logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"kommersant"(რუსეთი): საქართველოს ხელისუფლება ვანო მერაბიშვილისთვის 4 ათასი ევროს გადახდას აპირებს, ხოლო მის გათავისუფლებას არა
"kommersant"(რუსეთი): საქართველოს ხელისუფლება ვანო მერაბიშვილისთვის 4 ათასი ევროს გადახდას აპირებს, ხოლო მის გათავისუფლებას არა
09:58 07.12.2017
საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია ვანო მერაბიშვილის საპყრობილედან გათავისუფლებაზე დაობენ - უნდა გამოუშვან თუ არა ციხიდან 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ეპოქისდროინდელი ცნობილი ფიგურა, რომელიც ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი? დებატები მას შემდეგ დაიწყო, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა ყოფილი მაღალჩინოსნის უფლებების დარღვევა საქართველოს სახელმწიფოს მიერ და მთავრობა დაავალდებულა, რომ ვანო მერაბიშვილს „მიყენებული ზიანის“ სანაცვლოდ 4 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს“, - ნათქვამია რუსულ გამოცემა «КоммерсантЪ»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

„ამასთან, როგორც КоммерсантЪ-ის კორესპონდენტს უთხრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, 29 ნოემბერს გაიმართა მორიგი სასამართლო სხდომა იმ საქმის თაობაზე, რომელშიც ვანო მერაბიშვილს ბრალი აქვს წაყენებული - ოპოზიციის მიტინგის გარეკვისა და ტელეარხ „იმედის“ დარბევის თაობაზე. პროკურატურის აზრით, იმდროინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა, როცა მან შსს-ს სპეცქვედანაყოფს მიტინგის მონაწილეეთა სასტიკი გარეკვა და ოპოზიციური ტელეკომპანიაში შეჭრა უბრძანა.
თუმცა, თავის მხრივ, ვანო მერაბიშვილი თავს დამნაშავედ არ გრძნობს, ბრალს არ აღიარებს და საერთოდ, უარს ამბობს სასამართლო სხდომებს დაესწროს. „იგი ქართულ სასამართლოს ადრეც არ ენდობოდა, ახლა კი, როცა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება გაიგო, საერთოდ ბოიკოტს უცხადებს ქართულ სასამართლო სისტემას“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა“, - წერს ავტორი.
პუბლიკაციაში მოცემულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და ექს-პრემიერის ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების გარემოებები, რომელსაც ოპონენტები და თანამოაზრეები „მიხეილ სააკაშვილის გუნდის ხერხემალს“ უწოდებდნენ. იქვე ავტორი განმარტავს, თუ რატომ დაავალდებულა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლება პატიმრის სასარგებლოდ 4 ათასი ევროს გადახდით. თურმე ვანო მერაბიშვილი ერთ ღამეს იძულებით გაუყვანიათ კამერიდან და მისთვის დაუძალებიათ, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა, საქართველოს ხელისუფლება კი პატიმრის საჩივარს არ იძიებს. სწორედ ამ ინერტულობის გამო სასამართლომ ოფიციალურ თბილისს პატიმრის სასარგებლოდ ზემოთ აღნიშნული თანხის გადახდა დაავალა, კომპენსაციის სახით.
სტატიაში ციტირებულია აგრეთვე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლისაბჭოს ხელმძღვანელის ნიკანორ მელიას განცხადებაც, რომლის თანახმად, ვანო მერაბიშვილი დაუყონებლივ უნდა იქნეს გათავისუფლებული პატიმრობიდან. „მართალია, ევროპული სასამართლოს დადგენილებაში მითითებული არ არის, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია, მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ასეთი ვერდიქტების გამოტანისას პატიმრებს, ჩვეულებრივ, ათავისუფლებენ ხოლმე“, - ამბობს „ნაციონალების“ ლიდერი.
მაგრამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას სხვაგვარ ინტერპრეტაციას უკეთებს: სასამართლოს ეჭვის ქვეშ არ დაუყენებია ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი და მისთვის არც პოლიტპატიმარი არ უწოდებია“, - განუცხადა КоммерсантЪ-ის კორესპონდენტს „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა.
თავის მხრივ, КоммерсантЪ-ს საქართველოს იუსტიციის სამინისტროშიც დაუდასტურეს, რომ მზად არიან ევროპული სასამართლოს ვერდიქტი დააკმაყოფილონ და ვანო მერაბიშვილს 4 ათასი ევრო გადაუხადონ, მაგრამ მის გათავისუფლებას არავინ აპირებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა