logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„iz.ru“(რუსეთი): სახურავმოხდილი; სააკაშვილმა ერთ დღეში პატიმრობაც მოასწრო, უშიშროებისაგან გაქცევაც და პოროშენკოს წინააღმდეგ მიტინგის მოწყობაც
„iz.ru“(რუსეთი): სახურავმოხდილი; სააკაშვილმა ერთ დღეში პატიმრობაც მოასწრო, უშიშროებისაგან გაქცევაც და პოროშენკოს წინააღმდეგ მიტინგის მოწყობაც
18:15 06.12.2017
„ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა კიდევ ერთხელ გამოიყვანა კიეველები ქუჩაში პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით. უუშიშროების სამსახურის უსუსური მცდელობის შემდეგ, მისი დაკავების მიზნით, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა თავისი მომხრეებით ვერხოვნა რადასაკენ გადაინაცვლა და შთამბეჭდავი სიტყვით გამოვიდა: მადლობა გადაუხადა მომხრეებს „სიკვდილისაგან გადარჩენისათვის“ და უკრაინას „ევროპის უდიდესი ერი“ უწოდა და მხურვალედ აკოცა უკრაინულ ეროვნულ „ვიშივანკას“ (პერანგს)“-წერს გავლენიანი რუსული გამოცემის, «Известия»-ს პოლიტიკური მიმომხილველი ალექსი ზაბროდინი:

ერთ-ერთი ყველაზე ინტრიგული კითხვა: საიდან აქვს საქართველოს ექს-პრეზიდენტს უკრაინისადმი ასეთი მხურვალე სიყვარული? კიევის პოლიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორი მიხეილ პოგრებინსკი „იზვესტიასთან“ საუბარში ამბობს, რომ საქმე ეხება არა გრძნობებს კონკრეტული ქვეყნის მიმართ, არამედ ამბოხებულ ატმოსფეროს.

„ბუნტი მიხეილ სააკაშვილის მშობლიური სტიქიაა, იგი ამით ცოცხლობს. მას სურს ისეთი ხელისუფლება, როგორიც საქართველოში ჩამოაყალიბა, ან ასეთი ხელისუფლებისაკენ სვლა. ეფექტები, კმაყოფილება - ყველაფერი თვითრეალიზებისკენაა მიმართული. მე მას პირადად ვიცნობ და შემიძლია გითხრათ, რომ იგი ასეა მოწყობილი, სხვაგვარად ცხოვრება არ შეუძლია“, - ამბობს უკრაინელი პოლიტოლოგი.

„მიხეილ სააკაშვილს მოსახლეობაში მასობრივი მხარდაჭერა არ აქვს და მაინც ახერხებს ისეთი ტალღების წარმოქმნას, რომლის შედეგი არავინ იცის. მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას აჩვენა, თუ როგორი უსუსრები არიან უკრაინელი ძალოვნები, რომლებსაც ბრძანების ნორმალური შესრულება არ შეუძლიათ. გარდა ამისა, მისი მოქმედება იმასაც აჩვენებს, თუ როგორი გაუბედავია პეტრო პოროშენკო. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის სახელმწიფო ირღვევა, ეს ნიშნავს უკრაინის სახელმწიფოს იმიჯის დამცირებას... და ამას აკეთებს ადამიანი დაბალი რეიტინგით, უპასპორტო, უცხო, თავისი მცირე რიცხოვანი მხარდამჭერებით! რით დასრულდება ეს ყველაფერი, გაურკვეველია“, - ასეთია პოლიტოლოგის კომენტარი.

როგორც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა უთხრა „იზვესტიას“, კიევში მიმდინარე პროცესები „უკრაინის სახელმწიფოს უსუსურობას“ ამჟღავნებს: „ეს ცირკია, რომელიც დიდი ხანია გრძელდება. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ვიღაცას შეუძლია საზღვარზე ყოველგვარი დოკუმენტისა და ნებართვის გადავიდეს. ეს არის ცირკი ერთიდაიგივე კლოუნების მონაწილეობით, რომლებმაც ბაზარი ვერ გაიყვეს. თითქოსდა ერთი შეეცადა მეორის დაკავებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ჩემთვის არც პირველია მისაღები და არც მეორე, რადგან არცერთი უკრაინელი ხალხისთვის არ იღწვის“.

სიტუაციას პიკანტურობას მატებს ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ (რომელიც თურმე „სიტუაციას აკონტროლებს“!), თვითონ მიიწვია თავის დროზე უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი და მას სამართავად მტელი ოლქი გადაულოცა, შემდეგ კი მათ შორის „შავმა კატამ“ გაირბინა. ახლა უკრაინის ლიდერი ძალზე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, მას მეტოქისადმი „რუსეთთან კავშირებში“ ბრალდებებიც კი არ შველის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა