logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
უკრაინული პრესა: რა შეცდომა დაუშვა სააკაშვილმა პოროშენკოსათვის წერილის მიწერით
უკრაინული პრესა: რა შეცდომა დაუშვა სააკაშვილმა პოროშენკოსათვის წერილის მიწერით
14:57 21.12.2017
მიხეილ სააკაშვილი კვლავ მოხვდა მისთვის არასასიამოვნო სიტუაციაში, რომელიც მისსავე წერილთან არის დაკავშირებული, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთვის მიწერილ უსტართან. ინფორმაცია წერილის თაობაზე რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, ცოტა მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ მართლაც გაუგზავნა მიმართვა პრეზიდენტს. რადგან იმ მომენტში უსტარის შინაარსის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა თვითონ, თავის სასარგებლოდ გაუკეთა კომენტარი თავისსავე წერილს... და როგორც გაირკვა, საკმაოდ თავისუფალი ინტერპრეტაციით. ეს ჩანს თვით წერილიდანაც, რომელიც პეტრო პოროშენკოს პრეს-მდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ გამოაქვეყნა.

თავისი წერილის ზეპირ კომენტარში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გააკეთა ის, რასაც „გამარჯვებულები აკეთებენ“. სინამდვილეში კი, როგორც თვით წერილის ტონიდან ჩანს, ის, რაც მასში წერია, „გამარჯვებულის“ მიმართვა კი არ არის, არამედ მთხოვნელისა, რომელიც იმავე დროს იმასაც აღიარებს, რომ „დაუშვა და დღესაც უშვებს ბევრ პოლიტიკურ შეცდომას“.

თავის კომენტარებში მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა: „წერილში ასე დავწერე - თქვენ მე არასწორად დამადანაშაულეთ. თქვენ არ შეიძლება არ გცოდნოდათ, რომ რუსეთის აგენტის დარქმევა ჩემთვის შეურაცხყოფაა“. მაგრამ წერილში სიტყვები დადანაშაულების თაობაზე არ არის, ამასთან არის ასეთი ფორმულირება: „ეფესბე“-ზე მუშაობო, ჩემდამი ასეთი ბრალდება სრული აბსურდია“.

თუმცა მთავარი სიცრუე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა თავის კომენტარში თქვა, ისაა, რომ თითქოსდა მისი წერილის პასუხად პეტრო პოროშენკო მასთან არაოფიციალურ შეხვედრაზე დათანხმდა. „მე მითხრეს, რომ რამდენიმე დღის შემდეგ პრეზიდენტი მზად იქნება ჩემთან შესახვედრად, მაგრამ მე მტკიცედ ვუთხარი: „მე ისეთი კაცი არ ვარ, რომ სადღაც უკანა კარებიდან შევიდე“, - ამაყად განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და პეტრო პოროშენკოსთან საჯარო დიალოგი მოითხოვა, კორუფციის შეწყვეტისა და მექრთამეების ხელისუფლებიდან გასაძევებლად.

მაგრამ როგორც წერილიდან ჩანს, ყველაფერი პირიქითაა: სწორედ მიხეილ სააკაშვილი ითხოვს შეხვედრას და თანახმაა შეხვდეს თვით პეტრო პოროშენკოს თუ არა, მის წარმომადგენელს მაინც, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. „მზად ვარ ყოველა მომენტში შევხვდე თქვენს სრულუფლებიან წარმომადგენელს და მას ყველაფერზე მოველაპარაკო“, - ასე ჟღერს მისი წერილის მთავარი მიზანი, მაგრამ რად გინდა - მიხოს როგორც სურს, ისეთ კომენტარს უკეთებს.

წერილმა და მასთან დაკავშირებულმა კომენტარებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ვარაუდი ორი მიხეილ სააკაშვილის არსებობის თაობაზე - ერთი როგორც ცეცხლოვანი რევოლუციონერი საზოგადოებისა და ტელეშოუებისათვის, მეორე როგორც ტალანტიური მანიპულიატორი, რომელიც საზოგადოების ნდობას თავისი მიზნებისათვის იყენებს.

და ბოლოს, ყველაზე მთავარი: პეტრო პოროშენკოსთან შერრიგება, როგორც ჩანს, მას არ გამოუვა. სხვაგვარად პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერილის ტექსტს არ გაამჟღავნებდა. პეტრო პოროშენკოს რომ მიხეილ სააკაშვილთან კომპრომისზე წასვლა უნდოდეს, თავის ყოფილ მეგობარს ასეთი არასასიამოვნო სახით საზოგადოების წინაშე არ გამოაჭენებდა.

პოლიტოლოგის თვალსაზრისი

ვადიმ კარასევი: „ეს წერილი მიხეილ სააკაშვილის შეცდომაა. მან თვითონაც არ იცის, რა უნდა. არ შეიძლება ლუწ დღეებში ოპოზიციონერობდე, ხოლო კენტი დღეებში - პრეზიდენტს შეწყნარება-შეწყალებას სთხოვდე. თუ მართლაც მაგარი ხარ, ან ხალხის სრული მობილიზება უნდა მოახდინო რეჟიმის წინააღმდეგ, ან მის კრიტიკას უნდა შეეშვა. ერთი ხაზის უნდა დაიკავო. ის, რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებს, პოლიტიკოსის მიმართ ნდობას ამცირებს. როგორც ჩანს, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი კრიზისშია და ჩიხიდან გამოსვლის გზებს ეძებს. სწორედ ამიტომ გამოაცხადა მან შესვენება აქციების მოწყობის საკითხში. წერილში იგი თითქოსდა შეწუხებულია, ვაითუ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზება მოხდესო, მაგრამ სინამდვილეში უფრო მეტად ის უნდა, რომ მას ბრალდება მოეხსნეს“.

წყარო: «КП в Украине»

-----------
შენიშვნა: 19 დეკემბერს, გვიან ღამით, უკრაინის ელექტრონული მედიით გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვა და ვრცელი ღია წერილი პეტრო პოროშენკოსადმი, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს გადადგომისაკენ მოუწოდებს. გთავაზობთ ამონარიდებს:
„ბატონო პრეზიდენტო!
ბოლო დღეების მოვლენები მაიძულებს ღია წერილით მოგმართოთ
თავის დროზე ჩვენი ურთიერთობა მეგობრულად დაიწყო, მაგრამ დღეს ისეთი მდგომარეობაა სექმნილი, როცა ჩვენ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ვდგავართ. არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ, მე ვიტყოდი, მსოფლმხედველობითი თვალსაზრისით. ამასთან მე მესმის, რომ საეჭვოა ამ წერილმა ჩვენს ურთიერთობებში რაიმე შეცვალოს.
გასულ კვირაში, უკრაინის მეგობარი ქვეყნების ელჩებთან მოთთბირების შემდეგ, მე თქვენ პირადი წერილი გამოგიგზავნეთ, რომელშიც მოლაპარაკების დაწყება შემოგთავაზეთ. მე დავადასტურე, რომ მზად ვარ თქვენთან და თქვენს წარმომადგენელთან საუბრისათვის, უკრაინის მომავალი ბედისა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის დაუშვებლობის თაობაზე.
დღეს მხოლოდ უკრაინის ბედია მნიშვნელოვანი და არა ჩემი და თქვენი. მერწმუნეთ როგორც გამოცდილ პოლიტიკოსს, რომელიც არაერთ რევოლუციაში ვმონაწილეობდი - „ვარდების“ რევოლუციაში - საქართველოში, „ნარინჯისფერ“ და „ღირსების“ რევოლუციებში - უკრაინაში.
მეც და თქვენც კარგად ვხედავთ, რომ პოლიტიკურმა კრიზისმა უკრაინა სერიოზული და დრამატული მოვლენების პირას მიიყვანა, რომლისთვისაც თავის არიდება გულწრფელად მინდოდა. სწორედ ამიტომაც გთავაზობდით კონფლიქტის გადაწყვეტის გზებს, მაგრამ ამის ნაცვლად თქვენ ჩემი პირადი წერილი გამოაქვეყნეთ. მე წინააღმდეგი არ ვარ, რადგან მასში არაფერი ისეთი არაა, რის დამალვაც მინდოდა. მაგრამ მისი გამოქვეყნებით თქვენ აჩვენეთ, რომ ღირსება არ გაგაჩნიათ.
მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ მიმდინარე ამბებში გავრკვეულიყავი. უკვე ყველასათვის აშკარაა, რომ თქვენ როგორც პრეზიდენტს, სრულიად არ გინდათ ისტორიაში ახალი უკრაინის დამფუძნებლის სახელით შეხვიდეთ. როგორც ჩანს, უკრაინელებისათვის თქვენ უფრო მეტად ყველაზე დიდი იმედგამაცრუებელი და ანტიგმირი იქნებით.
მაგრამ თქვენ ეს არ გაღელვებთ. ვცდებოდი, როცა მჯეროდა, რომ თქვენ უკრაინაში იმიტომ მომიწვიეთ, რომ ასეთი სახელმწიფოს მშენებლობაში დაგხმარებოდი. თქვენ მხოლოდ ერთი რამ გაღელვებთ - თქვენი მილიარდები, რომელთა გულისთვის მზად ხართ ყველანაირ მსხვერპლზე, მანიპულაციებზე და სიცრუეზე წახვიდეთ. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ თქვენ უბრალო ჭეშმარიტება არ გესმით: მე კი არა, თქვენ ხართ საფრთხეში. თქვენგან განსხვავებით, მე მზად ვარ თავი უკრაინის თავისუფლებას და გამარჯვებას შევწირო. თქვენ თუ ხართ მზად?
თქვენ, ქვეყნის პრეზიდენტს, რეფორმების გატარება არ გსურთ... მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის თქვენი კორუფციული კავშირების შესახებ... თანამემამულეების მხარდაჭერა დაკარგული გაქვთ. ახლა მეორე ვადით გინდათ პრეზიდენტად არჩევა, რომ სასჯელს გადაურჩეთ. (...) ჩემი ექსტრადიციის გეგმებს რომ აწყობთ, ამით სიტუაციას ვერ შეცვლით. დეპორტიც რომ გამიკეთოთ, მაინც ვერაფერს მიაღწევთ, რადგან უკრაინაში უკვე ბევრი მოწინააღმდეგე გყავთ. განა ისტორიამ არაფერი გასწავლათ? (...) აღიარეთ საკუთარი თავისა და ხალხის წინაშე, რომ თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს არ გსურთ და არც გაქვთ უნარი იმისა, რომ უკრაინას უკეთესი მომავალი შეუქმნათ. (...)
თქვენი ნებაყოფლობითი გადადგომა თითქმის უკანასკნელი შანსია პოლიტიკური კრიზისის გადალახვისა, რომელიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო გაღრმავდება.
პრეზიდენტს, რომელიც ნებაყოფლობით მიდის თანამდებობიდან, ხალხის წინაშე თავის დახრით, შეუძლია სასჯელის შერბილებისა და შეწყალების იმედი ჰქონდეს.
თქვენი ერთგული თანამოაზრეები პირად არაფორმალურ საუბრების დროს ამბობენ, რომ პეტრო პოროშენკომ რეალობის გრძნობა დაკარგაო. ახლა ისინი მომენტს ელოდებიან, რომ საკუთარი თავის გადარჩენაზე იფიქრონ. ბევრი სათადარიგო აეროდრომებს ეძებს.
იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური სიბრძნე თუ არა, უსაფრთხოების ადამიანური გრძნობა მაინც გიკარნახებთ იმას, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. გადაწყვეტილება, რომელიც გადაგარჩენთ არა მარტო თქვენ, არამედ ძალიან ბევრ ადამიანსაც, რომელთა ბედი უკრაინასთან არის დაკავშირებული“, - ნათქვამია ღია წერილში. ხელს აწერს: Михайло Саакашвілі, третій Президент Грузії, лідер Руху Нових Сил, політик.
------
წყარო: https://strana.ua/news/112696-saakashvili-opublikoval-uhrozhajushchee-otkrytoe-pismo-k-petru-poroshenko.html



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა