logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Deutsche Welle» (გერმანია): „სააკაშვილის საქმე“-პოროშენკოს დასასრულის დასაწყისი?
«Deutsche Welle» (გერმანია): „სააკაშვილის საქმე“-პოროშენკოს დასასრულის დასაწყისი?
18:07 06.12.2017
მიხეილ სააკაშვილის ბინის ჩხრეკა, მისი საჩვენებელი დაკავება სპეცნაზის მიერ, წაყენებული ბრალდებები და არაორდინარული გათავისუფლების ფაქტი უფრო მეტ კითხვებს ტოვებს, ვიდრე პასუხებს. ერთი მხრივ, საქართველოს ექს-პრეზიდენტს ორგანიზებულ დანაშაულებების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, მეორე მხრივ - მისი დანაშაული ჯერ კიდევ დამტკიცებული არ არის. მიხეილ სააკაშვილის ნეიტრალიზების მცდელობით პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მისი გუნდი, პირველ რიგში, ზიანს საკუთარ თავს აყენებს, - წერს Deutsche Welle-ს პოლიტიკური მიმომხილველი სერგეი რუდენკო კომენტარში.

შეეძლო თუ არა მიხეილ სააკაშვილს ფულის აღება ვიქტორ იანუკოვიჩის თანამოზრესაგან - რუსეთში მყოფ „მლადოოლიგარქისაგან“, როგორც სერგეი კურჩენკოს უწოდებენ, აქციების გამართვის მიზნით? რა თქმა უნდა, ამის აბსოლუტურად გამორიცხვა არ შეიძლება. მიხო ოლიგარქი არ არის, ბოლო დროს არსად არ მუშაობს (ოფიციალურად), აქციების ჩატარებას კი ფული ჭირდება. არა უნდა გამოვრიცხოთ ისიც, რომ სერგეი კურჩენკო დაინტერესებულია უკრაინაში საკუთარი ბიზნეს-ინტერესების შესანარჩუნებლად. აქედან გამომდინარე, შეეძლო მას ფული მიეცა მიხოსათვის რევულუციის მოსახდენად.

მაგრამ განა არ შეეძლო „მლადოოლიგარქს“ ეს საკითხი პეტრო პოროშენკოს ხელისუფლებასთან მოეგვარებინა? თავის დროზე სწორედ ასე გააკეთა ვიქტოს იანუკოვიჩის თანამოზარე სხვა ოლიგარქებმა - რინატ ახმეტოვმა, ბორის კოლესნიკოვმა, იური ბოიკომ... ასე რომ, ამ ისტორიაში ყველაზე მთავარი კითხვა: რაში დაჭირდა სერგეი კურჩენკოს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შესაძლოა რევოლუციის შედეგადაც კი ვერ შესულიყო პარლამენტში, რომ არაფერი ვთქვათ მის პრეზიდენტობის ალბათობაზე? რა გარანტიები შეიძლებოდა მიეცა მიხეილ სააკაშვილს ოლიგაქრისათვის? არავითარი. ერთადერთიო მეტ-ნაკლებად გასაგები ახსნა: სერგეი კურჩენკოს მეშვეობით რუსეთი უკრაინაში პროტესტების აგორებას გეგმავდა. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ სერგეი კურჩენკოს მოქმედების ლოგიკა გასაგებია, თუმცა ვიმეორებ, ეს ყველაფერი სასამართლოში უნდა გაირკვეს.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მიხეილ სააკაშვილთან დამოკიდებულებაში პეტრო პოროშენკო თავისი წინამორბედის შეცდომას იმეორებს - როგორც ვიქტორ იანუკოვიჩი მოექცა იულია ტიმოშენკოს. პეტრო ალექსეევიჩს თავის ნაბიჯებით საკუთარი თავი სულ უფრო ღრმად შეჰყავს ჩიხში.

აშკარაა, უკრაინის ხელისუფლების ბრძოლა მიხეილ სააკაშვილთან საქართველოს ექს-პრეზიდენტის დაპატიმრებით ან მისი ექსტრადირებით არ დასრულდება. ოფიციალური კიეწვი მცდელობით, უნდოდა მას თუ არა, მიხეილ სააკაშვილი ისეთ ოპოზიციურ პოლიტიკოსად იქცა, რომელიც პირობითი „ბირთვული რეაქტორიდან“ „ბირთვულ ბომბად“ გადაიქცა. პეტრო პოროშენკოს გარემოცვა ტავდაპირველად იმედოვნებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს რეფორმების ვიტრინა იქნებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა - სხვა ვიტრინა გამოიკვეთა: უკრაინის პრეზიდენტის არაშორსმხედველი, კორუმპირებული და მტაცებლური ხელისუფლება.

დიდი შანსია, რომ მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის „მესაფლავედ“ იქცეს. საქართველოს ყოფილმა მეთაურმა იცის (ისე, როგორ არავინ!), თუ როგორ მუშაობს უკრაინის სახელმწიფო მანქანა. უფრო მეტი - პროკურატურის ბრალდებები მის პარტიას აქტიურობისაკენ უბიძგებს. საქმე მხოლოდ ქვეყნის შიგნით მოქმედებას კი არ ეხება, არამედ საერთაშორისო არენაზეც, უპირველესად კი აშშ-ში. ამერიკა გაკვირვებით ადევნებს თვალს, თუ როგორ ებრძვის პეტრო პოროშენკო ვაშინგტონის მიერ მოწონებულ ანტიკორუფციულ ბიუროს... მოკლედ, „ბირთვული იარაღი“ გააქტიურების ფაზაში გადადის. გაურკვეველი ისაა, რა შედეგს მოიტანს მისი აფეთქება.

კითხვაზე, იქნება თუ არა უკრაინაში მესამე მაიდანი, შეიძლება ასე ვუპასუხოთ: საეჭვოა, რომ უკრაინელები მასობრივად გამოვიდნენ ქუჩაში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. ამასთან, როცა მიხეილ სააკაშვილს ებრძვის, ხელისუფლება „ცეცხლს ეთამაშება“: გენპროკურატურამ ბრალდებები უნდა დაამტკიცოს. ამაზეა დამოკიდებული არა მარტო მიხეილ სააკაშვილის, არამედ თვით პეტრო პოროშენკოს ბედიც.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა