logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Deutsche Welle» (გერმანია): ჯერ კიდევ გაურკვეველია გადასცემენ თუ არა სააკაშვილს საქართველოს
«Deutsche Welle» (გერმანია): ჯერ კიდევ გაურკვეველია გადასცემენ თუ არა სააკაშვილს საქართველოს
18:03 06.12.2017
„დაკავება, ბრალდებები და სენსაციური გათავისუფლება: კონფლიქტი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის კიდევ უფრო მწვავდება. დრამა ფარსად გადაიქცა, - ნათქვამია გავლენიანი გერმანული რადიოსადგურის, «Deutsche Welle»-ს მიერ რომან გონჩარენკოს ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში.

მიხეილ სააკაშვილისათვის მოულოდნელი არ იქნებოდა მის ბინაში საიდუმლო პოლიციის - უშიშროების სამსახურის ნიღბიანი სპეცრაზმელების გამოჩენა, რადგან ამის შესახებ პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ აცხადებდა. პრინციპში, ის ამბები, რაც კოსტელნაიას ქუჩაზე დატრიალდა, მოსალოდნელიც იყო.

არადა, ბოლო დღეებში მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით გამართული ყველა აქცია მაინცდამაინც ბევრ ადამიანს არ იზიდავდა - რამდენიმე დღის წინათ ჩატარებულ მსვლელობაში პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მიზნით მხოლოდ სამი თუ ოთხი ათასამდე კიეველი მონაწილეობდა. კარვების ქალაქმაც თავისი „ხიბლი“ დაკარგა. მოკლედ, მიხოს და მის მოკავშირეებმა მოსახლეობის მობილიზება ვერ შეძლეს.

რა მოხდება საქართველოს ექს-პრეზიდენტის დაკავებისა და მისი სენსაციური გათავისუფლების შემდეგ, ამას უახლოეს დღეებში ვნახავთ. ფაქტია, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური დეკემბერშიც ისევე უსუსურად მოქმედებდა, როგორც სექტემბერში, როცა უპასპორტო და მოქალაქეობის არმქონე მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი დაარღვია.

რუსეთი, სადაც მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ომის შემდეგ მიუღებელ ფიგურას წარმოადგენს, ღვარძლიანად უყურებს კიევში მიმდინარე მოვლენებს. იმის ნაცვლად, რომ ყურადღება გაამახვილოს რუსეთის სპორტსმენთა გუნდის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებზე (სამხრეთ კორეის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვა დოპინგის გამო), რუსული მასმედია მხოლოდ ერთ თემას აშუქებს - აი, შეხედეთ, რა კლოუნივით იქცევა სახურავზე მდგარი ფსევდორევოლუციონერი მიხეილ სააკაშვილიო. ტელეწამყვანები ამ ფაქტის გაშუქებისას პირდაპირ ეთერში სიცილს ვერ იკავებდნენ. გარდა ამისა, კრემლი არადიპლომატიურადაც მოქმედებს: ჩვეულებრივად თავშეკავებული დიმიტრი პესკოვი, პრეზიდენტის პრეს-მდივანიც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა „ჰალსტუხების ჭამის“ შემდეგ „სახურავზე ძრომიალი“ დაიწყოო.

მიხეილ სააკაშვილს ახლა რამდენიმე სასამართლო პროცესი ელოდება. ჯერ კიდევ გაურკვეველია, გადასცემენ თუ არა მას საქართველოს. უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ პეტრო პოროშენკოს მიერ მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის კანონიერების საკითხიც უნდა განიხილოს. სხდომა 21 დეკემბერსაა დანიშნული, რაც მიხეილ სააკაშვილისათვის მნიშვნელოვანი თარიღია - იგი 50 წლისა ხდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა