logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
"kommersant": საქართველოში საახალწლოდ წამსვლელ ტურისტთა რაოდენობა 29%-ით გაიზარდა
"kommersant": საქართველოში საახალწლოდ წამსვლელ ტურისტთა რაოდენობა 29%-ით გაიზარდა
10:41 26.12.2017
„კრიზისულმა წლებმა რუსი ტურისტები აიძულა უფრო ახალი და მაქსიმალურად იაფი და იმავდროულად შთამბეჭდავი სამოგზაურო მიმართულებები ეძებნათ. საქართველო და სომხეთი ბოლო ორ წელიწადში ტურისტულ ჰიტებად გადაიქცნენ. ორივე ქვეყანა თავის პოპულარობას ინარჩუნებენ მაშინაც კი, როცა რუსები ნაჩვევ ევროპულ კურორტებს უბრუნდებიან. რუსი მოგზაურებისთვის კიდევ ერთი ტურისტულ ფავორიტს აზერბაიჯანი წარმოადგენს. ჩვენ შევეცადეთ იმის გარკვევას, თუ რით იზიდავს რუს ტურისტებს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები“, - ასე იწყება ჟურნალ «КоммерсантЪ-Деньги»-ში გამოქვეყნებული ვრცელი სტატია.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ალექსანდრა მერცალოვას ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

მგზავრთა გადაყვანის სტატისტიკური რესურსის - Skyscanner-ის მონაცემებით, ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში სამოგზაურო ქვეყნების ოცეულში საქართველოს მე-8 ადგილი უკავია (46%-ით მეტი მსურველი გასული წლის ამ პერიოდთან შედარებით), მე-10 ადგილზეა აზერბაიჯანი (+118%), სომხეთი - მე-18-ზე (+4%). ამავე დროს, როგორც ტურიზმის დარგის ექსპერტი დიმიტრი ხევანსკი ამბობს, არაა გამორიცხული, რომ უახლოეს ხანში საქართველომ და აზერბაიჯანმა ადგილები გაცვალონ: „რუსმა ტურისტებმა თბილისი უკვე „აღმოაჩინეს“, მათთვის ახლა სიახლეს ბაქო წარმოადგენს. თანაც, მგზავრობა საკმაოდ იაფია, აქტიურად ხდება განჯისა და სხვა ქალაქების აეროპორტებით სარგებლობა“.

მგზავრთა გადაყვანის კიდევ ერთი სტატისტიკური რესურსის - Momondo-ს წარმომადგენლის ირინა რიაბოვოლის თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოსა და სომხეთის ზამთრის კურორტებზე მსურველების რაოდენობა შესაბამისად 74 და 29%-ით გაიზარდა, თუმცა მათთან შედარებით აზერბაიჯანი „ფეთქებად“ შედეგებს აჩვენებს - 2015 წლიდან 141%-იანი ზრდა! „ჩვენი მონაცემებით, დღეს აზერბაიჯანი პოსტსაბჭოთა სივრცეში პოპულარობით მე-4 ადგილზეა, მაგრამ პროგნოზის მიხედვით, რომ 2018 წელს აზერბაიჯანი მეორეზე გადაინაცვლებს“.

როგორც OneTwoTrip-ის წარმომადგენელი არკადი გინესი ამბობს, მათი კომპანიის მონაცემებით, საქართველოში საახალწლოდ წამსვლელთა რაოდენობა 29%-ით გაიზარდა. „საქართველო მოგზაურებისთვის საინტერესო ქვეყანაა. იქ ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილია, განთქმულია ქართული სამზარეულო, საზაფხულო და საზამთრო კურორტები“, - აღნიშნავს არკადი გინესი.

რამდენად გაგრძელდება პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში „ტურისტული ბუმი“? არიან თუ არა ისინი რუსეთის კონკურენტები?

ტურისტული სააგენტო „დელფინის“ გენერალური დირექტორის სერგეი რომაშკინის აზრით, ტურიზმის დარგში პოსტსაბჭოთა ქვეყნებს კონკურენტები არ ჰყავს. „მათ საკმაოდ დაცული ნიშა აქვთ, რაც, პირველ რიგში, გამოიხატება ფართო შემეცნებითი პროგრამით. პირობითად თუ ვიტყვით, თურქეთი უფრო სოჭის კონკურენტია, ვიდრე საქართველოსი. პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში ტურისტების ზრდას მათი შიდა დრაივერი უზრუნვეყოფს: მაგალითად, საქართველოს შეთხვევაში საქმე გვაქვს ძველი ინტერესის რეანიმაციასთან - ეს ქვეყანა ადრეც საინტერესო იყო რუსებისათვის, შემდეგ, გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, იქ ვერავინ ჩადიოდა, ახლა კი ისევ გააქტიურდნენ“, - განმარტავს სერგეი რომაშკინი.

მომავალში სწორედ საერთაშორისო სიტუაციამ შეიძლება შეუშალოს ხელი ინტერესის ზრდას პოსტსაბჭოთა კურორტების მიმართ. ასეთი ტენდენცია შეინიშნება უკრაინაში.

რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სამომავლოდ ამ ქვეყნის კონკურენტუნარიანობა პლაჟური მიმართულებით გაიზრდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა