logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«India Today» (ინდოეთი): გოგირდის მძაფრი სუნის მიუხედავად, თბილისის აბანოებში დიდი სიამოვნება გელით
«India Today» (ინდოეთი): გოგირდის მძაფრი სუნის მიუხედავად, თბილისის აბანოებში დიდი სიამოვნება გელით
17:13 17.12.2017
ინდურ ყოველკვირეულ ჟურნალ «India Today»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია საქართველოში, კერძოდ თბილისში და მცხეთაში ყოფნის შთაბეჭდილებები.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს ადილა მატრას ავტორობით გამოქვეყნებული სტატიიდან:

თბილისი ერთი შეხედვით

დილის ოთხი საათი იყო, როცა ჩვენი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა. ციოდა, ნისლი იდგა და ჟინჟლავდა... სასტუმროში მიმავალმა დავინახე, რომ ქუჩა ჩაბნელებული იყო, მხოლოდ სარეკლამო ფარები და აქა-იქ ფანრები კიაფობდნენ. გამახსენდა ჰოკინსი - გამოგონილი ქალაქი სერიალ „უცნაური ამბებიდან“. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ მსგავსი რამ აქაც მოხდებოდა, საქართველოს დედაქალაქში. ავტომობილიდან ჩანს ცხენზე ამხედრებული ადამიანების ქანდაკებები, ძველი ციხე-სიმაგრეები, მდიდრული შენობები, ფართო მოედნები. თბილისი ევროპისა და აზიის გზაჯვარედინია, სადაც, მეზობელი ქალაქების მსგავსად, ყველაფერს ისტორიის კვალი ადევს - სამოქალაქო ომების, ხელისუფლებისთვის კონფლიქტების, საბჭოთა იმპერიალიზმის გადმონაშთებისა და იოსებ სტალინის მრისხანების კვალი.

ნარიყალაზე, „ქართვლის დედასთან“

საბაგირო გზით ნარიყალაზე ავდივართ. იქვე გიგანტური ქანდაკება დგას - „ქართვლის დედის“ 20-მეტრიანი ალუმინისგან დამზადებული ქართველი ქალის ფიგურა, ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი, რომელსაც ერთ ხელში ღვინის თასი უჭირავს, მეორეში - მახვილი. როგორც აგვიხსნეს, თასი მოყვრისთვისაა, მახვილი კი მტრისთვის. ქანდაკებასთან ახლოს ბროწეულის წვენი და ღვინო იყიდება. „ქართვლის დედა“ მრისხანედ იყურება და მიხარია, რომ მახვილის ნაცვლად ღვინოს ვაგემოვნებ...

აბანოებში, დიუმასა და პუშკინის მსგავსად

კრამიტით დახურულ ამოზნექილ სახურავებქვეშ იმალება ის, რაც, ალბათ, თბილისის ერთ-ერთი უძველესი ადგილია - გოგირდოვანი წყლის აბანოები. ლეგენდის გარდა არსებობს არაბი გეოგრაფის დღიურიც, სადაც წერია, რომ „თბილისში წყალი ცეცხლის გარეშე დუღსო“. აბანოებში გოგირდის სუნი დგას. ერთ-ერთ აბაზანაზე წარწერაა: „სიცოცხლის განმავლობაში თბილისის აბანოებზე საოცარი რამ არ მინახავსო“ - ეს სიტყვები ცნობილ რუს პოეტს ალექსანდრე პუშკინს ეკუთვნის, რომელიც აქ 1829 წელს ყოფილა. თბილისური აბანოებზე აღტაცებას ვერ მალავენ ალექსანდრე ტოლსტოი და ალექსანდრე დიუმა... 30-40 ქართულ ლარად (დაახლოებით 100 ინდურ რუპიად) მთელი აუზის დაქირავება შეიძლება, მექისე-მასაჟისტთან ერთად. გოგირდის სუნი ძლიერია, მაგრამ მიღებული სიამოვნება ნამდვილად ღირს...

ჯვრის მონასტერთან

მცხეთაში ყოფნისას, სვეტიცხოვლის დიდებული ტაძრის დათვალიერების შემდეგ, ჯვრის მონასტერზეც ავედით, რომელიც მეექვსე საუკუნის ძეგლია და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. მონასტერი მტკვრისა და არაგვის შესართავს მაღლიდან გადმოჰყურებს და განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ჯვარი კარგად ჩანს მცხეთის ყოველი ადგილიდან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა