logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„versia.ru“(რუსეთი): ვისი აგენტია მიხეილ სააკაშვილი, ამერიკის თუ რუსეთის?
„versia.ru“(რუსეთი): ვისი აგენტია მიხეილ სააკაშვილი, ამერიკის თუ რუსეთის?
16:31 17.12.2017
„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაცია უკრაინის თავის ტკივილია, თანაც ისეთი, რომ მტერს არ ვუსურვებო“, - ეს სიტყვები რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანს დიმიტრი პესკოვს ეკუთვნის. მართლაცდა, ნაპრეზიდენტალ-ნაგუბერნატორალი მიხო არ ისვენებს, მას ხან სახურავზე ვხედავთ, ხან კარავში, იზოლატორში, სასამართლოზე, ქუჩაში... და თავისი მოქმედებით უკრაინის ხელისუფლებას დამშვიდების საშუალებას არ აძლევს.

როგორც რუსული გამოცემა «Наша версия» წერს, უკრაინაში გავრცელებული ხმების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მიხეილ სააკაშვილის ორჯერადი დაჭერა-გათავისუფლების ჭეშმარიტი მიზეზი თითქოსდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან წამოსული ტელეფონის ზარია. ისე, პრესაში ადრეც ხშირად დაუწერიათ და უთქვამთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში სიტუაციას ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფულით ურევსო. ბოლო დროს კი უკრაინის ხელისუფლება აქტიურად ავრცელებს იმ ბრალდებას, რომ მიხეილ სააკაშვილს რუსეთში გაქცეული ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვა (ჩათვალე: რუსეთის ხელისუფლება) აფინანსებსო.

ბოლო დღეებშიც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თავგადასავალი გრძელდება და, როგორც ჩანს, უახლოეს ხანში მოვლენათა ჯაჭვი კიდევ ერთი რგოლით შეივსება. ძნელია არ დაეთანხმო დიმიტრი პესკოვს, რომ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსათვის მისი ყოფილი მეგობრის „ოინები“ მართლაც განუწყვეტელ თავის ტკივილს წარმოადგენს.

აშკარაა, რომ დასავლეთში პეტრო პოროშენკოს მიმართ უკვე იმედი გაუცრუვდათ. „როგორც ჩანს, პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კორუფციას არ ებრძვის და არ ზრუნავს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეო“, - წერს ეკონომისტი ანდერს ოსლუნდი, რომელსაც თავის დროზე ძალიან სჯეროდა უკრაინის ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა. დასავლეთში პეტრო პოროშენკოს შემცვლელს ეძებენ - მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა, თვით ერთ-ერთი როკ-ჯგუფის ლიდერის სვიატოსლავ ვიკარჩუკის ჩათვლითაც კი.
რას ფიქრობენ უკრაინელი ექსპერტები? აი, რას ამბობს პოლიტოლოგი მიხეილ პოგრებინსკი: „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს დაბალი პოპულარობა აქვს, იგი პეტრო პოროშენკოს ვერ დაამხობს. კი, საქართველოს ექს-პრეზიდენტს დასავლეთი თითქოს იცავს სერიოზული დასჯისაგან, რამდენჯერმე პატიმრობას გადაარჩინა, მაგრამ იმასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ მიხოს მაინცდამაინც დიდი დაფინანსება არ აქვს, მას დასავლეთი ღიად და ოფიციალურად მხარს მაინც არ უჭერს. ასევე არ აქვს მას მტკიცე და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა სხვა უკრაინელი ოპოზიციონერებისაგან (ისინი სიტყვით მის მხარეზე არიან, მაგრამ ქუჩაში თავიანთი ხალხი არ გამოჰყავთ. მიხეილ სააკაშვილს კი უკრაინის ხელისუფლების დასამხობად თავისი ძალები არ ეყოფა“.



p.s. იბეჭდება მცირე შემოკლებით

p.p.s. საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ მასალაში გამოყენებული ფოტო ორიგინალის იდენტურია



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა