logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
"rg.kiev" (უკრაინა): პოროშენკოს შეცდომები; იქნება თუ არა მესამე მაიდანი?
"rg.kiev" (უკრაინა): პოროშენკოს შეცდომები; იქნება თუ არა მესამე მაიდანი?
23:12 12.12.2017
უკრაინული გამოცემა «Рабочая газета» საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს პროფესორ ალექსანდრე ტოლეტოვისა ვრცელი სტატიით ეხმაურება.

სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზბთ ამონარიდს სტატიიდან:

უკრაინის ხელისუფლებამ 2004 და 2013 წლების მაიდნები წააგო, რადგან შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. თითქოსდა ხელისუფლებას რაღაც უნდა ესწავლა ამ ხნის მანძილზე, მაგრამ არაფერი არ გაუკეთებია. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პრობლემა პრაქტიკულად ცარიელ ადგილზე წარმოიქმნა. ასეთ შეცდომას დამწყები პოლიტიკოსი და დიპლომატიც კი არ დაუშვებდა (თვით დონალდ ტრამპიც კი).

უკრაინაში კრიზისი გამოიწვია არა უღიმღამო კანონებმა (რომლებსაც მოსახლეობა არ იწონებს), არა იულია ტიმოშენკომ (რომელიც პიარის ოსტატია), არა შეირაღებულმა პირებმა (რომლებიც მტაცებლები არიან), არამედ იმ ქვეყნიდან გამოქცეულმა ყოფილმა პრეზიდენტმა, რომლის მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) ოდესის ოლქის მშპ-ს არ აღემატება.

ოდესის ოლქის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ის პირველი შეცდომა იყო, რომელიც პეტრო პოროშენკომ დაუშვა. განა უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი ვერ უნდა მიმხვდარიყო იმას, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ამბიციური გეგმები ჰქონდა და ავი ზრახვები ამოძრავებდა? ალბათ, პეტრო პოროშენკოს იმიტომ იყო მშვიდად, რომ იგი დაარწმუნეს - მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის კანონების თანახმად, პრეტენზია არ ექნებოდა არც დეპუტატობაზე და არც პრეზიდენტობაზე, ანუ იგი იმით დაკმაყოფილდებოდა, რაც მისცეს - გუბერნატორობით. მოხდა სრულიად პირიქით...

მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორობის შემდგომი მდგომარეობა მას პოლიტიკური შოუების მოწყობის შესაძლებლობას აძლევდა, იგი თითქოსდა არავის მხარეზე არ იყო და არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობდა, სამაგიეროდ ერის მამობაზე ჰქონდა პრეტენზიები. რა მოხდა, საქართველოდან თუ გამოიქცა, უკრაინაში ან სადმე (!) გააგრძელებს საქმიანობას (მსგავსი რამ კაცობრიობის ისტორიაში ძალიან იშვიათად თუ მომხდარა!). მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლაც მაგარი შოუმენია, მაინც გასაკვირი იყო, თუ როგორ მიდიოდა ყველაფერი მისი სცენარის შესაბამისად.

ჩვენს დროში, როცა „პიარი გონებაზე იმარჯვებს“, ყველაზე საშინელი დავიწყების გრძნობაა. განა „ზემოთ“, „ძლიერნი ამა სოფლისანი“ ამას ვერ აცნობიერებენ? დიახ, მართლაც აშკარა იყო, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე „ბუჩქებში სასაცილოდ მდგარ“ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური პერსპექტივა აღარ ჰქონდა და ამ დროს ხელისუფლება ამბიციურ მიხოს ასეთ საჩუქარს უკეთებს! მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ძალიან სულელური და ბრიყვული გადაწყვეტილება იყო... შემდეგი შეცდომა იყო საზღვარზე მომხდარი ინციდენტი, რომელიც ხელისუფლებას ასევე თავისმომჭრელად წააგო, მთელი მსოფლიოს დასანახად.

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილის პოპულარობის პიკმა გაიარა, მის მიერ აქციებზე მოსახლეობა სულ უფრო მცირე რაოდენობით იკრიბებოდა (მაგალითად, საოლქო ცენტრ სუმში გამართულ მიტინგზე სულ 300 მოქალაქე მივიდა). მიხეილ სააკაშვილის განცხადებები და „გაფრთხილებები“ ცარიელ გასროლებს ჰგავდა, რომელსაც სერიოზული შედეგი არ მოჰყოლია. თითქოსდა ხელისუფლება უნდა გამოფხიზლებულიყო და მიმხვდარიყო, რომ მიხო თავის დინებაზე მიეშვა... და უცებ, სახურავზე მყოფი მიხოს მართლაც სასაცილო დაკავება და ასევე სასაცილო გათავისუფლება!

გაციებული და სურდოშეყრილი მიხეილ სააკაშვილის მორიგმა დაპატიმრებამ უკვე მსოფლიოში მის მიმართ მნიშვნელოვანი თანაგრძნობა გამოიწვია. კიევის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელისუფლებისათვის უკვე აუტანელ თავის ტკივილად იქცა. პარადოქსის მომსწრენი ვართ: დღეს ხელისუფლება ქვეყნის დესააკაშვილიზაციას ცდილობს, მაგრამ სამაგიეროდ ძლიერდება საზოგადოების სააკაშვილიზაცია. და ამას ბოლო არ უჩანს.

იქნება თუ არა მესამე მაიდანი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია, თუმცა დღეს მაიდნის წინამძღვრები ბევრად მეტია, ვიდრე სამი ან ცამეტი წლის წინ იყო: ჯერ ერთი, რომ უკრაინის მოსახლეობის ცხოვრების დონე, იმ პერიოდებთან შედარებით, სამჯერ დაეცა; მეორე - მიღებულ იქნა განათლების, სამედიცინო მომსახურების, საპენსიო უზრუნველყოფის საწინააღმდეგო კანონები; მესამე - უკრაინამ თითქმის ყველა თავისი მეზობელი გადაიმტერა; მეოთხე - დიდი სიყვარული ოკეანისიქითა პარტნიორისადმი, რომელიც თავის მხრივ კიევს აგდებით ეპყრობა. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ეს არ ადარდებს. რა მოხდება, თუ მორიგი მაიდანი ყველაფერს აღგვის? არც პრეზიდენტს, არც მინისტრთა კაბინეტს, არც ვერხოვნა რადის დეპუტატებს და არც პოლიტოლოგებს კითხვაზე დამაჯერებელი პასუხი არ აქვთ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა