logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიაგნოზი: „პარანოიდული ისტერია ნარცისიზმის კომპლექსით“-უცხოური პრესა სააკაშვილის იუბილეს ეხმაურება
დიაგნოზი: „პარანოიდული ისტერია ნარცისიზმის კომპლექსით“-უცხოური პრესა სააკაშვილის იუბილეს ეხმაურება
13:22 21.12.2017
პოსტსაბჭოთა ქვეყნების პრესა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის იუბილეს ეხმაურება.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ რუსულ გამოცემა «Комсомольская правда»-ს მიერ ალექსანდრ გრიშინის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი 21 დეკემბერს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ ხნის განმავლობაში მან მოასწრო სწავლა, შექმნა ოჯახი, იმუშავა - ჯერ მინისტრად, შემდეგ პრეზიდენტად, დაიწყო ომი და სამარცხვინოდ წააგო, ქვეყნიდან გაიქცა, გახდა ლექტორი (აშშ-ში), შემდეგ გუბერნატორი (უკრაინაში), გამოიცვალა მოქალაქეობა, პოსტიდან გადადგა (გაათავისუფლეს), ჩამოართვეს მოქალაქეობა, უკანონოდ გადალახა საზღვარი და ბოლოს სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი გახდა... მოკლედ, ისეთი თავგადასავალია, ჰოლივუდის გმირებს შეშურდებათ.

ამ დღეებში მიხომ თავისი თავი კვლავ ყველას გაახსენა, როცა კიევის ბინაში მის დაჭერას შეეცადნენ. პოლიტიკოსმა ფანჯრიდან გაქცევა მოასწრო, სახლის სახურავზე აძვრა და იქიდან უკრაინის ხელისუფლებას ლანძღვა დაუწყო. „კრიშაზე“ ამძვრალი მიხო, ცხადია, მიწაზე ჩამოიყვანეს, მასმედიაში კი... „მიხო, რომელიც სახურავზე ცხოვრობს“.

სხვათა შორის, ვიღაცეები სერიოზულად ვარაუდობენ, რომ მიხოს ასეთი ეპატაჟური გამოხტომები მის სულელობას კი არ მოწმობს, არამედ საკმაოდ კარგად გათვლილი გეგმის ნაწილია, რომელსაც მისთვის პოლიტიკური დივიდენდების მოტანა შეუძლია. ტყუილად კი არ განაცხადა ამას წინათ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, რომ იგი მზადაა უკრაინის პრემიერ-მინისტრი იყოს. ზოგიერთები იმასაც კი აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთგვარ „მაგნეტიზმს“ ასხივებს.

სხვათა შორის, „მაგნეტიზმის“ შესახებ ამას წინათ თბილისში მივლინებით ყოფნისას ნანა დევდარიანს ვესაუბრე, რომელიც თავის დროზე პარლამენტის წევრიც იყო, სახალხო დამცველიც, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც და ყველა ჩამოთვლილ თანამდებობებზე მუშაობისას მიხეილ სააკაშვილს ძალზე ხისტ ოპონენტობას უწევდა.

- კარგით რა... რა მაგნეტიზმი? - გაიცინა ნანამ, - ჩვეულებრივი პრიმიტიული მანიპულირებაა მასმედიის მეშვეობით, ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ტექნოლოგიით. გინდათ, ორ ისტორიას მოგიყვებით, რომ კარგად გაიგოთ, ვინაა მიშა?

რასაკვირველია, დავეთანხმე.

პირველი ისტორია. ომბუდსმენობის დროს ნანა დევდარიანი ხშირად დადიოდა საპყრობილეებსა და კოლონიებში. ერთ-ერთი ძველი საპყრობილეს მონახულებისას მან ყურადღება მიაქცია იმას, რომ პატიმრებს ხელში წყლის პლასტიკური ბოთლები ეჭირათ. აღმოჩნდა, რომ ზაფხულის პაპანაქება სიცხეში თურმე ციხის წყალსადენი არ მუშაობდა და პატიმრებს შორიდან მოტანილ წყალს ბოთლებში უსხამდნენ. თბილისში დაბრუნებისას ნან დევდარიანმა მიხეილ სააკაშვილს - იმდროინდელ იუსტიციის მინისტრს დაურეკა:

- მიშა, მომისმინე... თუ შენ ერთ კვირაში იმ საპყრობილეში წყალსადენს არ გააკეთებ, თავი მთელ ევროპაში მოგეჭრება.

სამი დღის შემდეგ საქართველოს ერთ-ერთი ცენტრალური ტელეარხის ეთერში გავიდა რეპორტაჟი, რომლის მიხედვით, იუსტიციის მინისტრის ძალისხმევის შედეგად საპყრობილეში წყალსადენი უმოკლეს ვადაში აღადგინეს: აჩვენეს ბედნიერი პატიმრები, რომლებიც კმაყოფილი სახით სვამდნენ ონკანიდან წამოსულ წყალს.
ერთ კვირაში ნანა დევდარიანი კვლავ ეწვია იმავე საპყრობილეს და ნახა, რომ პატიმრებს ხელში ისევ ბოთლები ეჭირათ.

- რა წყალსადენი? - გაუკვირდა სახალხო დამცველის კითხვა ციხის უფროსს, - კი მინისტრი მოვიდა ჟურნალისტებთან ერთად, დადგეს წყლით სავსე დიდი კასრი, ტუმბო, „შლანგი“ მიუერთეს და წყალსადენიც „ამუშავდა“. გადაიღეს და ტელეეთერში გადასცეს.

მეორე ისტორია უკვე „ვარდების რევოლუციის“ დროს მოხდა, როცა ნანა დევდარიანი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა.

- საღამოა, კაბინეტში ვარ და ვხედავ, ტელევიზიით მიშას აჩვენებენ, - იხსენებს იგი, - ხალხს პირდება, რომ ახლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკოში) ერთად წავალთ და მოვთხოვთ, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოსო. გამიკვირდა, რადგან ჩვენ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ცესკოს დილის სხდომაზე მივიღეთ. მიშამ ხალხი ჩვენს შენობამდე მოიყვანა, ხალხს განუცხადა, რომ ახლა ნანა დევდარიანთან შევალ და სასურველ გადაწყვეტილებას მივაღებინებო. მართლაც, იგი შენობაში შემოვიდა. მე ველოდები და ვფიქრობ: აი, ახლა შემოვა და ვეტყვი, რომ ხალხს რატომ ატყუებ-მეთქი. გავიდა ათი, ოცი წუთი და არ ჩანს. მისაღებში მდივანს ვეკითხები - სადაა მიშა, არ შემოსულა? მპასუხობს, რომ საერთოდ არც შემოუხედავსო. ამ დროს ვხედავ, ტელევიზორში პირდაპირი რეპორტაჟით, მიშა გადის ჩვენი შენობიდან და შეკრებილ ხალხს ეუბნება: „კატეგორიულად მოვითხოვე და გადაწყვეტილება მივაღებინე! ჩვენ გავიმარჯვეთ!“.

(პუბლიკაციაში ჩამოთვლილია მიხეილ სააკაშვილის - „ადამიანი-კონფუზის“ თავს გადახდენილი სულელური და სასაცილო ამბები, რომლებიც მან მსოფლიოს დაამახსოვრა: მიშა ჰალსტუხს ღეჭავს - 2008 წლის აგვისტოში, მიხო ავტომანქანის „ბაგაჟნიკში“ – 2015 წლის ივლისში, მიხო შარვალში წინდებჩატანებული - 2015 წლის აგვიტოში და სხვა კომიკურ სიტუაციებში).

ექსპერტების აზრი

- რადგანაც მინსკის ფორმატის რეალიზება ვერ ხერხდება, ამიტომ ევროპა და ამერიკა დაინტერესებულია რაღაც შეიცვალოს. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც უკრაინის შერყევა და ქაოსის შექმნა შეუძლია, ეს მიხეილ სააკაშვილია. იგი ჭკუაზე შეშლილი და ყველაფერზე წამსვლელია - მკვლელობაზეც და გადატრიალებაზეც, - თვლის მალხაზ გულაშვილი, საზოგადო მოღვაწე, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ მფლობელი.

- უკრაინაში მომხდარმა ინციდენტებმა (საზღვრის უკანონოდ გადალახვა და ა.შ.) გვაჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია ქვეყნის ინტერები და კანონები „დაიკიდოს“, - ამბობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, - საქართველოში მისი მომხრეების რაოდენობა 15-18%-ია. ცხადია, ეს გასამარჯვებლად საკმარისი არ არის, მაგრამ ეყოფა დესტაბილიზების კერების მოწყობას. არსებობს კიდევ ერთი ასპექტი: საქართველოში რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება მოხდეს და ციხეში ჩაამწყვდიონ, იგი ბევრისთვის გმირი გახდება - როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთაც. თუ იგი თავისუფალი იქნება, დროთა განმავლობაში მხარდამჭერებს დაკარგავს. ასე რომ, მიხო თავისუფლად ყოფნით უფრო დაზარალდება, ვიდრე პატიმრობით.

დიაგნოზი: „პარანოიდული ისტერია ნარცისიზმის კომპლექსით“

საიდუმლო არაა, რომ ყოველი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი სახელმწიფოს ლიდერი სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებისათვის ყურადღების ობიექტი ხდება ხოლმე. ლიდერის ჟესტებს, მანერებს, სტილს, მეტყველების ფორმას და სხვა მონაცემებს ისინი ღრმად იკვლევენ და დასკვნებს აქვეყნებენ. ფსიქოლოგ-ფსიქიატრები ადგენენ ქვეყნის ლიდერის ფსიქოლოგიურ-პოლიტიკურ პორტრეტებს: რას უნდა მოელოდეს მსოფლიო მისგან, როგორ უნდა აწარმოონ მასთან მოლაპარაკება, რა შეიძლება შესთავაზონ და რა - არა...

აი, რა დასკვნა გააკეთეს ფსიქოლოგებმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ:

„იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილი გარეგნულად ვითომდა გულწრფელობას, ექსპრესიულობას და კომუნიკაბელობას ამჟღავნებს, ხშირად ხაზგასმულადაც, სინამდვილეში სახეზეა შინაგანი დაძაბულობის, მომატებული ნერვული აგზნების, ეჭვიანობის და ზღვარს გადასული ემოციურობის ყველა ნიშანი. ამასვე ადასტურებს მისი მიმიკა და ჟესტიკულაცია, გამოსვლების დროს ხელებისა და მუშტების ქნევა... იგი გადაჭარბებულ თვითშეფასებას ახდენს, უკიდურესად ეგოცენტრულია, რითაც ხშირად საკუთარ თავს ზიანს აყენებს (...)

უჭირს მობილიზება, თავისი გამოსვლების სწორად ორგანიზება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არასასურველ კითხვებს უსვამენ. ამ დროს იბნევა, ვრცელ, არაფრისმთქმელ ფრაზებს იშველიებს, რომლებიც შორს არის პასუხისგან. ერთი თემიდან მეორეზე გადადის. ამით ცდილობს ოპონენტის მოგერიებას და დაბნევას. როგორც ისტერიულ ტიპს, ახასიათებს სპონტანურობა და აქვს შოუმენის ნიჭი (...)

მიხეილ სააკაშვილი იღებს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც მის კონცეპტუალურ სტრუქტურას შეესაბამება და სრულიად გამორიცხავს ყველა დანარჩენს, რომელიც მის წარმოდგენებში არ თავსდება. არაა გამორიცხული. რომ ეს გადახრები შეიძლება მანიაკალურ სინდრომში გადაიზარდოს, რომ იგი „რჩეულია“... (...) მიხეილ სააკაშვილს ახასიათებს ძლიერი პარანოიდალური მოშლილობა ნარცისიზმის კომპლექსით“.

- კარგით, რა... მოსყიდული ფსიქიატრები რაც გინდათ, ყველაფერს დაწერენ! - იტყვის ურწმუნო მკითხველი, მაგრამ არის მცირე ნიუანსი: ეს პორტრეტი რუსეთში არ შეუდგენიათ. ესაა ტონსბერგის (ნორვეგია) ფსიქიატრიული ცენტრის, ოსლოს (ნორვეგია) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის, ჰელსინკის (ფინეთის) ფსიქიატრიის დეპარტამენტის, კელნის (გერმანია) ნერვული დაავადებების ცენტრის, ჟენევის (შვეიცარია) ფსიქიატრიის დეპარტამენტის, ვენის (ავსტრია) ფსიქოანალიზისა და ფსიქოთერაპიის დეპარტამენტის და ამსტერდამის (ჰოლანდია) კლინიკური ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ერთობლივი დასკვნა და შედგენილია ჯერ კიდევ 2006 წელს.

და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პორტრეტიდან:

„მნიშვნელოვანია ის, რომ ძალაუფლებისაკენ ლტოლვამ მიხეილ სააკაშვილს შეიძლება დაუკარგოს სიფრთხილე და გადაწყვეტილებები სახიფათო აღმოჩნდეს. მისგან მოსალოდნელია პრობლემების პროვოცირება. მათ შორის, პოლიტიკური და საომარი კონფლიქტიც“. გამოდის, რომ 11 წლის წინ ფსიქიატრები გვაფრთხილებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ომის დაწყება შეუძლია, არაპროვოცირებულისაც კი. შემდეგ კი იყო 2008 წლის აგვისტო...

ახლა დაფიქრდით, რას წარმოადგენს დღევანდელი, 50 წლის იუბილარი განცდილი დამარცხებების შემდეგ, რომელიც „მასაჟისტკებს“ ანიჭებს უპირატესობას. იგი ის ფიგურაა, რომლითაც მანიპულატორობენ - პაციენტის ხასიათიდან გამომდინარე, თითს ხან ერთ „კლავიშს აჭერენს“ ხან მეორეს, მისი გაბერილი სიამაყისა და ნარცისიზმის გათვალისწინებით, მიხეილ ნიკოლოზოვიჩი იქით მიდის, საითაც მიმართავენ. კურატორები კი აცხადებენ, რომ იგი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რომ იგი „დიდებული ადამიანია“, რომ იგი „რევოლუციონერია და ბელადი“... სინამდვილეში კი მიხოს მეხამრიდის, მარადიული პროვოკატორის როლს ასრულებინებენ, რომლის შეწირვა, მოვა დრო და არ დაენანებათ.

---------

მიხეილ სააკაშვილის იუბილესთან დაკავშირებით 21 დეკემბრის რუსულ, აზერბაიჯანულ და დასავლურ მასმედიაში კიდევ რამდენიმე სტატიაა გამოქვეყნებული. გაზეთში «Аргументы и факты» დაბეჭდილია ვლადიმერ კოჟემიაკინის სტატია „უგუნურია თუ ყველაფერი წინასწარ აქვს გათვლილი? შტრიხები მიხეილ სააკაშვილის პორტრეტისათვის“ (წყარო: http://www.aif.ru/politics/world/bezumnyy_ili_raschyotlivyy_shtrihi_k_portretu_mihaila_ saakashvili).

ვრცელ მასალას აქვეყნებს აგრეთვე «Независимая газета» სათაურით „მიხეილ სააკაშვილთან პეტრო პოროშენკოს შეტაკებაში იული ტიმოშენკო იგებს“ (ავტორი - ტატიანა ივჟენკო). წყარო: http://www.ng.ru/cis/2017-12-20/1_7141_timoshenko.html.

აზერბაიჯანულ ჟურნალ Region Plus-ში - „მიხომაიდანი“: მიხეილ სააკაშვილის შოუ თუ ბრძოლა უკრაინის ბედნიერი მომავლისათვის?“ (ავტორი - ირინა ხალტურინა). წყარო: http://regionplus.az/ru/articles/view/6398.

ირლანდიური გაზეთის «The Irish Times»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში „მიხეილ სააკაშვილი ცეცხლქვეშ: უკრაინა ცვლილებებს ელოდება“ (ავტორი - დენიელ მაკლაფლინი), რომელშიც გადმოცემულია ბოლო დღეებში უკრაინაში მომხდარი ამბები, რომლის მთავარი გმირი საქართველოს ექს-პრეზიდენტი გახლავთ. წყარო: https://www.irishtimes.com/news/world/ europe/saakashvili-under-fire-as-ukrainians-pursue-change-1.3334265




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა