logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
"ng.ru" (რუსეთი): სომხეთის დროშები წინასაახალწლო თბილისის ქუჩებში; სერჟ სარგსიანის ვიზიტის მიზანი
"ng.ru" (რუსეთი): სომხეთის დროშები წინასაახალწლო თბილისის ქუჩებში; სერჟ სარგსიანის ვიზიტის მიზანი
11:23 26.12.2017
რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ოფიციალური ვიზიტის პროგრამა და კომენტარები.


საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გტავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

„ერევანში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ იმას, რომ პრეზიდენტის ვიზიტი ფაქტიურად ემთხვევა საქართველოში სომხეთის ახალი ელჩის რუბენ სადოიანის დანიშვნას, რომელმაც თბილისში არსებული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტზე ყოფილი სპორტსმენი, შტანგისტი იური ვარდანიანი შეცვალა. ელჩის შეცვლა იოლი არ ყოფილა. ქართულმა მხარემ უარყო პოლიტოლოგ სერგეი მინასიანის კანდიდატურა, რომელსაც, ერთ-ერთი ვერსიით, თბილისი პრორუსულად განწყობილ პიროვნებად მიიჩნევდა. ეს ფაქტი შეიძლებოდა ნეგატიურად ასახულიყო ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე. (...)

ახალი ელჩი რუბენ სადოიანი სომხეთის პარლამენტის (ეროვნული კრების) ყოფილი დეპუტატია. საკანონმდებლო ორგანოში მას დადებითად აფასებენ. „იგი ეფექტური ელჩი იქნება“, - დარწმუნებულია საგარეო საკითხების კომისიის თავმჯდომარე არმენ აშოტიანი. სხვათა შორის, ახალმა ელჩმა თბილისში პირველივე დღეებიდანვე აქტიური მოქმედება დაიწყო: იგი მთელ ძალისხმევას მიმართავს იმისკენ, რომ ჯერ ერთი - სომხური დიასპორის მობილიზება მოახდინოს და მეორე - შექმნას და განახორციელოს სწორი ურთიერთობისა და კომუნიკაციის სისტემა საქართველოს ხელისუფლებასთან. (...)

ერევნის რეგიონული კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის ჯონი მელიქიანის კომენტარით, პრეზიდენტის ვიზიტის დამთხვევა ელჩის დანიშვნასთან პოზიტიურად უნდა აისახოს საქართველო-სომხეთის ურთიერთობებზე. „ერთი მხრივ, სერჟ სარგსიანის ვიზიტი 2017 წლის შედეგების განზოგადებას წარმოადგენს, მეორე მხრივ - ერევანსა და თბილისს მომავალი წლისათვის თანამშრომლობის პროგრამა ჭირდებათ, განსაკუთრებით ტურიზმის, ენერგეტიკის, და სატრანზიტო პოტენციალის სფეროებში“, - ამბობს „ნეზავისიმაია გაზეტას“ კორესპონდენტთან საუბარში ჯონი მელიქიანი.

სატრანზიტო პოტენციალში, როგორც ჩანს, იგულისხმება ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა რუსეთის მიმართულებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით. როგორც ცნობილია, ამ რამდენიმე დღის წინათ საქართველომ შვეიცარიულ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა სავაჭრო დერეფნებში საბაჟო რეგულირების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ თვითონ საქართველოს სულაც არ ჭირდება რუსეთთან დამატებითი კომუნიკაციების არსებობა: თბილისისათვის რუსეთთან დასაკავშირებლად სრულიად საკმარისია სამხედრო გზა და აზერბაიჯანის რკინიგზა. გარდა ამისა, თბილისი შიშობს, რომ მისი კონტროლიდან გასული ავტონომიების ტერიტორიებზე ტვირთების ტრანზიტი ხელს შეუწყობს რეგიონში უკვე არსებული გეოპოლიტიკური რეალიების ლეგიტიმიზაციას. სომხეთისათვის კი, რომელიც თურქეთ-აზერბაიჯანის მხრიდან კვლავ ბლოკადაში რჩება, რკინიგზისა (აფხაზეთის გავლით) და საავტომობილი გზის (სამხრეთ ოსეთის გავლით) აღდგენა „სასიცოცხლოდ“ მნიშვნელოვანი საკითხია. აქედან გამომდინარე, კანონზომიერია, რომ სერჟ სარგსიანი გიორგი მარგველაშვილთან და გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე ტრანზიტის პრობლემატიკის განხილვას ყურადღებას მიაქცევს.

როგორც ჯონი მელიქიანი ვარაუდობს, ქართული მხარე სომხეთის პრეზიდენტს სიტუაციის თავის ხედვას გააცნობს, განსაკუთრებით ახლახან შვეიცარიულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის ფონზე. მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ ამ დღეებში სომხეთ-ირანის საზღვართან, მეგრში, „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის ჩარჩოებში, თავისუფალი ეკონომიკური ზონა გაიხსნა. „და თუ ამას დავამატებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, ეს მოწმობს, რომ რეგიონის ინფრასტრუქტურული პროექტების დივერსიფიცირება ხდება“, - თვლის ჯონი მელიქიანი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა