logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„eurasia.expert“(რუსეთი): ტერორიზმის მახვილი საქართველოს თავზე
„eurasia.expert“(რუსეთი): ტერორიზმის მახვილი საქართველოს თავზე
13:59 29.11.2017
რუსულ გამოცემა «Евразия – Эксперт»-ის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში განხილულია საქართველოში რადიკალური რელიგიური მიმდინარეობების გაჩენა-წარმოშობის მიზეზები.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სერგეი მარკედონოვის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

პუბლიკაციის ავტორი ეთანხმება ზოგიერთი ქართველი ექსპერტის თვალსაზრისს, რომლის თანახმად, სირია-ერაყიდან წამოსულმა „ბოევიკებმა“ ტრანზიტულ გზად თურქეთი და საქართველო აირჩიეს. ამასთან, იგი დამატებით მიზეზზე მიუთითებს: „როცა ვამბობთ, რომ საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და იმიტომ გროვდებიან იქ „ბოევიკები“, არ უნდა დავივიწყოთ, რომ გარე ზემოქმედების გარდა, თვით საქართველოს შიგნითაც არსებობს რადიკალიზებისა და „ჯიჰადისტური ინტერნაციონალის“ რიგების მატების შიდა წყაროები“, - წერს სერგეი მარკედონოვი და პანკისის ხეობის ფაქტორს მიუთითებს.

რატომ მოხდა, რომ ქართულ საზოგადოებას და ხელისუფლებას მხედველობიდან გამოეპარა რელიგიური რადიკალიზაცია?

პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართული პოლიტიკური კლასი ბოლო წლებში ძირითადად კონცენტრირებული იყო აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის პრობლემაზე. ეთნიკური კონფლიქტების მოგვარებაზე იყო გადართული როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკა. ყურადღების მიღმა რჩებოდნენ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, მათ შორის მუსულმანური ახალგაზრდობა, რომელიც არ იყო ინტეგრირებულნი ქართულ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სივრცეში.

მეორე - საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო რელიგიური რადიკალიზებისა და ტერორისტული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ღონისძიებების შემუშავება და თანმიმდევრული კურსის გატარება. ერთი მხრივ, ჯიჰადისტებს თითქოსდა ებრძოდნენ, მეორე მხრივ, ქართული სპეცსამსახურები ჯიჰადისტებს რუსეთის დამასუსტებელ ძალადაც მიიჩნევდნენ. ამგვარი ტენდენცია განსაკუთრებით გამოვლინდა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის მეორე ნახევარში, როცა თბილისი მოსკოვისაგან უკმაყოფილო ჩრდილოკავკასიელ აქტივისტებს მაგნიტივით იზიდავდა.

რაც არ უნდა იყოს, თბილისში მომხდარი დრამატული ფაქტი ერთგვარი სიგნალია არამარტო საქართველოსთვის, არამედ მისი მეზობლებისა და ნატოელი პარტნიორებისათვის, რომ სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მოწყვლად ქვეყანას წარმოადგენს. საქართველოში ახლო აღმოსავლეთის ცხელი სუნთქვა ძალუმად იგრძნობა. ამ საფრთხემ შეიძლება მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა უკვე მიიყვანა ხელისუფლებაში პარტია „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც „ისლამური და თურქული საფრთხის“ წინააღმდეგ მობილიზებას მოითხოვდა. სხვათა შორის, არჩევნების შედეგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, „პატრიოტებთან“ ერთად, კიდევ ერთი ევროსკეპტიკური ძალა გაჩნდა, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“.

ტერორისტული საფრთხის ზრდა საქართველოში მიუთითებს, რომ საქმე მთლად ისე არაა, როგორც თბილისი მიიჩნევს - თითქოსდა საქართველოს უსაფრთხო მომავლის გარანტს ნატო წარმოადგენს. ასეთი თვალსაზრისი რეალობისაგან შორსაა. შესაბამისად, ჯიჰადისტურ ხანძრის ჩაქრობა თბილისისა და მოსკოვის დაახლოების (გინდაც სიტუატიურად) გარეშე ვერ მოხერხდება. რასაკვირველია, ასეთი დაახლოება არ ნიშნავს ვაშინგტონთან და ბრიუსელთან კავშირების დაუყონებლივ და ტოტალურ უარყოფას, მაგრამ პოლიტიკური დღის წესრიგის განახლება და კოოპერაცია საერთო მიზნისათვის თავისუფლად შეიძლება, გეოპოლიტიკური ოპონენეტების ურთიერთწინააღმდეგობის მიუხედავად.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა