logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - 2017 წლის ანგარიში: „საქართველოში მედიის მფლობელები სარედაქციო შინაარს განსაზღვრავენ“
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - 2017 წლის ანგარიში: „საქართველოში მედიის მფლობელები სარედაქციო შინაარს განსაზღვრავენ“
14:12 21.12.2017
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" 2017 წლის პრესის თავისუფლების ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქვეყნებში მედია დამოუკიდებლობის და თავისუფლების ინდექსს განიხილავს. ანგარიშის მიხედვით, პრესის თავისუფლების ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს დემოკრატიულ ქვეყნებში ამ საყრდენი პრინციპის ეროზია წარმოადგენს.

„ეს „სიმართლის შემდგომი“, პროპაგანდის და თავისუფლებათა შეზღუდვის პერიოდია“, - ნათქვამია ანგარიშში, - „დღეს მედიის თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმების შემთხვევაში არ ვხვდებით, მედიის თავისუფლება უფრო და უფრო მყიფეა დემოკრატიულ საზოგადოებებშიც... საშინელი განცხადებებით, დრაკონული კანონებით, ინტერესთა კონფლიქტით და ფიზიკური ძალადობის გამოყენებითაც კი, დემოკრატიული მთავრობები ზღუდავენ იმ თავისუფლებას, რაც პრინციპში, მათი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია“.

2017 წლის ანგარიშში მედიის თავისუფლების კუთხით პირველ ადგილზე ნორვეგიაა. მას შვედეთი და ფინეთი მოსდევს. მედიის თავისუფლება ყველაზე მეტად შეზღუდულია ჩრდილოეთ კორეაში. რუსეთს 180 ქვეყნიდან 148-ე ადგილი უკავია.

საქართველო უკვე მეორე წელია 64-ე ადგილზეა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ბოლო წლების რეფორმებმა საქართველოს მედია-ლანდშაფტის გაუმჯობესება მოიტანა“, თუმცა ხაზგასმულია, რომ „მედია რჩება ძალზედ პოლარიზებული და მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, მედიის მფლობელები ხშირად განსაზღვრავენ სარედაქციო შინაარს. საკუთრების გარშემო მიმდინარე დავა შემაშფოთებელია მედია-პლურალიზმის მომავალისთვის. მთავარი ოპოზიციური ტელეარხის, "რუსთავი2"-ის ბედი ამის ტესტი იქნება“.

ორგანიზაცია ასევე აქვეყნებს პრესის თავისუფლების „მტაცებელთა“ სიას, სადაც ირანის უმაღლეს ლიდერ, აიათოლა ალი ჰამენეისთან და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან ერთად, ვლადიმერ პუტინიც გვხვდება.

რუსეთის შესახებ ანგარიშში აღნიშნულია, რომ „რუსეთში პრესის თავისუფლება დღეს უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს როდესმე ყოფილა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“.

„მედია თავისუფლების ეროზია განსაკუთრებით ევროპის დემოკრატიებში გვხვდება“, - ნათქვამია ანგარიშში, სადაც მაგალითის სახით პოლონეთის, უნგრეთის, ჰოლანდიის და ფინეთის შემთხვევებია მოყვანილი. თუმცა ანგარიში ასკვნის, რომ მიუხედავად ცვლილებისა, ევროპა მედიის თავისუფლების კუთხით ყველაზე მყარ რეგიონად რჩება.

ანგარიში ასევე განიხილავს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამოკიდებულებას მედიისადმი. „დონალდ ტრამპის ამერიკის 45-ე პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ჟურნალისტების წინააღმდეგ კუდიანებზე ნადირობა გამოცხადდა. დონალდ ტრამპი იმეორებს ბრალდებებს მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ და მათ „მსოფლიოში ყველაზე არაპატიოსან“ ადამიანებს უწოდებს.“ ამერიკის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები „მსოფლიოს გარშემო მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ თავდასხმებს ახალისებს, მათ შორის, დემოკრატიულ ქვეყნებში“, - აცხადებს ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე".
ორგანიზაციის ცნობით, 2017 წელს 65 ჟურნალისტი იქნა მოკლული, 54 დღემდე ტყვედ არის აყვანილი, 326 კი პატიმრობაშია.




წყარო: «Radio Voice of America» (აშშ)

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა