საქართველოში კვლავ გააქტიურდნენ ძალები, რომლებსაც ოფიციალური თბილისსა და ანკარა-ბაქოს შორის უთანხმოების
ჩამოგდება სურთ. ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ პროვოკატორთა როლში ისევ ჯავახეთში მცხოვრები სომხების ზოგიერთი წარმომადგენლები გამოდიან, რომლებიც ქართული სახელმწიფოსათვის მავნებლურ პოლიტიკას ატარებენ.
რაშია საქმე? საქმე იმაშია, რომ პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ სომეხმა დეპუტატებმა ახალქალაქის საკრებულოში განსახილველად შეიტანეს განცხადება, რომელშიც ისინი რაღაც მითიური „სომეხთა გენოციდის“ აღიარებას ცდილობენ და აცხადებენ, რომ დაეხმარებიან საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხის სახელმწიფო დონეზე აღიარებაში!
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ პროვოკაციის ინიციატორები არ მალავენ თავიანთ ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს. „ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ჯერ მზად არაა გენოციდის აღიარებისათვის პოლიტიკური მიზეზების გამო. საიდუმლო არაა, რომ ანკარა თბილისის სტრატეგიული მოკავშირეა. მაგრამ თუ საქართველოს ხელისუფელბას სახელმწიფო დონეზე გენოციდის აღიარება არ შეუძლია, მაშინ ამას სამცხე-ჯავახეთის რეგიონი შეძლებს“, - ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი სამველ პეტროსიანი „პატრიოტთა ალიანსიდან“.
ძალიან უცნაურ „საქართველოს პატრიოტობას“ ამჟღავნებს სამველი, ხომ ატყობთ? იგი საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს იმას, რაც თურქეთთან ურთიერთობას გაუფუჭებს. მაგრამ რისთვის? იმ მითის დასაკანონებლად, რომლითაც სომხები თაობებს ზრდიან? სომხეთის სასარგებლოდ, რომელსაც თურქეთთან ტერიტორიული და ფინანსური პრეტენზიები აქვს? თუ ეს ასეა, მაშინ რაღა საქართველოს პატრიოტი ხარ? განა უპრიანი არ იქნება, რომ სომხეთის მმართველი პარტიის ან „დაშნაკცუტიუნის“ სახელით გამოხვიდე? სამველს უფრო სომხეთის პატრიოტი უნდა ერქვას, ვიდრე საქართველოსი.
სამველ პეტროსიანის მსჯელობას თუ გავეცნობით, დავრწმუნდებით: ჩვენს წინაშეა თავხედი, თვითკმაყოფილი და ცინიკური პროვოკატორი. სწორედ ასეთები, როგორიც სამველია, ჟლეტდნენ ქართველებს აფხაზეთში მარშალ ბაგრამიანის სახელობის ბატალიონიდან, რომელიც აფხაზი სეპარატისტების მხარეზე მოქმედებდა. სწორედ სამველის მსგავს სომხებს სურთ საქართველოს დასუსტება-ჩამოშორება რეგიონული პროექტებისაგან.
რაც შეეხება „გენოციდს“, ამ ტერმინისადმი მსოფლიო თანდათან სომხებისაგან განსხვავებულ დამოკიდებულებას ამჟღავნებს. ვთქვათ, დიდი ბრიტანეთი, რომელმაც არ მიიჩნია გენოციდად უკრაინის 1932-1933 წლების „გოლოდომორი“. რატომ? იმიტომ, რომ ლონდონი გენოციდად თვლის მხოლოდ სრებრენიცის ტრაგედიას, რუანდაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტას და ჰოლოკოსტს. არსებობს გაეროს მიერ 1948 წელს მიღებული კონვენციაც, რომლის თანახმად, გენოციდად არ უნდა ჩაითვალოს ამ კონვენციის მიღებამდე მომხდარი მოვლენები. „საერთაშორისო სამართალი რეტროსპექტულად არ უნდა გამოვიყენოთო“, - ამბობენ ინგლისელები და მართლებიც არიან. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო აგრეთვე ევროპის ადამიანის უფლების სასამართლომ, როცა იქ შვეიცარიამ, სომხური დიასპორის ზეწოლით, სარჩელი წარადგინა...
თუმცა ისეთი „პატრიოტი“, როგორიც სამველ პეტროსიანია, არც ბრიტანული მხარის პოზიციას და ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას პოზიციას ყურადღებას არ აქცევს. ისინი, ვინც მას მხარს უჭერენ და მისებურად ფიქრობს, საქართველოს მტრები არიან და მხოლოდ სომხეთის ინტერესებზე ზრუნავენ.

















