logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ამერიკელი ექსპერტები: სააკაშვილი გამბედავი პოლიტიკოსია, მაგრამ მესამე მაიდნის გამართვა არ გამოუვიდა
ამერიკელი ექსპერტები: სააკაშვილი გამბედავი პოლიტიკოსია, მაგრამ მესამე მაიდნის გამართვა არ გამოუვიდა
10:53 26.12.2017
როგორ აფასებენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოქმედებებს უკრაინაში საქართველოს და უკრაინის მეგობრები და რეგიონის ექსპერტები. ამ კითხვებით „ამერიკის ხმამ“ მეთიუ ბრაიზას და მაიკლ კარპენტერს მიმართა.

რეგიონის მკვლევარები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილს კიევში მესამე მაიდნის გამართვა არ გამოუვიდა.

„მას არ გამოუვიდა მესამე მაიდნის იდეა, პარლამენტის გარშემო კარვების ქალაქის გაშლას კრიტიკული მასა არ აჰყვა, ვფიქრობ ამის მიზეზი ისაა, რომ უკრაინელი ხალხი დაიღალა, მათ ნორმალური ცხოვრება სურთ, სადაც აქვთ სახლი, ტანსაცმელი, საჭმელი და რუტინული ცხოვრება. ვფიქრობ, მათ არ სურთ ქუჩებში გამოსვლა, მაგრამ ასევე არ მგონია უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას დანაპირების შესრულება შეეძლოს. მე არ ვიცი, რა გამოვა ამ ყველაფრიდან. პრობლემები ღრმაა. ამ პოლიტიკურ ელიტას საზოგადოების მოთხოვნების შესრულება არ ძალუძს“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი.

ამასთან, საქართველოს ექს-პრეზიდენტის საქციელს მეთიუ ბრაიზა გაბედულს უწოდებს: „მიხეილ სააკაშვილი ბევრს არ მოწონს, ბევრს მიაჩნია, რომ იგი ზედმეტად აგრესიული და იმპულსურია, მაგრამ ის გამბედავი პოლიტიკოსია. იგი უკრაინიდან გააძევეს, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას პასპორტი ჩამოართვა, მაგრამ ამის მიუხედავად, ის პოლონეთში ჩავიდა, იქედან როგორღაც უკრაინაში შესვლა მოახერხა, როგორღაც პოულობს გზას დარჩეს პოლიტიკურად აქტიურად“.

მეთიუ ბრაიზას შეფასებით, უკრაინის მთავრობას მიხეილ სააკაშვილის იქ დარჩენა არ სურს. ექსპერტის აზრით, „არც საქართველოს მთავრობას უნდა მისი ქვეყანაში დაბრუნება. თქვენ რომ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი ან პრემიერის უკან მდგარი ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყოთ - მოგინდებოდათ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება და პოლიტიკურად გააქტიურება?“

უკრაინაში კორუფციის ზრდაზე და მოსახლეობის იმედგაცრუებაზე საუბრობს ბაიდენის ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერიც. თავდაცვის მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე ამბობს, რომ ბოლო წლის განმავლობაში უკრაინაში კორუფცია გაიზარდა, თუმცა იმის გამო, რომ შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი საშინაო საქმეებზე იყვნენ კონცეტრირებულნი, ნაკლები იყო წნეხი უკრაინის მთავრობაზე.

„არ მგონია ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ პრობლემის გასახმოვანებლად სწორი ადამიანი იყოს. ის ზედმეტად პოლარიზებული ფიგურაა. მან საქართველოში სიღრმისეული რეფორმები გაატარა, მაგრამ ასევე მის სახელს უკავშირდება ოპოზიციის წინააღმდეგ სახელმწიფო აპარატის გამოყენება, რაც დემოკრატიულ ნორმებში არ ჯდება. ჩემი აზრით, ის უკრაინის პრობლემებზე სალაპარაკოდ სწორი ფიგურა არ არის“, -ამბობს მაიკლ კარპენტერი. მისი აზრით, ბევრი უკრაინელია, ვისაც შეუძლია გაუძღვეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და „მიხეილ სააკაშვილი საამისოდ სწორი ფიგურა არ არის“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა