logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Deutsche Welle»(გერმანია): სააკაშვილი მაქსიმალურად ეცდება დააჩქაროს პოროშენკოს ეპოქის დასრულება, რაც უკვე ისედაც ნათელია
«Deutsche Welle»(გერმანია): სააკაშვილი მაქსიმალურად ეცდება დააჩქაროს პოროშენკოს ეპოქის დასრულება, რაც უკვე ისედაც ნათელია
13:10 13.12.2017
ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და სასამართლო პროცესს გავლენიანი გერმანული «Deutsche Welle», სერგეი რუდენკოს სტატიით ეხმაურება, რომლის ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:


კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა, მაგრამ პროკურატურა აცხადებს, რომ საქმეს გაასაჩივრებს. მართალია, ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებას პოლიტიკური მანევრის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ პეტრო პოროშენკოს მიერ შექმნილი სისტემა უკვე განწირულია, მას ფიასკო ემუქრება. დღევანდელი პრეზიდენტი და მისი გუნდი თავის პოლიტიკურ დასასრულს სწრაფი ტემპით უახლოვდება.

ყველაფერი, რაც კი მიხეილ სააკაშვილს ბოლო ორ წელიწადს გადახდა უკრაინაში, პოლიტიკურ ტრილერს მოგვაგონებს. აბა, შეხედეთ სქემას: პეტროსთან მეგობრობა - უკრაინის მოქალაქეობა - ოდესის ოლქის გუბერნატორობა - გადადგომა - მოქალაქეობის ჩამორთმევა - სისხლის სამართლის საქმის აღძვრა - დაპატიმრება - იზოლატორი... და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი პიროვნების - უკრაინის ოპოზიციის ლიდერის მიმართ! შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ყველა „უნივერსიტეტში“ სწავლება ექსტერნის წესით გაიარა. ანუ ქვეყნის პრეზიდენტთან მეგობრობა-სიყვარულიდან მისი ხელისუფლების სიძულვილამდე.

ის სამართალდარღვევებმა და ბრალდებებმა, რომლებსაც გენპროკურატურა მიხეილ სააკაშვილს უყენებს, ერთი მხრივ, შეიძლება წერტილი დაუსვას მის პოლიტიკურ კარიერას, მაგრამ მეორე მხრივ, მიხოს ხელისუფლების მთავარ ოპონენტად წარმოაჩენს. საქართველოს ექს-პრეზიდენტი, გამოცდილი სერფერის (სერფინგის მოყვარულის) მსგავსად, უკრაინის პოლიტიკური ცხოვრების მაღალ ტალღაზე რჩება და იქ იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ მას საბოლოოდ მაინც დააპატიმრებენ. მოკლედ, ბოლო ნახევარ წელიწადში მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს მთვარ მოწინააღმდეგედ იქცა და თვით იულია ტიმოშენკოსაც კი აჯობა.

ექს-პრეზიდენტ - ექს-გუბერნატორს წინ სასამართლო პროცესი ელოდება. გენერალური პროკურატურისათვის, რომელიც ერთხელ უკვე ჩაფლავდა, იოლი არ იქნება მომდევნო სხდომაზე მიხოს მიმართ წაყენებული ბრალის დამტკიცება. თავისუფლად მყოფი მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, სასამართლოს ვერდიქტის გამოტანამდე მაქსიმალურად შეეცდება დააჩქაროს პეტრო პოროშენკოს ეპოქის დასრულება, რაც, კაცმა რომ თქვას, უკვე ისედაც ნათელია. წაყენებული ბრალდებები მიხოს უფრო აქტიური მოქმედებებისაკენ უბიძგებს, რასაც ხელს უწყობს მოსახლეობის ნეგატიური განწყობა ქვეყნის ხელისუფლების მიმართ.

მიხეილ სააკაშვილის პიკი

წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური დიდების ზენიტში მოექცა. იმაზე, თუ როგორ მოიქცევა იგი ახლა, დამოკიდებულია არა მარტო მისი ბედი, არამედ უკრაინის სახელმწიფოს ბედიც. ფაქტია, რომ ბოლო დრომდე საქართველოს ექს-პრეზიდენტი მძიმედ მიდიოდა კონტაქტებზე უკრაინელ პოლიტიკოსებთან (უფრო სწორად, მათთან ურთიერთობისას ყოველთვის „ზემოდან იყურებოდა“). მისი ქედმაღლური ქცევა პოლიტიკური პროცესის ბევრ მონაწილეს აღიზიანებდა - განა ვინ არის ისეთი, რომ თავის პირობებს გვკარნახობსო...

შეიცვალა თუ არა „ნაპატიმრალი“ მიხეილ სააკაშვილი? საეჭვოა. თუმცა მას, ალბათ, ესმის, რომ იმავე იულია ტიმოშენკოს მხარდაჭერის გარეშე, რომელიც მას სასამართლოს სხდომაზე თავდებადაც კი დაუდგა, მიხოს პოლიტიკური სიცოცხლე უკვე წარმოუდგენელია. თავის მხრივ, ოპოზიციაც, ალბათ, კარგად ხვდება, რომ ისინი მიხოსათვის პოლიტიკური მიზნების მისაღწევი ინსტრუმენტები კი არ არიან, არამედ თანაბარუფლებიანი პარტნიორები სამომავლო ხელისუფლებისათვის ბრძოლაში.

როგორც არ უნდა იყოს, „მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი“ უკვე სერიოზულ გავლენას ახდენს უკრაინის პოლიტიკაზე. უეჭველია, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულმა პერიპეტიებმა ხელი შეუწყო სიტუაციის სწრაფ განვითარებას. უკრაინის ხელისუფლება ნდობას კარგავს. ომის ფონზე არსებული ტოტალური კორუფცია და ქვეყნის მოსახლეობის შემდგომი გაღატაკება ხალხს ქუჩაში გამოსვლებისაკენ უბიძგებს. ისინი იქ მიხეილ სააკაშვილის სიყვარულის გამო კი არ მიდიან, არამედ პეტრო პოროშენკოსა და მისი სისტემის სიძულვილის გამო. კითხვა - ვის შეუძლია ამ სისტემის შეცვლა პრეზიდენტის სავარძლიდან - ჯერ-ჯერობით უპასუხოდ რჩება.

იური ლუცენკოს ბედი: გადადგება?

მიხეილ სააკაშვილის საქმე ნელ-ნელა უკრაინის გენპროკურორ იური ლუცენკოს ღირსების საქმედ გადაიქცა. ყურადღება მიაქციეთ: ლუცენკოსათვის მთავარია არა ვიქტორ იანუკოვიჩის სახელმწიფო ღალატის ან ევრომაიდნის მონაწილეთა დახვრეტის საქმე, არამედ თავისი ყოფილი მეგობრის წინააღმდეგ აღძრული საქმე. დღეს ისინი სახელისუფლო ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. უფრო მეტიც - პირველი მეორეს სახელმწიფო გადატრიალების სამზადისში ადანაშაულებს, თანაც რუსული ფულის დახმარებით. ამგვარი ხმაურიანი განცხადებების შემდეგ იური ლუცენკოს აუცილებლად ჭირდება სასამართლოში გამარჯვება. სხვა შემთხვევაში იგი იძულებული გახდება (როგორც მინიმუმი) თანამდებობას გამოემშვიდობოს.

იური ლუცენკო გამოცდილი პოლიტიკური მოთამაშეა. თავის დროზე იგი აქტიურად გამოდიოდა პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას წინააღმდეგ, იყო ვიქტორ იუშენკოს ოპონენტიც, ორი წელი ციხეშიც იჯდა ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს. იური ლუცენკო, მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, მიჩვეულია მაღალი პოლიტიკური ფსონების დადებას, მაგრამ დღევანდელ ისტორიაში იგი დამოუკიდებელ თამაშს კი არ ეწევა, არამედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გუნდის წევრია...

როგორც ჩანს, იმის გათვალისწინებით, რომ იური ლუცენკო აცხადებს - „სააკაშვილ-კურჩენკოს სატელეფონო საუბრის ექსპერტიზაში საერთაშორისო სპეციალისტებს ჩავრთავო“, გამოდის, რომ გენერალური პროკურორი ბოლომდე ბრძოლას აპირებს, მაგრამ მზადაა თუ არა ამისთვის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო? ეს რთული საკითხია. ერთია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძვრა, მეორეა - სასამართლოსაგან სასურველი ვერდიქტის მიღება და მისი ციხეში ჩაჯენა. მოკლედ, რაც არ უნდა მოხდეს, იური ლუცენკოს პროკურორული ბედი და პოლიტკარიერა მთლიანადაა დამოკიდებული უკრაინის დღევანდელ პრეზიდენტზე.

p.s. საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ სტატიისთვის გამოყენებული ფოტო გერმანული ორიგინალის ანალოგია


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა