოლაპარაკება პრაქტიკულ შედეგებს ვერ მოიტანს. ეს ეხება სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტსაც საქართველოში“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა