logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): რუსული ჩექმა ოკუპირებულ ქართულ მიწებზე
«Radio Voice of America» (აშშ): რუსული ჩექმა ოკუპირებულ ქართულ მიწებზე
16:41 17.12.2017
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს განაგრძობს და პარალელურ რეჟიმში, იქ განლაგებული საოკუპაციო დაჯგუფების გადაიარაღებასაც ახდენს. მეორე კვირაა ნაგვალოუს, გუდაუთის, წებელდისა და ძარწემის პოლიგონებზე რუსი ოკუპანტების ტაქტიკური წვრთნები, იქ არსებული ყველა შეიარაღების გამოყენებით მიმდინარეობს.
ოკუპირებული გულრიფშიდან 23 კილომეტრში, წებელდის პოლიგონზე, 500 ოკუპანტი, ახლახანს მიღებული - მოდერნიზებული T72 B3 ტიპის ტანკებით, BTR-82А ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებით და ჯავშნიანი Kamaz-Mustang-ებით ვარჯიშობს. წებელდაშივე საზენიტო-სარაკეტო სისტემებიდან 9K33M2 Osa-AK და 9K35 Strela-10 რუსებმა 100-მდე გასროლა განახორციელეს.
ოკუპირებული ოჩამჩირიდან 5 კილომეტრით მოშორებულ სოფელ ნაგვალოუსთან, ზღვის სანაპიროზე კი რუსეთის მე-7 საოკუპაციო ბაზის არტილერისტები „პირობითი მოწინააღმდეგის“ სატანკო და საზღვაო იერიშის მოგერიების "ხერხებს ხვეწენ". წვრთნაში აქაც 500-მდე ოკუპანტია ჩართული. ისინი ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა - BM-21 Grad-ს, 152 მმ-იან თვითმავალ საარტილერიო დანადგარ - 2S3 Akatsiya-ს, 120 მმ-იან ნაღმტყოცნ - 2S12 Sani-ის, 122 მმ-იან ჰაუბიცა - D30-ს და უპილოტო საფრენ აპარატებს: Bird Eye 400, Orlan-10 და Granat-4 იყენებენ.
რუსეთის არმიის სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდლობის განცხადებით, 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე, რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის, მარი ელიდან, მორდოვიიდან, უდმურტეთიდან და ასტრახანიდან 600-მდე ახალწვეული იქნა გადასროლილი. ერთ-ერთი მათგანი, ასტრახანელი რიგითი ალექსანდრე კირსანოვი ამბობს: „სამხედრო წვრთნის ამ ეტაპზე, ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონზე ჩვენ მოვახდინეთ აფხაზეთის საზღვაო სანაპიროს დაცვა, „პირობითი მოწინააღმდეგის“ საზღვაო დესანტირებისა და თავდასხმის პირობებში“.
რუსეთის 4-ე საოკუპაციო ბაზის სატანკო, საარტილერიო და მოტომსროლელი შენაერთებიდან, 1500-მდე ოკუპანტია ჩართული ძარწემის პოლიგონზე მიმდინარე სამხედრო წვრთნაში, რომელიც ოკუპირებული ცხინვალიდან 10 კილომეტრის დაშორებით, მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. რუსები აქ T72 BM-ის ტიპის ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანების BMP-2-ისა და BMP-3-ის და თვითმავალი საარტილერიო დანადგარის 2S1 Gvozdika-ს გამოყენებით ვარჯიშობენ.
სოფელ ძარწემში ოკუპანტებმა ნოემბრის განმავლობაში სამხედრო ინჟინრები, გამნაღმველები და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები ამუშავეს, დამატებით 3 ათასი ჰექტარი ტერიტორია განაღმეს, გაასუფთავეს და სამხედრო პოლიგონს მიუერთეს.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები ასევე შეეხო, С-300PC-ს და C-300GMU-1-ის სულ მცირე სამ დივიზიას, რომლებიც ოკუპირებული გუდაუთისა და გულრიფშის რაიონებში არიან განლაგებული. ეს დამანგრეველი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი მოსკოვმა აფხაზეთში ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შეიყვანა, 2017 წლის მარტში კი მათი რაოდენობა გაზარდა.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი რაულ ხაჯიმბა ამბობს, რომ რუსული სამხედრო დაჯგუფების კიდევ უფრო გაძლიერებას აფხაზეთში მხოლოდ მიესალმება: „დღეს, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებობს რუსეთის სამხედრო ბაზა, ასევე, განლაგებულნი არიან რუსეთის ფედერალური სასაზღვრო ჯარები, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. მათ გაძლიერებას მხოლოდ მივესალმებით“
რუსი ჯარისკაცისადმი მადლიერების ნიშნად, სოხუმში სანაპიროზე, გასულ კვირას, რაულ ხაჯიმბამ „რუსი მშვიდობისმყოფელის“ ორ მეტრიანი ძეგლი გახსნა, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს (1994-2008) დაღუპული 117 რუსი ჯარისკაცის ხსოვნას ეძღვნება.
მონუმენტის მშენებლობა რუსეთის ვეტერანთა ორგანიზაცია „მიროტვორეცმა“ დააფინანსა, რომელსაც რუსი თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე ევტეევი ხელძღვანელობს. ევტეევი 2002-2005 წლებში, ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტის“ მეთაური იყო. სოხუმში აღმართული ძეგლის ავტორი კი მოქანდაკე სერგეი სუროვცევია. ოკუპირებულ აფხაზეთამდე, რუსი „მიროტვორეცის“ ძეგლი 2017 წლის 5 დეკემბერს, მოლდოვის ტერიტორიაზე, ოკუპირებული დნესტრისპირეთის დედაქალაქ ტირასპოლში გაიხსნა. 2016 წლის მარტში კი რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე, ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე, სევასტოპოლში "მწვანე კაცუნებსაც" დაუდგეს ძეგლი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა